რატომაა ნავთობის მოპოვებას ამცირებენ, ის კი არ ძვირდება?

0
4042

ფასები ნავთობზე “გაიყინა” 55$ – ზე ერთი ბარელისთვის. Bloomberg-ის მონაცემებით ასეთი ფასები აწყობს მხოლოდ კუვეითსა და ირანს. მიუხედავად ამისა კოტირების გაზრდას “შავ ოქროზე” ჯერჯერობით არ აპირებენ; მიუხედავად იმისა, რომ ოპეკის წევრებმა და მომპოვებელმა ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი დანაპირების შესრულება პირველი იანვრიდან მოპოვების შეზღუდვის შესახებ.

რატომ გაიყინა ფასები ნავთობზე?

კოტირებები “შავ ოქროზე” აგრძელებენ ჩაჭიდებას მოლოდინებზე, იმდენად რამდენადაც რეალური დეფიციტი ნავთობზე, ადრინდებულად არაა. ბაზარი გაჯერებულია იაფფასიანი ნავთობით და ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა თუ როდის გადააჭარბებს მოთხოვნა მიწოდებას. ერთის მხრივ მომპოვებელი ქვეყნები საუდის არაბეთი, კუვეიტი, ომანი, რუსეთი და სხვები აქტიურად ასრულებენ თავიანთ დაპირებებს მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით. სხვა მხრივ ნიგერია და ლიბანი, რომლებსაც არა აქვთ ვალდებულებები მოპოვების შემცირებაზე, აქტიურად ზრდიან მას. ამას გარდა ჩინეთში, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, ნავთობის იმპორტი გაიზარდა, მაგრამ შემდგომ წლებში მცირე ზრდას პროგნოზირებენ. ფასი ნავთობზე 55$ იყო შემოდგომაზეც, მოპოვების შემცირებაზე ოპეკის განცხადების შემდგომ და დეკემბერშიც, უკვე კარტელის წევრი ქვეყნების სამიტის შემდგომ. ამგვარად ნავთობმა მიაღწია მაქსიმუმს, რომელიც შეეძლო მიეღო მხოლოდ და მხოლოდ მომპოვებელი ქვეყნების განცხადებებით და ახლა უკვე ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ რეალურ სიტუაციაზე. ახლანდელი მცირეოდენი რყევები დაკავშირებულია სპეკულიანტურ თამაშებთან და “შავი ოქროსთვის” არც თუ ისე მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორებიცაა მაგალითად, დოლარის კურსის მცირე ცვლილებებით ან ჭაბურღილების რაოდენობისა აშშ-ში. ურთიერთსაპირისპირო ცვლილებებმა აიძულეს ტრეიდერები მიეღოთ მომლოდინე პოზიცია.

ასეთ სიტუაციაში სერიოზული როლი შეიძლება ითამაშონ სიახლეებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რამდენად გაიზრდება ფიკალური ნავთობის მოპოვება და კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ტრამპი, რათა შეასრულოს თავისი დაპირება – განავითაროს შიდა მოპოვება. როგორღაც ეს სიახლეები არ გამოჩნდეს უფრო ადრე, ვიდრე ცნობა იმის შესახებ, რომ მოთხოვნა და მიწოდება ნავთობზე გათანაბრდა.

გაძვირდება თუ არა ნავთობი და როდის?

ბლუმბერგის მონაცემებით დღევანდელი ფასი ნავთობზე აწყობს მხოლოდ კუვეითსა და ირანს. არადეფიციტური ბიუჯეტისათვის რუსეთისთვის აუცილებელია რათა ნავთობი გაიყიდოს 69$-ად, საუდის არაბეთისთვის 79 დოლარად, ვენესუელისთვის 117 დოლარად, ხოლო ლიბიისთვის საერთოდ 2016 დოლარად. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყნები მზად არიან დააჩქარონ მოპოვების შემცირება დაპირებულზე უფრო მეტად. მაგალითად, საუდისარაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალედ ალ ფალეხმა განაცხადა, რომ ნავტობის მოპოვება ქვეყაბაში 10 000 000 ბარელზე მეტად შემცირდა დღეღამეში – დაპირებულ 486 000 ბარელზე ბევრად მეტად. მოპოვებით დამატებით შეზღუდვაზე განაცხადა კუვეიტის ხელისუფლებამ, რომლებმაც, როგორც განაცხადა ემირატების ნავთობის მინისტრმა ასამალ-მარზუკმა, უკვე შეასრულეს თავიანთი დაპირებები და მზად არიან გაზარდონ შემცირებები. კუვეიტმა შეამცირა მოპოვება არა 131 000 ბარელით, არამედ 133 000 ბარელით და მზადაა შემცირება დაიყვანოს 146 – 148 ათასამდე.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის ალექსანდრე ნოვაკის სიტყვებით, ნავთობის მოპოვების შემცირება რუსეთში მიმდინარეობს გრაფიკის 10 დღიანი წინსრებით. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აიღო ვალდებულება მოპოვება 300 000 ბარელით შეემცირებინა.

ოპეკის ქვეყნებისა და სხვა მომპოვებელი ქვეყნების მიერ თავიანთ დანაპირებთა აქტიური შესრულების გამო, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრს ჰალედ ალ-ფალეხს საბაბი მისცა განეცხადებინა, რომ ნახევარი წლის შემდეგ ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელებას აზრი აღარ ექნება. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არაა აუცილებელი შესრულების დონიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და სავარაუდო მოთხოვნით” – თქვა საუდელმა ჩინოვნიკმა, გადმოგვცემს ბლუმბერგის სააგენტო.

ბალანსირება, რომელიც დაიწყო ნელი ტემპებით 2016 წელს, მთლიანად “იმუშავებს 2017 წლის პირველი ნახევრის ბოლოს”.

ამასთანავე – აღიარა ალ-ფალეხმა, “არის ბევრი ფაქტორი, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში შეუძლიათ იმოქმედონ სიტუაციაზე, მაგრამ მაშინ ჩვენ მათ შეფასებას ივნისის ბოლოს შევძლებთ”.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი (IEA)  ფატიხ ბიროლი ასევე თვლის, რომ ნავთობის მოთხოვნა – მიწოდება წლის შუა გულში დაბალანსირდება. მაგრამ ვარაუდობს, რომ ფასების არამდგრადობა შენარჩუნდება. მისი სიტყვებით, როგორც სააგენტო Reuters -ი გვამცნობს, ოპეკის შეთანხმებას შეუძლია ილაპარაკოს უფრო მაღალ ფასებზე, რომლებიც ასტიმულირებენ მოპოვებას აშშ-ში და იმ სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ მონაწილეობენ მოპოვების შემცირების მოლაპარაკებაში. “ლიბია ხსნის ონკანებს. წინა კვირაში მან მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და აამოქმედა თავისი საექსპორტო ტერმინალი”, – დაწერა საინვესტიციო კონსალტინგური სააგენტოს Energy at Capital ის ხელმძღვანელმა კოლმა.

“ეს იყო სრული მოულოდნელობა ქვეყნისაგან, რომელსაც არ აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას – უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, – ამბობს ფნებ-ის (ფედერალური ნავთობ ენერგეტიკული უსაფრთხოება) წამყვანი ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი. – გარდა ამისა ნიგერია ზრდის მოპოვებას და არის ვარაუდები, რომ ერაყი შეასრულებს დაპირებას და არ გაზრდის მოპოვებას”.

როგორც, საერთაშორისო ენერგო სააგენტოს თავკაცი, ფატიხ ბიროლი თვლის, თუკი ამ წელს ინვესტიციები ნავთობმოპოვებაში შენარჩუნდება დაბალ დონეზე, მაშინ რამდენიმე წლის მერე მსოფლიოს შეუძლია მიიღოს ნავთობის უზარმაზარი დეფიციტი, მაგრამ ეს შემდგომში, ჯერ კი მსოფლიო ბანკმა გააუმჯობესა ნავთობის ფასის პროგნოზი და მან მაინც არ უნდა გადააჭარბოს 55$ ბარელზე. უკეთესი პროგნოზი აქვთ ბანკირებს HSDC – დან, რომლებიც თვლიან, რომ ნავთობი 2017 წელს 5 დან 10 დოლარამდე გაძვირდება. “ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ერთი წლის წინანდელ პროგნოზებს Brent -ის საშუალო ფასების მიხედვით 2017 და 2018 წლებში 60-75$ -ის დონეზე (ჩვენი პროგნოზი 2016 წლისთვის შეადგენდა 45$-ს და საშუალო ფასმა მართლაც შეადგინა 45,1 დოლარი) ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი მოსაზრების შეცვლის მიზეზებს და მიმდინარე წელს ველით ფასების ზრდას 5$-ით კვარტალზე (55-60-60-65$) – სთვლიან HSBC – ში, წერს FXStreet. დაახლოებით ასეთივე პროგნოზები გააკეთა რუსეთის ბუნების სამინისტროს თავკაცმა სერგეი დონსკოიმ.

რა მოუვა ფიქალურ ნავთობს?

ფიქალური ნავთობის მოპოვებამ შესძლო გადაეტანა დაბალი ფასები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, ამტკიცებენ ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები. მოპოვება მათთვის ხელსაყრელია ბარელზე 50-60$ და 45$ -ის ღირებულების შემთხვევაშიც. ამის გამო HSBC -ბანკის ანალიტიკოსები ელიან ფიქალური ნავთობის მოპოვების ბუმს უახლოეს წლებში. მათი აზრით 2018 წლის მეორე ნახევრისთვის ჭაბურღილების რაოდენობა 2-ჯერ გაიზრდება, მაგრამ ეს ვერ გამოიწვევს ძლიერ დარტყმას ნავთობის ფასებზე. HSBC -ში ვარაუდობენ, რომ ოპეკში არ შემავალი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების უკვე არსებული საბადოები იფიტებიან და სახეზეა ინვესტიციების სერიოზული კვლევა. “მიუხედავად აშშ-ში ნავთობის მოპოვების მოსალოდნელი ზრდისა, ჩვენ არ ველოდებით მოპოვების ჯამურ ზრდას ოპეკის გარეთ მყოფ ქვეყნებში, როგორც მინიმუმ უახლოესი 10 წლის განმავლობაში” – აღნიშნეს ბანკში. აშშ-ს ენერგო სამინისტროს (EIA)-ს პროგნოზით, 2017 წელს ფიქალური ნავთობის მოპოვება გაიზრდება 200 000 ბარელით დღე-ღამეში. შედარებისათვის ოპეკის ქვეყნებმა და სხვა მომპოვებლებმა მოილაპარაკეს შეამცირონ ნავთობ-მოპობება 1,7 – 1,8 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში. თითქოსდა ნავთობზე მოთხოვნიდან გამომდინარე მოცულობები არც თუ ისე დიდია, მაგრამ ბაზარი ნერვიულობს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ამერიკული კომპანიებისა და მოვაჭრეების ჰეჯირება (დაზღვევა). მიუხედავად იმისა, რომ WTI – მარკის ჩრდილო-ამერიკული ნავთობი იყიდება 52$-ის დონეზე, ისინი აზღვევენ თავიანთ რისკებს 50$ ბარელზე.

“რა თქმა უნდა თუ იქნებოდა რწმენა იმაში, რომ ნავთობის ფასები მიუახლოვდებიან 70$-ს მომპოვებლები ნაკლებად გაყიდიდნენ მიმდინარე კურსით” – უთხრა სააგენტო ბლუმბერგს City Eutures – ის ანალიტიკოსმა ენერგეტიკის დარგში, ტიმ ევანსმა. Tyche Capital Advisors LLC -ის ფონდის მენეჯერი კარიგ ზახირი თვლის, რომ წარმოებლები თავს იცავენ: “მოპოვების ზრდას აშშ-ში ლიბიასთან, ერთად მართლაც შეუძლია დაარტყას ბაზარს”.

 

SHARE