ასურეთი: პირველი იმპერია მსოფლიო ისტორიაში

0
16783

აშურის დაბადება

ძვ. წელთაღრიცხვის II ათასწლეულში არაბეთის ნახევარკუნძულის კლიმატი გაუარესდა. აღნიშნულმა აიძულა აბორიგენებს დაეტოვებინათ მათი ძირძველი ტერიტორიები და დაეწყოთ უკეთესი ცხოვრების პირობების ძიება. მათ შორის ასურელებიც იყვნენ. თავიანთ ახალ სამშობლოდ მათ აირჩიეს მდინარე ტიგრის ხეობა, რომლის სანაპიროზეც დაარსდა ქალაქი აშური. მიუხედავად იმისა, რომ  ქალაქისათვის შერჩეული ადგილი შესანიშნავი იყო, უფრო მეტად განვითარებული მეზობლების (შუმერები, აკადელები და სხვა) არსებობა თავისებურ გავლენას ახდენდა ასურელთა ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, მათ უწევდათ ყოფილიყვნენ საუკეთესოები ყველაფერში, რათა გადარჩენილიყვნენ. ახალ დაარსებულ სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ ვაჭრები, ხოლო პოლიტიკური დამოუკიდებლობა კი ცოტა გვიან მოვიდა. თავდაპირველად აშური იმყოფებოდა აკადას კონტროლის ქვეშ, შემდგომ ურას, ის ბაბილონის მეფის ჰამურაბის მიერაც იყო დაპყრობილი, ხოლო შემდგომ ქალაქი აღმოჩნდა მიტანიის დაქვემდებარების ქვეშ. მიტანიის დაქვემდებარების ქვეშ აშური დაახლოებით ასი წელი იმყოფებოდა. თუმცა მეფის სალლამანასარ I დროს სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამას შედეგად მიტანიის განადგურება მოჰყვა. შესაბამისად, მისი ტერიტორია გადავიდა ასურეთის დაქვემდებარებაში. ტიგლათფილესერ I-მა  (1115-1076 ძვ.წ.) შესძლო სახელმწიფოს ახალ საფეხურზე გადაყვანა. მას პატივს სცემდა თითქმის ყველა მეზობელი ქვეყანა. თუმცა ძვ.წ. 1076 წელს მეფე გარდაიცვალა. ტახტის პრეტენდენტთა შორის არცერთი არ აღმოჩნდა ღირსეული. აღნიშნული ვითარებით ისარგებლეს მომთაბარე არამეელებმა, რომლებმაც ასურეთის ჯარებზე რამდენიმე გამანადგურებელი იერიში მიიტანეს. ქვეყნის ტერიტორია უეცრად შემცირდა და დაპყრობილი ქალაქები გამოვიდნენ მისი ძალაუფლებიდან. საბოლოო ჯამში, აშურმა შეინარჩუნა მხოლოდ წინაპრების მიწები, ხოლო ქვეყანა ღრმა კრიზისში ჩავარდა.

აშური

ნეო-ასურული სახელმწიფო

ორას წელზე მეტი დასჭირდა ასურეთს, რათა აღმდგარიყო მიყენებული დარტყმისაგან. მხოლოდ მეფე ტიგლათფილესერ III-ის დროს, რომელიც მართავდა ძვ.წ. 745-დან 727 წლამდე, სახელმწიფომ დაიწყო ზრდა. უპირველეს ყოვლისა, მმართველმა დაიპყრო ურარტუს სამეფო, სადაც მის ხელში აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. შემდეგ ადგილი ჰქონდა წარმატებულ მსვლელობებს ფინიკიაში, სირიაში და ასევე პალესტინაში. ბაბილონის ტახტზე ასვლა, ტიგლათფილესერ III-ის უდიდესი მონაპოვარი იყო. მეფის სამხედრო წარმატება პირდაპირ უკავშირდებოდა მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. ამრიგად, მან მოახდინა ჯარის რეორგანიზება, რომელიც ადრე მიწის მესაკუთრეთაგან შედგებოდა. მას შემდეგ კი, მის შემადგენლობაში აჰყავდათ ჯარისკაცები, რომელთაც არ ჰქონდათ თავიანთი ნაკვეთი და მატერიალური მხარდაჭერის ყველა ხარჯები სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. სინამდვილეში, ტიგლათფილესერ III გახდა პირველი მეფე, რომლის განკარგულებაში იყო რეგულარული არმია. გარდა ამისა, წარმატების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა ლითონის იარაღის გამოყენებამ.

მომდევნო მმართველს, სარგონ II-ს (721 -705  ძვ.წ) ელოდა დიდი დამპყრობლის როლი. თითქმის მთელი თავისი მმართველობის პერიოდი მან გაატარა დაპყრობით ომებში, ახალი მიწების შემოერთებაში და ასევე აჯანყებების ჩახშობაში. სარგონის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო ურარტურის სამეფოს საბოლოო დამარცხება.

ზოგადად, ეს სახელმწიფო დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა ასურეთის მთავარ მოწინააღმდეგედ, მაგრამ ურარტურის მეფეები ომისაგან თავს იკავებდნენ. აქედან გამომდინარე, ისინი უბიძგებდნენ ასურეთის დაქვემდებარებაში მყოფ ამა და იმ ხალხს აჯანყებისაკენ. მოულოდნელი დახმარება გაუწიეს ასურელებს ქიმერიელებმა, ისე, რომ ეს თავადაც არ სურდათ . მომთაბარე ქიმერიელებმა ურარტუს მეფე რუსა I- ს მიაყენეს გამანადგურებელი დარტყმა და ამ მომენტით არ შეეძლო არ ესარგებლა სარგონს.

ნეო-ასურული იმპერია

ურარტუელთა მთავარი ღვთაება ”ხალდი”-ის დაცემა.

ძვ.წ. 714 წელს მან გადაწყვიტა მტრის დამარცხება და დაიწყო ლაშქრობა მტრის სახელმწიფოს სიღრმეში, მაგრამ მთებზე გადასვლა არც თუ ისე ადვილი იყო. იმ მომენტისათვის, როდესაც რუსა ფიქრობდა, რომ მტერი მიემართებოდა ტუშფასკენ (ურარტუს დედაქალაქი), მან დაიწყო ახალი არმიის შეგროვება. სარგონმა გადაწყვიტა არ წასულიყო რისკზე. დედაქალაქის მაგივრად ის ურარტუს რელიგიურ ცენტრს დაესხა თავს – ქ. მუსასირი. აღნიშნულს რუსა არ ელოდა, რადგან დარწმუნებული იყო იმაში, რომ ასურელები ვერ გაბედავენ ღვთაება ხალდის სამლოცველოსათვის ზიანის მიყენებას. ბოლოს და ბოლოს, მას სწორედ ასურეთის ჩრდილოეთ ნაწილში სცემდნენ პატივს. რუსა იმდენად დარწმუნებული იყო აღნიშნულში, რომ მუსასირი სახელმწიფო ხაზინაც კი დამალა.

შედეგი სავალალო აღმოჩნდა. სარგონმა დაიპყრო ქალაქი და მისი საგანძურები, ასევე გამოსცა ბრძანება, რათა ხალდის ქანდაკება გაეგზავნათ მის დედაქალაქში. რუსამ ვერ შესძლო ასეთი დარტყმის გადატანა და ბრძოლაში დამარცხებულმა თავი მოიკლა. ქვეყანაში ხალდის კულტი ძლიერ შეირყა, თავად სახელმწიფო კი სიკვდილის ზღვარზე იყო და აღარ წარმოადგენდა საფრთხეს ასურეთისათვის.

*ხალდი — ურარტუს სახელმწიფოს პანთეონის მთავარი ღვთაება

იმპერიის დაცემა

ასურეთის იმპერია იზრდებოდა, მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც ატარებდნენ მისი მეფეები დაპყრობილი ხალხის მიმართებაში, იწვევდა მუდმივ არეულობას. ქალაქების განადგურება, მოსახლეობის ამოწყვეტა, მეფეების სასტიკი წამება – ეს ყველაფერი იწვევდა სიძულვილს ასურელების მიმართ. მაგალითად, სარგონის შვილმა სინაჰერბიმა (ძვ.წ. 705–681), ბაბილონში აჯანყების შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი აწამა, დარჩენილი ნაწილი კი გააძევა. თვითონ ქალაქი გაანადგურა და დატბორა ევფრატის წყლებით. ყოველივე აღნიშნული იყო გაუმართლებელი, რადგან ბაბილონელები და ასურელები იყვნენ მონათესავე ხალხები. უფრო მეტიც, ბაბილონელები ყოველთვის თვლიდნენ ასურელებს უმცროს ძმებად. შესაძლებელია, სწორად აღნიშნულმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. სინაჰერბმა გადაწყვიტა თავი დაეღწია ამპარტავანი ნათესავებისაგან.

ასარჰადონი, რომელიც სინაჰერიბის მერე მოვიდა ხელისუფლებაში, სრულიად აღადგინა ბაბილონი, თუმცა ვითარება ყოველწლიურად უარესდებოდა. ასურბანიპალეს მმართველობის პერიოდში (ძვ.წ. 668–631), ასურეთის სიდიადემაც კი ვერ შესძლო შეეჩერებინა გარდაუვალი კოლაფსი. გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანა აღმოჩდა დაპირისპირების ზღვარზე, რითაც ისარგებლა ბაბილონმა და მიდიამ, რომელთაც ჰქონდათ სკვითების და არაბთა მეფეების მხარდაჭერა.

ძვ.წ. 614 მიდიელებმა გაანადგურეს უძველესი აშური – ასურეთის გული. ქალაქის ხელში ჩაგდებაში ბაბილონელებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ოფიციალური ვერსიით – მათ დააგვიანეს. სინამდვილეში, მათ უბრალოდ არ სურდათ მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი მონათესავე ხალხის განადგურებაში.

ორი წლის შემდეგ ასურეთის დედაქალი – ნინევე დაეცა. ძვ. წ. 605 წელს მოხდა ქარხემიშთან ბრძოლა (რომელიც მომავალში გახდება ცნობილი დაკიდებული ბაღებით), რომელმაც საბოლოოდ მოუღო ბოლო ასურელებს. იმპერია დაიღუპა, თუმცა მისმა ხალხმა დღემდე შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტურობა.

ასურეთის იმპერიის არმია

 

ნინო გვარაკიძე 

 

SHARE