პრაიმ აკადემია – წამყვანი პროფესიული სასწავლებელი საქართველოში

0
607

პროფესიული სასწავლებელი „პრაიმ აკადემია“, უკვე რამოდენიმე წელია წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს საქართველოს საგანმანათლებლო სექტორში. თავის დროზე „პრაიმ აკადემია“ შეიქმნა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების „პრაიმ აუდიტის“ და „პრაიმ კონსალტინგის“ ბაზაზე. თავდაპირველად აკადემიის ლექტორთა ჯგუფს წარმოადგენდნენ აღნიშნული კომპანიების წამყვანი სპეციალისტები. თუმცა მოგვიანებით აკადემიის ლექტორების და ტრენერების ბაზა გაფართოვდა და დღეს ის მოიცავს საქართველოში მოღვაწე ფაქტობრივად ყველა წამყვან პროფესიონალ, საინტერესო და პერსპექტირულ ტრენერს თუ ქოუჩს.

განსაკუთრებული ცოდნა

განსაკუთრებული მიზნებისათვის

– აკადემიის დევიზი

რა წარმოადგენს აკადემიის მიზანს?

„პრაიმ აკადემიის“ მთავარი მიზანია მსმენელებისათვის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიცემა, კანონმდებლობის, მენეჯმენტის, მართვის, ბიზნესის, ფსიქოლოგიის სფეროებში, ზოგადი ცოდნის ხარისხის გაუმჯობესება და ამაღლება. უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლებლის მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამები, ტრენინგები, ქოუჩინგ სესიები და სასწავლო კურსები ეყრდნობა თანამედროვე გამოცდილებას, აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მოწინავე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი შემუშავებულია ჩვენს მიერ ქართული რეალობის გათვალისწინებით.

,,პრაიმ აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ხდება არამხოლოდ პროფესიული ცოდნის და გამოცდილების ამაღლება, არამედ საინტერესო და წარმატებულ ადამიანებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

რა გამოარჩევს „პრაიმ აკადემიას“ სხვებისაგან?

უპირველეს ყოვლისა აკადემიას გამოარჩევს თავის მსმენელზე მორგებული მუშაობის სტილი, რაშიც იგულისხმება, როგორც გრაფიკი, სასწავლო მასალა, შესწავლისა და ათვისების ტექნიკები, ასევე გარემო და რაც მთავარია ინდივიდუალური მიდგომა სათითაოდ ყოველ მსმენელთან.

ასევე აკადემია თავის მსმენელებს აღნიშნულ სეგმენტში სთავაზობს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბალ ფასებს. რაც განპირობებულია აკადემიასა და მსმენელს შორის ხანგრძლივი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების სურვილით.

Facebook – https://www.facebook.com/primeacademygeorgia/

Web-Site – www.primeacademy.ge

SHARE