BILETEBI.GE კანონის მიღებას ითხოვს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს არაპროფილური ბიზნესების ფლობას შეუზღუდავს

0
775
BILETEBI.GE-ს ოფიციალური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში აქტიურად ახორციელებს ქართული ონლაინ ბიზნესების შესყიდვას, რასაც თან სდევს კონკურენტების ჩამოშორება ყველა მის ხელში არსებული მექანიზმით – იქნება ეს ფინანსური, საინფორმაციო თუ საკრედიტო საშუალებები.

„აღნიშნული პოლიტიკის შედეგად ხდება ჩვენს სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჟანგბადის სრული გადაკეტვა, რადგან საბანკო ზეწოლით ბანკი ახერხებს გააფორმოს ექსკლუზიური კონტრაქტები სხვადასხვა სერვისის მომწოდებელთან, რაც კრიტიკულია ჩვენნაირი ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ ონლაინ ბიზნესის ფუნქციაა დააკავშიროს მომხმარებელი სერვისის მომწოდებელთან.

თუ ასე გაგრძელდა, ბაზარზე დარჩება ერთი და უკონკურენტო მოთამაშე, რაც დააზიანებს ყველას.

ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა და პირველ რიგში საკანონმდებლო და ანტიმონოპოლიურ ორგანოებთან, რათა მოხდეს ამ კანონის ისეთი სახით მომზადება, რითიც ის დაიცავს ბიზნესის ამ სფეროს კონკურენტული გარემოს ჩამოშლისაგან“, — განმარტავენ BILETEBI.GE-ში.

SHARE