მინსკი და ასტანა კითხვის ქვეშ აყენებენ ОДКБ-ს შემდგომ არსებობას

0
3077

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გაზაფხულის სამიტამდე ბელორუსის და ყაზახეთის გარდა რუსეთსაც მოუწევს ცალსახად გამოსთქვას თავისი აზრი ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივნად სომხეთის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.

კოლექტიური უსაფრთხოების სესიაზე, რომელიც 26 დეკემბერს პეტერბურგში შედგა კვლავ გადადებული იქნა საკითხი ორგანიზაციის გენერალური მდივნის დანიშვნის თაობაზე. მოქმედა გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ განაცხადა, რომ საკითხი განხილულ იქნება ორგანიზაციის შემდეგ სესიაზე აპრილში. “მოვილაპარაკეთ, რომ აპრილში ჩატარდება ორგანიზაციის შემდეგი სესია, სადაც იქნება განხილული გენერალური მდივნის არჩევის საკითხი. ამჯერად კი ეს ვერ მოხერხდა რადგანაც არ იყო ქორუმი. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი წევრი ქვეყნის დელეგაცია არ ესწრებოდა სამიტს” – განმარტა ბორდიუჟამ.

პეტერბურგის შეხვედრას იგნორირება გაუკეთა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ. “ბატკას” არ ყოფნას პეტერბურგში კომენტარი გაუკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა – “ბელორუსიის პრეზიდენტი ვერ მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ შეხვედრაში. ვფიქრობ, რომ არაკორექტული იქნებოდა ჩვენი მხრიდან გველაპარაკა ამის მიზეზებზე ვფიქრობ ამის შესახებ კომენტარი ბელორუსიის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა უნდა გააკეთოს”. მაგრამ ბელორუსიის პრეზიდენტის საიტზე ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი უსაფრთხოების კავშირისა და ევრაზიული უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის ბოიკოტის მიზეზების შესახებ. ამის მაგივრად, განცხადებულია ლუკაშენკოს ილხან ალიევისადმი მილოცვის შესახებ: “დიდად ვაფასებ ჩვენს შორის დალაგებულ სანდო მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩემი ამასწინანდელი ვიზიტის დროს, თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში” – ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკო გამოთქვამს იმედს, რომ ორმხრივი ძალისხმევა ბელორუსულ-აზერბაიჯანულ თანამშრომლობას აიყვანს ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე და მოიტანს საგრძნობ შედეგებს ძმური ბელორუსი და აზერბაიჯანელი ხალხების საკეთილდღეოდ.

როგორც ჩანს “შედეგებმა მოძმე ხალხების ინტერესებში” არ დააყოვნა და ნიკოლაი ბორდიუჟას, რომელიც პოსტს 2003 წლიდან იკავებს შეცვლის სომხეთის წარმომადგენელი. ბელორუსიის პრეზიდენტი არც თუ ისე დიდი ხნის წინათ იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სადაც იგი დაჯილდოებულ იქნა აზერბაიჯანის უმაღლესი ჯილდოთი “ჰეიდარ ალიევის” ორდენით. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ამ უმაღლეს ჯილდოს იგი გამოიმუშავებს საქმით. ბაქოში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსი და აზერბაიჯანი გამოდიან მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებისათვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმების შესაბამისად. პირველყოვლისა სახელმწიფო საზღვრების დაურღვევლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებიდან გამომდინარე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების გენერალური მდივნის არჩევის საკითხი მეორედ გადაიდო. პირველად – ოქტომბერში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სამიტზე ერევანში – აზერბაიჯანის მეორე მოძმე ყაზახეთის წარმომადგენლობის არ დასწრების გამო. ნაზარბაევი ერევანში ავადმყოფბის მიზეზით არ ჩავიდა. ყოველ შემთხვევაში ყაზახსტანის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა ასე ახსნა პრეზიდენტის არ ყოფნა აღნიშნულ სამიტზე.

სომეხი პოლიტოლოგების აზრით მინსკისა და ასტანის დემარში სომხეთის წარმომადგენლის ამ პოსტზე დამტკიცების თაობაზე უპირველესად განპირობებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკმაყოფილებით ამ პოსტზე სომეხი გენერლის შესაძლო დანიშვნის გამო. ნათელია, რომ ლუკაშენკოს და ნაზარბაევს არ შეუძლიათ მუდმივად გააცდინონ სამიტები და ბოლოს და ბოლოს მოუწევთ ნათლად გამოთქვან თავიანთი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში კი ერევნის წევრობა ორგანიზაციაში დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სომხეთის პრესა ნაზარბაევის ”ავადმყოფობის” შემდეგ არაერთგზის აღნიშნავდა, რომ ერევანს არ უნდა ჰქონდეს ასტანისა და მინსკის იმედი, როგორც პარტნიორებისა, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაში ასევე ევროაზიუირ კავშირში.

ერევნისათვის როგორც ერთი ისე მეორე ორგანიზაცია წარმოადგენს მოსკოვთან ურთიერთობის თავისებურ ფორმატს და ორივე გაერთიანების წევრობას მხოლოდ და მხოლოდ რუსული ფაქტორი განსაზღვრავს. ამასთანავე ის, რომ რუსეთს არ აქვს სურვილი მინიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს პარტნიორს რეგიონში არასასიამოვნო განწყობას იწვევს.

გაზაფხულის სამიტამდე, ბელორუსიისა და ყაზახეთის გარდა რუსთესაც მოუწევს მკაფიდ გამოთქვას თავისი აზრი, ორგანიზაციის გენ-მდივნად სომხეთის წარმომადგენლის დანიშნვნის თაობაზე. თუკი ეს ასე არ მოხდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეგვიძლია გადავხაზოთ. რადგან აზერბაიჯანს შეუძლია (რომელიც არაა ორგანიზაციის წევრი) მეტი გავლენა იქონიოს სამხედრო კავშირის ხელმძღვანელის არჩევნებზე, ვიდრე ზოგიერთ მის წევრს.

 

SHARE