უსარგებლო სერვისები და პროდუქტები რომელთაც მილიარდობით დოლარი მოაქვთ

0
2523

მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გომეოპათია არ მუშაობს. ამჯერად მათ მკურნალობის 176 შემთხვევაზე ჩაატარეს ანალიზი და დაადგინეს, რომ თითოეულ შემთხვევაში პლაცებოს ეფექტს ჰქონდა ადგილი. ამის მიუხედავად გომეოპათიის ინდუსტრია ყვავდება. 2015 წელს გომეოპათიური საშუალებების გაყიდვებს 115 მილიარდი დოლარისთვის უნდა მიეღწია. ეს მრავალმილიარდიანი ინდუსტრიის ერთადერთი მაგალითი არაა, რომელიც დაუსაბუთებელი ეფექტის მქონე პროდუქტის წარმოებას ეწევა. მოგითხრობთ, თუ კიდევ რომელ სფეროებში იზრდება გაყიდვები, მეცნიერთა სკეპტიციზმის მიუხედავად.

წამალი

“იმ პრეპარატების რაოდენობის 90% -ის ეფექტურობა, რომელიც დღეს დღეობით ჩვენს პლანეტაზე იყიდება, თანამედროვე სტანდარტებით დადასტურებული არ არის, მათი 70% საერთოდ არ ფლობს რაიმე ღირებულ ეფექტს”, ირწმუნება სვეჩენოვის სახელობის, მოსკოვის მედიცინის აკადემიის პროფესორ-აკადემიკოსი პაველ ვორობიოვი. სრულიად უსარგებლო წამლების რაოდენობა მსოფლიო ბაზარზე მან 30% -ით შეაფასა. მაგრამ იმ წამლების გაყიდვა, რომელთა ეფექტურობაც ეჭვს იწვევს, არ წყდება.

მაგალითად, პოპულარული პრეპარატი “ესენციალე” ღვიძლის დაავადებების  პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, 2015 წლის გაყიდვების ლიდერად იქცა, ამასთან “რამნ”-ის ფორმულარულმა კომიტეტმა მისი ეფექტურობა დაუდასტურებლად ცნო. ალკოჰოლიზმის შემთხვევაში ისინი საერთოდ უსარგებლონი არიან. კიდევ, 2003 წელს კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეფექტი ესენციალური ფოსფოლიპიდების ძირითადი მოქმედი ნივთიერების მიღებისა, პლაცებოს ტოლია. საეჭვო წამლად ითვლება “არბიდროლიც” მის რეგისტრაციაზე უარი თქვეს ამერიკის პროდუქტებისა და წამლების ხარისიანობის მართვის ცენტრში. ვორობიოვი ირწმუნება, რომ მისი ეფექტურობის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს. ამის მიუხედავად “არბიდროლს” პოპულარობის მეორე ადგილი აქვს დაკავებული ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებს შორის (2015 წელს “არბიდროლის” გაყიდვები 22% ით დაეცა, თუმცა მწარმოებელი “ორისიფარმი” ამას რესპირატორული ვირუსების სეზონის არ არსებობით და გაზრდილი კონკურენციით ხსნის).

ექიმები და რაც მთავარია მომხმარებლები ეჩვევიან კონკრეტულ პროდუქტებს, მითუმეტეს თუ მათი რეკლამირება გრძელდება. ფარმაცევტული კომპანიები ხარჯავენ დიდი რაოდენობით ფინანსებს საქონლის წარმოების გასაგრძელებლად, იმ იმედით, რომ დახარჯულს მათი გაყიდვებით აინაზღაურებენ. ფარმაცევტული კომპანიების წაგება, გაყიდვიდან არაეფექტური პრეპარატების ამოღებით გამოწვეული, ასობით მილიარდის ტოლი იქნება.

დიეტები

დიეტებით გამოიმუშავებენ ბევრნი – პირადი კონსულტანტებიდან დაწყებული კომპანიებით დამთავრებული. კომპანია Weight Watchers – ის მოგება 2015 წელს, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს გასახდომი პროდუქტებისა და ხელსაწყოების შერჩევაში, 1.6 მილიარდი დოლარის ტოლი იყო. Weight Watchers – ი ისევე როგორც სხვა ბევრი ბაზარზე მოთამაშენი, გვთავაზობს საკუთარ უნიკალურ პროგრამას. მომხმარებლები ხარჯავენ ფულს ხან ერთ ხან მეორე დიეტაზე, იმ იმედით, რომ სწორედ ეს დაეხმარებათ მათ. ჯერ კიდევ 2007 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ განსხვავება სხვა და სხვა დიეტებს შორის უმნიშვნელოა, თუმცაღა გახდომის ახალ-ახალი რეცეპტები ყოველ წლიურად ჩნდება.

ადამიანები განაგრძობენ ფულისა და დროის ხარჯვას იმ დიეტებზეც კი, რომლებიც უეჭველად არ მუშაობენ. ბრიტანულმა დიეტურმა ასოციაციამ 2011 წელს დუკანის დიეტა ცნო, როგორც აბსოლიტურად არამეცნიერული და არაჯანმრთელი. სპეციალისტების აზრით ის არაბალანსირებულია და შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა და სხვა პრობლემები. მკვლევარები აღიარებენ, რომ მისი საშუალებით შესაძლოა წონის უცებ დაგდება, მაგრამ ვერ ხედავენ დიეტის გაგრძელებითი ეფექტის მტკიცებულებას: ფრანგულმა ჟურნალმა Le Journal des Femmes Sante-მ დაადგინა, რომ დიეტის მიმდევართა უმრავლესობამ წლების განმავლობაში დაიბრუნა დაკარგული წონები.

ორგანული პროდუქტები

წარწერები “პესტიციდების გარეშე”, “ხელოვნური დანამატების გარეშე” და მსგავსი – შესანიშნავი მარკეტინგული სვლაა. 2015 წელს ორგანული საკვების ბაზარმა 72 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო შემდეგი 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად მის 16% -ან ზრდას ვარაუდობენ. თუმცაღა იმის მტკიცებულება, რომ ორგანული საკვები კარგია ჯანმრთელობისთვის ჯერ არ არსებობს. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ განხრით დაახლოებით 200-მდე კვლევა ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვინც ორგანული საკვებით იკვებება დიდად არ განსხვავდება მათგან ვინც ჩვეულებვრივ საკვებს მიირთმევს.

ამის მიუხედავად ნატურალურის თაყვანისმცემელთა არმია არ მცირდება. ისინი ირწმუნებიან, რომ ორგანული საკვები ჩვეულებრივზე გემრიელია. თუმცა ბრიტანელმა მკვლევარებმა Abertay University-დან ეს რწმუნება უარყვეს. მათ ადამიანებს შესთავაზეს გაესინჯათ იდენტური პროდუქტები, ისე, რომ მათი ნაწილი ორგანულად გაასაღეს. მონაწილეებმა აღიარეს, რომ ორგანული პროდუქტები მათ უფრო გემრიელი ეჩვენათ. კვლევის ავტორმა დოქტორმა ბოიკა ბრატანოვამ რეზიუმეში თქვა, რომ ეს შესანიშნავი სიახლეა ორგანული პროდუქტის მწარმოებელთათვის, მოდა რომელიც იზრდება მეცნიერული კვლევების მიუხედავად.

აკუპუნქტურა

აკუპუნქტურული მასაჟი (ნემსის ჩხვლეტა) რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად ალტერნატიული მედიცინისა. ამასთან ახალი კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ პროცედურის არაეფექტურობას, ყოველწლიურად ჩნდება. ამ დარგში,  კლინიკებისა და კერძო სპეციალისტების შემოსავლის შეფასება რთულია, თუმცა წელიწადში ის მილიონობით დოლარის ტოლია (ალტერნატიული მედიცინის მსოფლიო ბაზარი 30 მილიარდ დოლარს აჭარბებს). ტრენდის ცვლილება არ არის მოსალოდნელი – წიგნებიც კი არსებობს, იმის შესახებ თუ, როგორ გამოვიმუშავოთ ნემსის ჩხვლეტით.

მზისდამცავი საშუალებები

ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ Environmental Working Group (EWG) – მა ჩაატარა კვლელვა ამერიკულ მზისდამცავ საშუალებებზე და დაადგინა, რომ მათი 80%-ი არაეფექტურია და უფრო მეტიც, მავნებელია.

“პროდუქტების დიდი რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს საკმარის დაცვას UVA – სხივებისაგან, ზოგიერთი მათგანი შეიცავს საშიშ ქიმიკატებს, ისეთებს როგორებიცაა ოკსიბენზონი და რეტინილ პალმიტატი” – ამბობს EWG – ს ძველი თანამშრომელი, დეივ ენდიუსი. ექსპეტრი ხაზს უსვამს, რომ ოქსიბენზონმა შესაძლოა დააზიანოს ჰორმონალური სისტემა, ხოლო რეტინილ პალმიტატმა გამოიწვიოს სხეულის სხვადასხვა დაზიანება, კიბოც კი.

შავ სიაში მოხვდნენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Banana Boat, Coppertone, CVS, Neutrogena. თუმცაღა მათ მწარმოებლებს ნაკლებად ემუქრებათ გაყიდვების დაცემა, ყველა მათგანი ადრე უკვე მოხვედრილა ამ სიაში, თუმცა ამ დრომდე ბაზრის ლიდერებად რჩებიან, როგორც ამერიკაში ისე მთელს მსოფლიოში. EWG – ში თვლიან, რომ საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების კონტროლირების სტანდარტები ძალიან დაბალია, ამის გამო არაეფექტური პროდუქტები ხვდებიან ბაზარზე. თუმცა ხომ მომხმარებლები, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, არ უსმენენ ალტერნატიული კვლევების რეზულტატებს და მაღაზიებსა თუ აფთიაქებში შეჩვეულ, მაგრამ უსარგებლო პროდუქტებს ყიდულობენ.

 

SHARE