ქრონიკული სტრესის მიზეზები ქართული რეალობიდან გამომდინარე

0
2642

სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში რთულია იპოვო ადამიანი, ვინც არ განიცდის სტრესს, არ ჰქონდეს დეპრესიის, აპათიის, ქრონიკული დაღლილობის ან ცხოვრებისადმი ზოგადი ინტერესის დაკარგვის ნიშნები. ადრე ეს სიმპტომები იმ ადამიანებში გვხვდებოდა, ვისი სამუშაოც სტრეს-ფაქტორებთან იყო დაკავშირებული, მაგალითად, ექიმები, მაშველები, პოლიციელები, სამხედროები და სხვა. ახლა კი ამ მოვლენამ სამწუხაროდ ფართო გავრცელება ჰპოვა. მიზეზი მრავალია. შევეცადოთ მათში გარკვევა და გამოსავლის პოვნა. ყოველი ეს პრობლემა პხშირად გამოწვეულია გარემო ფაქტორებიდან ანუ ფსიქოლოგიური პრობლემების წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო – სამუშაო პირობები, ოჯახური მდგომარეობა, ცხოვრების დონე, სამეგობრო წრე და ა.შ.

1. ფაქტია, რომ დღეს ჩვენზე მოქმედებს დიდი რაოდენობით გამოსხივება (სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა და გაჯეტები, ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვა), რაც პირველ რიგში უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე და მთლიანად ორგანიზმზე. ეს კი თავისთავად ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. აქ ერთადერთი გამოსავალია, თავად ვაკონტროლოთ საკუთარი თავი ანუ ის დრო, რასაც კომპიუტერთან და სხვადასხვა გაჯეტებთან ვატარებთ.

2. ჩვენს ირგვლივ, მნიშვნელოვნად დაბინძურებული ატმოსფერო. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ჰაერი კატასტროფულად დაბინძურებულია. როდესაც ჟანგბადი სულ უფრო ნაკლებია, ხოლო ტოქსკური ნივთიერებები კი სულ უფრო მეტი, ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ორგანიზმზე, მათ შორის თავის ტვინზე. ეს კი პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე და ზოგად ბუნება-განწყობაზე. ამდენად მეტი სუფთა ჰაერი, მეტი ქალაქგარეთ გასვლა და პიკნიკების მოწყობა.

3. სამსახური. ერთის მხრივ, დიდი კონკურენცია, შიში და შფოთვა სამუშაო ადგილის დაკარგვის და ეკონომიკური მდგომარეობის გამო. მეორეს მხრივ, სხეულის ერთ მდგომარეობაში დიდი ხნით გაჩერება, სტერეოტიპული და მონოტონური მოქმედებები. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ასეთი დაავადებაც კი გაჩნდა “ოფისის თანამშრომლის სინდრომი”. ყოველივე ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენს ფსიქიკაზე და სხვა ორგანოების და სისტემების მუშაობაზე. გამოსავალი – მეტი მოძრაობა, ყოველ 30 წუთში ან მაქსიმუმ ერთ საათში წამოდექით სამუშაო მაგიდიდან, და 5 წუთით უბრალოდ გაიარეთ, გაიხედეთ ფანჯარაში ან სხვა რაიმეზე იფიქრეთ.

4. არასწორი კვება. ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ნათქვამია: «რასაც ჭამ, ის ხარ». მართლაც, ჩვენი თვითშეგრძნება პირდაპირ დამოკიდებულია საკვების მიღებაზე. არაჯანსაღი კვება იწვევს არაჯანსაღ შედეგებს ჩვენს ორგანიზმში, ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამასთან, თანამედროვე ადამიანისათვის, ვინც სამუშაოდ არის გასული დღის ძირითადი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ძნელია სწორი კვების რეჟიმის დაცვა. მაგრამ თუკი გვინდა ფიზიკური და ფსიქიკიური ჯანმრთელობა, აქაც უნდა მოვინდომოთ, თუნდაც ის მაინც მოვახერხოთ, რომ მცირეოდენი სახლის პირობებში გამზადებული საჭმელი თან ვატაროთ პატარა ზომის კონტეინერებში.

5. სტერეოტიპები «იდეალური ცხოვრების» შესახებ. ანუ ჩვენი მოლოდინების ობიექტურ რეალობასთან შეუსაბამობა. როდესაც ველით ერთს, ხოლო ვიღებთ სულ სხვას, ჩვენი ტვინი ამას აღიქვამს როგორც ფიასკოს, წარუმატებლობას. დიახ ცხოვრებაში ასე ხდება, ჩვენ წარმოვიდგენთ და ვგეგმავთ ჩვენს მომავალს. აუცილებლად გვეჩვენება ის ნათელ ფერებში და იდეალური, თუმცა რეალობა ყოველთვის სხვა არის და ეს ბუნებრივია. აი ჩვენი წარმოსახვები და მოლოდინები კი, ხშირად არარეალური. გარკვეულ ასაკში, ადამიანისათვის იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ფიქრობდა და გეგმავდა, იწვევს დეპრესიას და ნევროზს. ადამიანი მიდრეკილია დიდ ხანს იფიქროს იმაზე თუ რას ვერ მიაღწია, იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს სინამდვილეში რას მიაღწია და რა გააჩნია უკვე. ამ დროს ვერ ახდენილზე ფიქრის მაგივრად, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ კონკრეტულ მოქმედებებზე და ნაბიჯებზე, რომლის გადადგმასაც მომავალში ვაპირებთ.

6. ვირტუალური რეალობა. ეს მომენტიც ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. ანუ რასაც ვუყურებთ ფეისბუქზე, სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტ გვერდებზე, სხვადასხვა პუბლიკაციები, სიახლეები, რაც ასახავენ სხვების “იდეალურ” ცხოვრებას, და რაც სხვების ცხოვრებაზე არასწორ შთაბეჭდილებას გვიქმნის. ვინაიდან ადამიანები მიდრეკილნი არიან შეადარონ თავიანთი ცხოვრება სხვების მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებს. ამასთან ადამიანები ყოველთვის აქვეყნებენ თავიანთ შესახებ “ცოტაოდენ გაზვიადებულ” ფოტოებს თუ შეტყობინებებს. ამდენად ამ შედარების დროა თქვენ ყოველთვის წაგებული გამოხვალთ. გამოსავალი – არ მიაქციოთ ყურადღება სხვებს, მოახდინეთ კონცენტრირება საკუთარ ცხოვრებაზე და პოზიტიურ მომენტებზე.

7. და ბოლოს ჩვენი ცხოვრების არც თუ ხანგრძლივობის და თავიდან განუმეორებლობის ბოლომდე გაუთვითცნობიერება. ადამიანის ალბათ უმთავრესი შეცდომა ის არის, რომ ის ცხოვრებით მაქსიმალურად დატკბობის ნაცვლად საყოფაცხოვრებო წვრილმანებსა და დეტალებზე ჩაციკვლას ახდენს. მოვიყვან მსახიობი ალისა ფრეინდლიჰის სიტყვებს:”ჩემი ცხოვრების მთავარი შეცდომა ის იყო, რომ: ცხოვრების სამი მეოთხედი ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კიდე წინ იყო”. დიახ, ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს არა ხვალ ან მით უმეტეს გუშინ, არამედ აქ და ახლა. ამდენად, დატკბით დღევანდელობით და ნუ გადადებთ სურვილებს, რისი ასრულებაც დღეს შეგიძლიათ, მომავლისათვის. გაუფრთხილდით დროს! ის თქვენი ყველაზე დიდი ფასეულობაა. თქვენ სხვა ცხოვრება არ გექნებათ.