მსოფლიოს ყველაზე იაფი ქალაქები

0
2826

ტუნისი 2017 წელს საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქალაქების ჩამონათვალთა სიის სათავეში მოხვდა. ეს რეიტინგი გერმანული კომპანია Movinga-ს ექსპერტებმა შეადგინეს. კომპანია სატვირთო ტაქსის მომსახურების სფეროში მოღვაწეობს.

ფირმის სპეციალისტებმა ახალ ადგილზე ცხოვრების პირველი თვის ღირებულება დაითვალეს, კერძოდ, ბინის დაქირავების, ტელეკომუნიკაციის, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები. ტუნისში ეს ყველაფერი დაახლოებით 398 დოლარი ჯდება.

მეორე ადგილზე ქალაქი ბანგალორია, რომელიც სამხრეთ ინდოეთში მდებარებს, აქ ცხოვრებისთვის საშუალოდ 422 დოლარი დაგეხარჯებათ.

მესამე ადგილს კაირო იკავებს 532 დოლარით.

მეოთხე ადგილი ბუქარესტმა დაიკავა, სადაც პირველი ერთი თვე ცხოვრებისთვის 583 დოლარია საჭირო. მეხუთე ადგილზეა მედელინი (კოლუმბია). იქ გადასვლა 603,6 დოლარი დაგიჯდებათ.

რეიტინგის ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ სოფია (ბულგარეთი), კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა, ლაგოსი (ნიგერია), რიგა და ბუდაპეშტი.

რეიტინგში სულ 75 დასახლებული პუნქტი შედიოდა. ბოლო ადგილი ანგოლას დედაქალაქმა ლუანდამ დაიკავა. პირველი თვის განმავლობაში, ამ ქალაქში ცხოვრებისთვის დაახლოებით 3.3 ათასი დოლარი დაგეხარჯებათ.

2016 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პეტერბურგი ტურისტთათვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქთა რეიტინგის ათეულში მოხვდა.

 

SHARE