10 ციტატა ჰანს კრისტიან ანდერსენის წიგნებიდან

0
70
 «ცრემლები — აი ყველაზე ძვირფასი ჯილდო მომღერლის გულისთვის».
«მახინჯი იხვის ჭუკი», «მეფის ახალი ტანისამოსი», «ნამცეცა», «პრინცესა მუხუდოს მარცვლებზე», «ყინულის დედოფალი» — ამ განსაცვიფრებელი ზღაპრების გარეშე ჩვენი ბავშვობა წარმოუდგენელი იქნებოდა. ჰანს კრისტიან ანდერსენი წერდა ასევე რომანებს და პიესებს,  თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში ის შევიდა, როგორც შესანიშნავი მეზღაპრე.

Prime Georgia-მ შეარჩია ათი ციტატა მისი ნაწარმოებებიდან (არამხოლოდ ზღაპრებიდან):

პაწაწინა ნამსხვრევი მოხვდა კაის პირდაპირ გულში. ახლა ის უნდა გადაქცეულიყო ყინულად. ტკივილმა გადაიარა, ნამსხვრევი კი დარჩა.                                           «ყინულის დედოფალი»                                       

ადამიანმა შესაძლოა დაივიწყოს სუფთა წყალი, რომელიც მას წყურვილის მოსაკლავად მისცენ, მაგრამ ბინძურ და მწარე წყალს არასოდეს დაივიწყებს.                                   «მხოლოდ მევიოლინე»

 არ იფიქრო, რომ დაეცემი და არ დაეცემი არასოდეს.              

«ყინულის დედოფალი»

გინდა დაკარგო მეგობარი – აიღე მისგან ვალი.                                                       «მხოლოდ მევიოლინე»                               

ყოველივე ძველი რაიმე ახლად იქცევა.                                                                      «ძველი ქუჩის ლამპიონი»

სიყვარული — სიცოცხლის საწყისია.                                                                       «ჭაობის მეფის ქალიშვილი»

მეფე კი შიშველია!                                                                                               «მეფის ახალი ტანისამოსი»

ცრემლები — აი ყველაზე ძვირფასი ჯილდო მომღერლის გულისთვის.                      «ბულბული»

ხალხი იშვიათად განიცდის ცრემლებამდე ახლობლის ტანჯვას, თუ ის არ ეხება მათი გულისათვის მსგავს სიმებს. ჩვენ ყველანი ეგოისტები ვართ, უდიდეს ტანჯვასა და მწუხარებაშიც კი.                                                                                    «იმპროვიზატორი»

ჩვენს გულში, ყველას გულში, შენსაშიც და ჩემსაშიც, ჩამალულია ყველა ცოდვის  და ყველა სიკეთის საწყისი. ისინი თავდაპირველად მოთავსებული არიან პატარა, უხილავ მარცვლებად; უეცრად გულში შემოდის მზის სხივი ან მას ეხება ბოროტი ხელი, და შენ გადაუხვევ მარჯვნივ ან მარცხნივ — დიახ, აი ეს გადახვევა წყვეტს ყველაფერს: პატარა მარცვალი შეინძრევა, იზრდება, იდგამს ფესვებს, და მისი წვენი შენს სისხლს ერევა, აი მაშინ უკვე საქმე გაკეთებულია.          
«ანნე ლისბეტი»