8 გასაოცარი ისტორია აინშტაინის ბავშბობაზე

0
7450

არსებობს ისტორია პატარა საუბრის შესახებ, რომელიც საჯარო ღონისძიებაზე ორ ლეგენდას – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინსა და ალბერტ აინშტაინს შორის გაიმართა. ის დაახლოებით ამ სახის იყო:

აინშტაინი: რაც მე ყველაზე მეტად მიზიდავს თქვენს ხელოვნებაში, თქვენი უნივერსალურობაა. თქვენ არ ამბობთ სიტყვას, თუმცა თქვენი მთელს მსოფლიოს ესმის.

ჩაპლინი: მართალია, მაგრამ თქვენი დიდება კიდევ უფრო მეტია! მთელი მსოფლიო პატივს გქცემთ, თუმცა მათ თქვენი სიტყვის საერთოდ არ ესმით.

მართალია, რომ ჩვენ ყველას არ გვესმის აინშტაინის ოსტატური თეორიები, მაგრამ ყველას გვესმის თეორიული ფიზიკის აღქმის იმ პარადიგმული ცვლილების, კვლევებისა და სწავლის, რომელსაც ამ გერმანელ გენიოსს უნდა ვუმადლოდეთ. კაცს, რომელმაც წარმოგვიდგინა ფარდობითობის თეორია, ფოტონის არსებობა, აწარმოა გზის გამკვალავი სამუშაოები ელექტრომაგნეტიზმისა და გრავიტაციის განხრით, შექმნა მცოცავი ბურთი მეცნიერთათვის, რომელსაც ისინი სამუდამოდ გაჰყვებიან, საკმაოდ მხიარული ბავშვობა ჰქონდა. დღეს მის დაბადების დღეზე მოდით გადავხედოთ, როგორ იზრდებოდა აინშტაინი.

  1. თავდაპირველად დიდად მოლაპარაკე არ გახლდათ

დაიბადა 1878 წლის 14 მარტს გერმანიაში, ქალაქ ულმში. პატარა აინშტაინმა ენა ისე ადრეულად ვერ აითვისა, როგორც ბავშვები ჩვეულებვრივ ახერხებენ. 4 წლამდე აინშტაინს ლაპარაკი ძალიან უჭირდა.

თუმცაღა, არსებობს ჭორები, რომ აინშტაინმა სრულყოფილი წინადადებებით ლაპარაკი 2 წლისამ დაიწყო. როდესაც მან პირველად დაინახა თავისი და მაჯა 1881 წელს, გახარებულმა პატარა აინშტაინმა წაიყვანა იგი სათამაშოსთან და კითხა: “კი მაგრამ, სად აქვს მას თავისი პატარა ბორბლები?”

  1. ის პატარა საზრიანი ბიჭუნა იყო

ყოველთვის რაღაც უცნაურს აქვს ადგილი იმ ბავშვებთან, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობენ. აინშტაინმა ბუნების მიმართ ინტერესი სიცოცხლის მეტად ადრეულ წლებში გამოიჩინა, აკვირდებოდა მის უხილავ ძალებს, ხშირად კომპასის ისრის მოძრაობით, რომელიც აჯადოვებდა მის ახალგაზრდა გონებას 5 წლის ასაკში.

ეს იყო დასაწყისი ბუნების მისტიური გზების აღმოჩენისა, რომელმაც თავის დროზე სამეცნიერო გარღვევებიც მოიცვა კვანტურ ფიზიკაში.

  1. აინშტაინს პრობლემები ჰქონდა ხელმძღვანელობასთან

თუ რამე საერთოა უდიდეს ადამიანებს შორის, ეს ის ფაქტია, რომ საზოგადოებას ყოველთვის უჭირდა გაეგო მათი დიდება, პატარა, დახურულ გალიაში მოქცეული გონების გამო. ასეთივე იყო პატარა აინშტაინის შემთხვევაც, რომლის გამჭრიახმა გონებამ და მარჯვე პროტესტმა მის მასწავლებლებს არასწორი გზისკენ უბიძგა.

მისი აშკარა დაუმორჩილებლობით შეწუხებულმა მეშვიდე კლასის მასწავლებელმა ერთხელ თქვა, რომ ის ვერასდროს მიაღწევდა რაიმე ფასეულს თავის ცხოვრებაში – მსუბუქად მცდარი პროგნოზირება მასწავლებლის მხრიდან.

 

  1. მას ყოველთვის ჰქონდა მუსიკა

აინშტაინის სიყვარული მისი ვიოლინოსადმი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაიწყო. ლინა – აი რას ეძახდა ის თავის ვიოლინოს. თუმცაღა, როგორც უდიდესი სიყვარულის ისტორიების უმეტესობა, ესეც რთულად დაიწყო. ბიჭუნას დიდად არ უყვარდა ვიოლინოს გაკვეთილები და ერთ მშვენიერ დღეს რუტინით შეწუხებულმა, მასწავლებელს სკამი ესროლა, რომელიც სახლიდან ტირილით წავიდა.

შემდეგ, აინშტაინის სმენას 12 წლის ასაკში წარმოუდგა მოცარტის სონატა და აი აქ დაიწყო მუსიკის სიყვარული, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდა.

  1. მისი მცდელბა დაემთავრებინა სკოლა რაც შეიძლებოდა სწრაფად

ახალგაზრდა მეამბოხე ვერ იტანდა სკოლას და სურდა რაც შეიძლებოდა მალე მოშორებოდა მას. თუმცაღა, ამასთან აინშტაინს უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მას უმაღლესში მოხვედრის შანსები არ დანგრეოდა. შესაბამისად, 1895 წელს, 16 წლის აინშტაინმა გადაწყვიტა გამოეცადა საკუთარი თავი, გადაახტა იმ ნაწილს, რომელსაც ზედმეტად თვლიდა და განაცხადი შეიტანა კარგი რეპუტაციის მქონე შვედეთის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. თუმცა ეს მცდელობა კრახით დასრულდა –  ის ჩაიჭრა.

  1. მისი რელიგიური რწმენა

აინშტაინს იუდაიზმის ღრმად ფესვგადგმული რწმენა ჰქონდა 11 წლის ასაკში. ის იცავდა კოსერს, ებრაელთა კვების რელიგიურ წესებს, კითხულობდა ბიბლიას და ჰიმნებსაც კი მღეროდა სკოლის გზაზე. თუმცა  მისი რელიგიური მიდრეკილებები ხანმოკლე აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც მისი ბარ-მიცვას დრო დადგა, აინშტაინს უკვე დაკარგული ჰქონდა რელიგიისადმი ინტერესი.

13 წლის ასაკში აინშტანი განაწყენებული იყო რელიგიებითა და მათთან დაკავშირებული დოგმებით.

  1. როგორ აღმოჩნდა აინშტაინი იტალიაში

1893 წელი იყო, ალბერტის ოჯახსი საცხოვრებლად პავიაში, იტალიაში გადადიოდა და მას მუნიხში ტოვებდა სწავლის დასასრულებლად. ალბერტს ძალიან უნდოდა პავიაში და სპორტულ დარბაზში 6 თვიანი მუშაობის შემდეგ მან, როგორც იქნა შეძლო იტალიაში წასვლა.

ალბერტმა მოახერხა დაერწმუნებინა ექიმი, დაეწერა დანიშნულება, რომლის მეშვეობითაც ხელმძღვანელობა წასვლის ნებას დართავდა. როგორვ ჩანს ახალგაზრდა ეშმაკ გენიოსს “ნერვოსთენიური გამოფიტვა აწუხებდა”.

  1. მისი პირველი ფურცელი

1894 წელი იყო აინშტაინის პირველი ნაშრომის წელი – “მაგნიტურ ველში ეთერის შემადგენლობის შესწავლა”. 15 – ში ალბერტმა ეს ფურცელი გაუგზავნა თავის ბიძას, ცეზარ კოჩს ექსპერტის დასკვნისთვის და მას თან მიაყოლა წერილიც, რომელიც ასე იკითხება:

“თუ შენ ამ ყველაფრის წაკითხვას არ აპირებ, არ მეწყინება; მაგრამ შენ მასში უნდა ამოიცნო ჩემი მორიდებული მცდელობა ცუდი მწერლობის დაძლევისა, რომელიც ჩემი საყვარელი მშობლებისგან მემკვიდრეობით მერგო”.

 

SHARE