10 რამ, რაც თქვენს დაბერებას იწვევს

0
3580

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს სხეულში მცირდება ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რაც გავლენას ახდენს კანსა და გარეგნობაზე. სრულიად შეაჩეროთ ეს პროცესი, სამწუხაროდ შეუძლებელია, თუმცა უარი თქვათ რაღაცებზე, რომლებიც ფიტავენ ჰორმონების მარაგებს, შესაძლებელია. გთავაზობთ დაიწყოთ ამ სიიდან, 10 ჩვევა, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს დაბერებას.

არასწორი კვება

თუ თქვენი ყოველდღიური რაციონი უცვლევად შეიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა მცენარეული ზეთი, მარგარინი, წითელი ხორცი, თეთრი პური, ტკბილეული, გადამუშავებული კვების პროდუქტები, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება თქვენს კანზე. საქმე იმაშია, რომ ამ პროდუქტებს შეუძლიათ ორგანიზმში გამოიწვიონ ანთება, ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაადრევი დაბერება, აქცენტი გააკეთეთ პროდუქტებზე, რომლებიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებითა და ალფა-ლინოლიევის მჟავით (ALA), ისეთებით როგორიცაა სელის მარცვლები, სელის ზეთი, ავოკადო, ზეითუნისა და ზეთისხილის ზეთი. ეს პროდუქტები თქვენს კანს დაეხმარებიან შეინარჩუნონ სირბილე და მოქნილობა, უნაკლო გარეგანი ფორმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

აუცილებელია მიირთვათ ხილი და ბოსტნეული. ახალი ხილი უხვად შეიცავს თუთიას, სელენს, ვიტამინ C და ბეტა-კაროტინს, რაც ძირითად როლს თამაშობს ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავების პროცესისას და ასევე ხელს უწყობს კანის დაცვას თავისუფალი რადიკალებისაგან. სირბილის დროს წახემსებისთვის საუკეთესო ვარიანტია წითელი წიწაკა და სტაფილო. უბრალოდ დაჭერით ნაჭრებად და თან წაიღეთ. თუ თქვენ არ მოგწონთ სტაფილო და წიწაკა, შეცვალეთ ის, მაგალითად ბროკოლით, რომლის ერთი ჭიქაც 100% C ვიტამინის რეკომენდირებულ დღიურ ნორმას შეიცავს.

და ბოლოს, დარწმუნდით, რომ ცილების საკმარის რაოდენობას იღებთ. ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ ცილების ნაკლებობამ ორგანიზმში შეიძლება გამოწვიოს ნაოჭები და ბზარები კანზე. იდეალურ შემთხვევაში, მიიღეთ ცილების მცირე რაოდენობა ყოველი ჭამისას, ეს შეიძლება იყოს კვერცხი, მჭლე ხორცი, ქათმის ხორცი, ლობიო და ასე შემდეგ.

ზრდის ჰორმონის დაკარგვა

ადამიანის ჰორმონი ჰიპოფიზში გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს. ეს ჰორმონი ორგანიზმში მომხდარ ბევრ პროცესზეა პასუხისმგებელი, მათ შორის კოლაგენის გამომუშავებაზე, კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად და კუნთების სწორი სტრუქტურისთვის. ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის გამომუშავება მცირდება, რამაც შეიძლება გამოწვიოს გახდომა და კანის დასუსტება. რა თქმა უნდა, დროის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შეაჩეროთ დაბერების პროცესი შესაძლებელი. 2012 წელს ბრენდი SeroVital-ის კვლევების შედეგებმა საშუალება მოგვცა გვევარაუდა, რომ ამინომჟავების ზოგიერთ კომბინაციას შეუძლია ორგანიზმში ზრდის ჰორმონის გამომუშავების სტიმულირება მოახდინოს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კოლაგენის წარმოშობას და კანს დაეხმარება შეინარჩუნოს სიგლუვე დიდი ხნის განმავლობაში.

ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ზრდის ჰორმონის შემცველ დამატებებს, ან იკეთებდნენ ინექციას, აღნიშნავენ, რომ კანი გახდა უფრო ნათელი, გაუუმჯობესდათ სმენა, არიან უფრო ძლიერები და ენერგიულები.

ალკოჰოლი

 

 

 

 

 

 

 

 

 

Huffington Post-ის მონაცემებით, ალკოჰოლი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, ასე რომ რაც უფრო მეტს სვამთ, მით უფრო ხდება თქვენი ორგანიზმის დეჰიდრადაცია, რაც შედეგად უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს კანზე. ამას გარდა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს როზაციას და ამწვავებს აკნეს, რაც ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას, ყველაფერი ეს კი თქვენს დაბერებას იწვევს.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ ხანდახან სიამოვნებისთვის ერთი ჭიქა ღვინის მირთმევაზე. უბრალოდ გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებს სვამთ, მით ნაკლებად დატვირთავთ თქვენს ღვიძლს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი სწრაფად განთავისუფლდება ტოქსინებისა და მინარევებისაგან, რაც დადებით გავლენას მოახდენს თქვენს კანზე.

სტრესი

მუდმივი ღელვა, შფოთვა, ან სტრესი ყველაზე სწრაფად ახდენს გავლენას თქვენს კანზე. კვლევების მონაცემების მიხედვით, სამსახურთად დაკავშირებული სტრესი საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს დნმ-ის უჯრედებისთვისაც კი. სტატიის მიხედვით, რომელიც Huffington Post-მა გამოაქვეყნა, მკვლევარებმა გაზომეს დნმ-ის ნაწილების სიგრძე, ეგრეთ წოდებული ტელომერები და აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც უფრო მეტად დასტრესილნი იყვნენ სამსახურში, ჰქონდათ ყველაზე პატარა ტელომერები, შედეგად, მათ ორგანიზმში უჯრედები ბერდება და კვდება, რაც აჩქარებს დაბერების პროცესს. ამას გარდა, სტრესს შეუძლია დააბეროს თქვენი ტვინი, გაზარდოს არტერიული წნევა და ხელი შეუშალოს ძილს. ეს ყველაფერი ვიზუალურად გამომჟღავნდება ასაკში.

არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ნაკლებად განიცადოთ შფოთვა და წუხილი სამსახურში. მაგალითად, შეზღუდეთ კოფეინის რაოდენობა თქვენს რაციონში, მოერიდეთ დამუშავებულ საკვებს, რომელიც ტვირთავს მომნელებელ სისტემას, ეცადეთ სამუშაო დღის დაწყებამდე დაკავდეთ იოგით, ან მედიტაციით, რათა აიმაღლოთ განწყობა და დაასვენოთ გონება.

უძილობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღესდღეობით, ზრდასრული ადამიანების უმეტესობას სძინავს იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე საშუალოდ რეკომენდირებულია ადამიანისთვის. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, იწვევს წონაში მატებას, იმუნური სისტემის დაქვეითებას, კონცენტრაციის შემცირებას, კანის ფერის შეცვლას და მეხსიერების ხარვეზებს.

ამიტომ, აუცილებლად ეცადეთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში 7-9 საათზე ნაკლები არ გეძინოთ. ამ შემთხვევაში, უმჯობესია, თუ დაიძინებთ ზურგზე დაწოლილები, Allure-ის სტატიის მიხედვით, თუ დიდი ხნის განმავლობაში წევხართ სახის რომელიმე მხარეს, დილით შეიძლება შეამჩნიოთ ახალი ნაოჭები, ან ეგრეთ წოდებული ძილის “ხაზები”, რომელიც სახეს სულაც არ აჩენს დასვენებულად.

მზის აბაზანები

რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს სანაპიროზე ნებივრობა მზის ქვეშ, რუჯი სულაც არ არის კანისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი. სასიამოვნო მზის აბაზანა იწვევს კიბოს განვითარებას, ამას გარდა, UV-სხივები ასუსტებს კანის უჯრედებს და სისხლის მიმოქცევას ძარღვებში, ასუსტებს კანს და ხდის მას უფრო მგრძნობიარეს დაზიანებების მიმართ.

თუ თქვენ გეგმავთ, რომ დიდი დრო გაატაროთ მზეზე, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. ერთი შეხედვით ეს შეიძლება აშკარა გეჩვენოთ, თუმცა ავსტრალიელმა მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ მზისგან დამცავი კრემის რეგულარული, ყოველდღიური გამოყენება დაგეხმარებათ ნაოჭებთან ბრძოლაში, ამცირებს კანის კიბოს რისკს, ხელს უწყობს თქვენი კანის სიგლუვეს და ელასტიურობას.

ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისა დამცავი კრემის გამოყენება SPF 30-ით, წაისვით ის თანაბრად მთელს ტანზე. არ დაგავიწყდეთ, კვლავ გამოიყენოთ კრემი ყოველ ორ საათში, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ბანაობთ, ან მუდმივად იმყოფებით მზეზე.

თუ თქვენ მაინც დაიწვით, მაშინ გამოიყენეთ ვიტამინ C. “კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინი C დაზიანებულ კანზე აფერხებს დამწვრობას და ხელს უწყობს განკურნებას, ამბობს Gerald Imber, მეცნიერებათა დოქტორი, პლასტიკური ქირურგი. თუ თქვენ დაამატებთ ვიტამინ E-ს, ეფექტი უფრო უკეთესი იქნება. თუ ნარევში მელატონინიც შედის, თქვენი კანის დაცვა სრულყოფილი იქნება.”

მოწევა

თქვენ ალბათ იცით, რომ მოწევა იწვევს გულის დაავადებებს, უშვილობას, შარდის ბუშტის კიბოს, სისხლის წნევის აჩქარებას და რა თქმა უნდა ფილტვების კიბოს. ამას გარდა, რეგულარული მოწევა ხელს უწყობს კანის დაავადებების გაჩენას, ისეთების როგორიცაა ფსორიაზი, კანის უჯრედებისათვის ჟანგბადის ნაკლებობა, რაც იწვევს კანის არაჯანსაღი ფერის მიღებას. მოწევა და პასიური მოწევაც, ასევე იწვევს კოლაგენის დაშლას. და ბოლოს, მოწევის დროს მუდმივად მოქმედებაშია პირის გარშემო კუნთები, რაც იწვევს ნაოჭების გაჩენას ამ მიდამოებში.

თვალის ჯანმრთელობის უგულვებელყოფა

“თვალის გარშემო კანი ყველაზე თხელია და აქვს ძალიან ცოტა ცხიმოვანი ჯირყვლები, ამბობს Debra Jaliman, მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოლოგი. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ დაბერების გამოვლინების ნიშნები, აირჩიეთ დღის კრემი თვალისთვის, რომლის შემცველობაშიც არის პეპტიდები, ისინი ასტიმულირებენ კოლაგენის წარმოქმნას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას თვალების გარშემო. ყურადღებით წაიკითხეთ კრემის შემადგენლობა, ხშირად პეპტიდების მაგივრად იყენებენ სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც ქმნიან შეშუპების შემცირების ეფექტს.

უარის თქმა სპორტზე

ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, არა მხოლოდ წონის შენარჩუნებაში, გულისა და ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებაში დაგეხმარებათ, არამედ გავლენას ახდენს კანის გაახალგაზრდავებაზე. აქ მთავარია არ მოგივიდეთ ზედმეტი, ვარჯიში რამდენიმე საათის განმავლობაში თქვენი გულის შესაძლებლობების ზღვარზე, ნამდვილად არ ღირს. ამან მხოლოდ კანის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ მოკლე ინტენსიურ ვარჯიშებს, რომლის დროსაც გამოყოფთ ბევრ ოფლს, რაც ნიშნავს, რომ იშორებთ არასაჭირო ტოქსინებს. ამ შემთხვევაში, თქვენ მალე შეამჩნევთ პოზიტიურ ცვლილებებს.

არასწორი მაკიაჟი

მაკიაჟს შეუძლია დაგეხმაროთ დამალოთ ნაკლოვანებები და პიგმენტური ლაქები, ასევე გაიძულოთ გამოიყურებოდეთ უფრო მოხუცად. მაგალითად, მძიმე ბაზისი და ტონალური კრემები შეიძლება ჩავიდეს თვალისა და პრიის გარშემო ნაოჭებში, გამოკვეთოს წვრილი ხაზები. ამ შემთხვევაში უმჯობესია, რომ უპირატესობა მიანიჭოთ მსუბუქ დამატენიანებელ საშუალებებს, რომლებიც ქმნიან მსუბუქ საფარს და თქვენს კანს ჯანმრთელ ფერს მისცემენ. პრიორიტეტი მიანიჭეთ ბუნებრივ ფერებს, რათა სახეს მიეცეს ახალი და დასვენებული გარეგნობა.

 

SHARE