აუცილებლად გამდიდრდებით! – 19 რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ!

0
2848

ბევრი ოცნებობს, რომ გახდეს მდიდარი ადამიანი, თუმცა ყველას როდი გამოსდის ეს.ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი გამდიდრებაში.

ამერიკელმა მეცნიერებმა საფუძვლიანად შეისწავლეს მდიდარი ადამიანები, ისინი აკვირდებოდნენ 500 მილიონერისა და მილიარდელის ცხოვრებას. თემაზე, თუ როგორ გავხდეთ მდიდრები დაწერილა ბევრი წიგნი, რომლებშიც შეიძლება ამოიკითხოთ შემდეგი 19 ბარიერი, რომელიც შეუშლის ხელს თქვენი კაპიტალის ზრდას.

მკაფიო მიზნის არარსებობა

პირველ რიგში, მიზნის მისაღწევად საჭიროა კონკეტული ამოცანების დასახვა. უნდა შევადგინოთ ფინანსური გეგმა და ინვესტიციების სტრატეგია. თქვენი ფული ეფექტურად უნდა დააბანდოთ და არ გედოთ ლოგინის ქვეშ.

არასაკმარისი ამბიცია

თქვენ უნდა გქონდეთ არა მხოლოდ სურვილი გახდეთ წარმატებული, არამედ, მზად უნდა იყოთ საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლის გასაღებად.

განათლების არასწორად გამოყენება

ფულს გამოიმუშავებს არა ის, ვისაც მეტი განათლება აქვს, არამედ ვისაც შეუძლია ამის გამოყენება. ამისთვის, არ უნდა მოვადუნოთ გონება და მუდმივად უნდა განვვითარდეთ.

დღევანდელ დროს, ბევრ მილიონელ და მილიარდელს, განსაკუთრებით IT სფეროში მოღვაწეთ წიგნის ჭიები შეგვიძლია ვუწოდოთ.

თვითდისციპლინის ნაკლებობა

თუ თქვენს თავზე არ  აიღებთ სუსტი მხარეების გამოსწორებას და პრობლემების მოგვარებას, ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ. მდიდარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულაა, დახარჯოს ნაკლები და დაზოგოს მეტი.

ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჯანმრთელობის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ.

სირბილი, სპორტული დარბაზი, იოგა, ეს ან სხვა აქტივობებით ყოველთვის არის ნებისმიერი მილიონერის დღის რეჟიმში. არასწორი კვება, ცუდი სიზმრები და ნეგატიური განწყობაც კი შეიძლება დამარცხებული იყოს ფიზიკური აქტიურობით.

გაჭიანურება

წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიზარმაცეა. გათიშეთ სოციალური ქსელები, გათიშეთ სერიალები და მრავალჯერ მოსმენილი ალბომები. დაიწყეთ მოქმედება ზუსტად ახლა!

შეუპოვრობის ნაკლებობა

ყველა ჩვენგანს უყვარს, დაიწყოს რაღაც ახალი, თუმცა საქმის დასრულება ბევრს როდის შეუძლია. სამწუხაროდ უმეტესობა პირველივე მარცხისას ნებდება. არ გაჩერდეთ, სანამ არ მიაღწევთ იმას რაც გსურთ!

ნეგატიური განწყობა

ნეგატიური განწყობა წარმატების მთავარი მტერია. ბიზნესის განვითარებისას მრავალ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა და ნუ იფიქრებთ, რომ გარშემომყოფთ ფსიქოთერაპევტის დიპლომი დასჭირდებათ თქვენს ამოსაცნობად. სანამ იქნებით ნეგატიური განწყობით, ადამიანებთან ნორმალურ თანაურთიერთობაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ყოყმანი და გაუბედაობა

ადამიანთა უმეტესობა, რომელთა სიმდიდრე აღემატება ერთ მილიონს, გადაწყვეტილებებს ოპერატიულად იღებენ. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ  თუ დიდი ხანი იფიქრებენ “კი” თქვან თუ “არა”, შესაძლებლობების ყველა ფანჯარა დაიხურება. სჯობს მიიღოთ ცუდი გადაწყვეტილება, ვიდრე არასდროს გაბედოთ.

გარისკვის შიში

ყველა წარმატებული ადამიანი რისკავს. ზედმეტ სიფრთხილე მიგიყვანთ იქამდე, რომ ვერც კი გაიგებთ რა არის იღბალი. მაგალითად, ინვესტირება საფონდო ბირჟაზე ისეთივე რისკია, როგორც კლდიდან გადახტომა.

ცხოვრების არასწორი თანამგზავრი

ცხოვრების თანამგზავრთან სრული ჰარმონიის არარსებობას ფინანსურ კრახამდე მიყავხართ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ ბედნიერ წყვილებს $4000ით მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე უბედურებს.

ნაცნობობა არასაჭირო ადამიანებთან

მნიშვნელოვანია, რომ შენს გარშემო იმყოფებოდნენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მიზნად წარმატების მიღწევას ისახავენ. ეს ეხება როგორც მეგობრებს, ასევე კოლეგებსა და ხელმძღვანელებსაც კი. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ იგი ინსტიქტურად იღებს გარშემო მყოფების ქცევებსა და თვისებებს.

წამოდით სამსახურიდან, რომელსაც ვერ იტანთ

წარმატებას სიძულვილით ვერასდროს მიაღწევთ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სკოლაში გყავდათ ხუთიანი ლიტერატურაში და სამიანი მათემატიკაში, არ სცადოთ გახდეთ ბუღალტერი. თუ სამსახურს მოაქვს მხოლოდ იმედგაცრუება და სტრესი, დროა დაიწყოთ ფიქრი ახლის ძებნაზე. ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა, თუმცა ის შეიძლება თქვენი ფინანსური წარმატების გასაღები აღმოჩნდეს.

მცდელობა, იყოთ ყველაფერში კარგი

უნივერსალური სპეციალისტი, ადამინაი რომელიც ყველაფერს კარგად გააკეთებს, ჩვენს რეალობაში არ არსებობს. უნდა ეცადოთ, რომ კონცენტრირდეთ ერთ საქმეზე. თქვენ ვერასდროს შეძლებთ გახდეთ მილიონერი და ამავდროულად კარგი ვიოლონჩელისტი.

ვნების ნაკლებობა

გულწრფელი ენთუზიაზმი გადამდებია. ენთუზიასტი მარტივად შეძლებს დაიყოლიოს სხვა ადამიანები და ზეწოლის გარეშე გააკეთებინოს ის რაც მას სურს. მაგალითად, დონალდ ტრამპი ძალიან ემოციური ადამიანია. მან შეძლო დაეგროვებინა დიდი ქონება და ახლა აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატია.

ვიწრო აზროვნება

ვიწრო აზროვნება ინოვაციურ იდეებს კლავს, წარმატებული ადამიანები სრულიად სხვანაირად, გლობალურად ფიქრობენ. იმისთვის, რომ გააფართოვოთ თქვენი აზროვნება, უნდა შეიძინოთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და კოლეგა, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ.

კომუნიკაციის ნაკლებობა

ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია პარტნიორებთან, უბრალოდ განწირულნი არიან. ფინანსური წარმატება არ ნიშნავს მხოლოდ კარგ სტრატეგიას, ამისთვის შარმიც არის საჭირო. სოციალური უნარები და აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.

განზრახ ტყუილი

მოკლევადიან, თუ გრძელვადიან პერიოდში, ტყუილს მოაქვს გარკვეული წარმატება, თუმცა ის შეიძლება დაგიბრუნდეთ და ყველაფერი გაგინადგუროთ რაც კი შეგიქმნიათ.

სწრაფად გამდიდრების იმედი

დაივიწყეთ კაზინოსა და ლატარიის შესახებ. უორენ ბაფეტმა თქვა, რომ ნელნელა შექმნათ შთამბეჭდავი მგომარეობა, არც თუ ისე რთულია, ხოლო სწრაფად გამდიდრება პრაკტიკულად შეუძლებელი. გურუმ ომაჰიდანმა  იცის რას აკეთებს, ის არასდროს თამაშობდა აზარტულ თამაშებს, თუმცა ყოველთვის დაინტერესებული იყო ისეთი სტაბილური კომპანიების აქციებში დაბანდებით როგორიც არის კოკა-კოლა, რკინიგზა და კეჩუპი ჰილსი და სხვა.

 

SHARE