მსოფლიოს საუკეთესო ცათამბჯენები

0
4721

მსოფლიოს საუკეთესო ცათამბჯენების რეიტინგი გამოაქვეყნა კომპანია Emporis-მა, რომელიც მაღალი უძრავი ქონების ანალიზითაა დაკავებული. პირველი ადგილი Shanghai Tower-მა დაიკავა ჩინეთში. საოფისე შენობის სიმაღლე 632 მეტრია, რომელიც Gensler-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა.

Shanghai Tower მსოფლიუში სიმაღლით მეორე ადგილს იკავებს 828 მეტრიანი “Burj Khalifa”-ს შემდეგ. გარდა ამისა, ამ მაჩვენებლით, ის აბსოლუტურ ლიდერად ითვლება ჩინეთში. უკეთესი ენერგოეფექტურობისთვის, ცათამბჯენი თერმოსის პრინციპით ააგეს, გარე ფასადი კი მინის ორმაგი ფენითაა აღჭურვილი. ცილინდრული სპირალის ფორმა კოშკს უფრო სტაბილურს ხდის ძლიერ ქარში. საინტერესოა, რომ ამ შენობაში არსებული ლიფტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ითვლება, მისი სიჩქარე 20.5 მ / წმია. პირველი ადგილი Shanghai Tower-ს ჩიკაგოს საერთაშორისო საბჭომ CTBUH-აც მიანიჭა.

კონკურსი Emporis Skyscraper Award 2000 წლიდან არსებობს. ამჯერად, ჯილდოზე წარდგენილი იყო შენობა, რომელიც 2015 წელს, 100 მეტრის სიმაღლეზე აშენდა. შერჩევისას ასევე, ყურადღება მახვილდება არქიტექტურულ ოსტატობასა და ფუნქციონალურობაზე.

ასევე წარმოგიდგენთ სიაში მოხვედრილ დანარჩენ ცათამბჯენებს.

2.Evolution Tower – მოსკოვი.

  1. Il Dritto – მილანი    

4.Jiangxi Greenland Zifeng Tower – ნანჩანი

5. Abode318 – მელბურნი

6.Icon Bay – მაიამი

7.D1 Tower – დუბაი

8.432 Park Avenue – ნიუიორკი

9.Citygate Tower – ვენა

10. ÏCE II – ტორონტო

SHARE