ნამდვილად აღსდგა იესო მკვდრეთით?

0
3394

 

ყველანი ვფიქრობთ იმაზე თუ რა გველის სიკვდილის შემდეგ. როცა იღუპება საყვარელი ადამიანი, ვიმედოვნებთ, რომ კიდევ შევხვდებით მას სხვა ცხოვრებაში. წარმოვიდგენთ ბედნიერ შეხვედრას მათთან, ვინც გვიყვარდა და გვენატრება. თუ სიკვდილი წერტილს უსვამს ჩვენს ურთიერთობას?

იესო გვასწავლიდა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება ხორციელი სიკვდილის შემდეგ. მან თქვა: “მე ვარ აღდგომა და ცხოვრება. მათ ვისაც სჯერა ჩემი, სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებენ.”

ისტორიის თანახმად იესომ გვაჩვენა თავისი ძალაუფლება სიკვდილზე და აღდგა მკვდრეთით 3 დღეში, მას შემდეგ რაც ჯვარზე გააკრეს. სწორედ ეს ისტორია და ამ ისტორიის რწმენა აძლიერებს ქრისტიანებს 2000 წელზე მეტია.

მაგრამ, ზოგიერთს არ აქვს ამის იმედი. ფილისოფოს-ათეისტი ბერნარდ რასელი წერდა – “მე ვთვლი რომ სიკვდილის შემდეგ ჩემი სხეული გაიხრწნება , ხოლო ჩემი ცნობიერებისგან არაფერი არ დარჩება.” აშკარაა რომ რასელი რწმენის სიძლიერით არ გამოირჩეოდა.

ქრისტეს მოწაფეები წერდნენ, რომ ის მათ ცოცხალი გამოეცხადა გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ და ამტკიცებდნენ, რომ არა მხოლოდ ნახეს ის, არამედ მასთან ერთად გაატარეს შემდეგი 40 დღე.

შეიძლებოდა ეს ყოფილიყო უბრალოდ გამოგონილი ისტორია, რომელმაც დროთა განმავლობაში ღრმად გაიდგა საზოგადოებაში ფესვები და ქრისტიანებს დღემდე ლეგენდის სჯერათ, თუ მართლაც ჰქონდა სარწმუნო და რეალურად მომხდარი ფაქტები სათავეში?

ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ ქრისტიანობის სათავეებთან. თუ იესო ქრისტე რეალურად აღდგა, მაშინ ეს ფაქტი ადასტურებს ყველაფერს იმას, რასაც ქრისტე იქამდე ქადაგებდა სიცოცხლეზეც და იმაზე, რაც გველის სიკვდილის შემდეგ. “თუ ქრისტე აღსდგა მაინც მხოლოდ მას აქვს პასუხები ჩვენს კითხვებზე, მან იცის სიცოცხლის მიზანი და ისიც რა გველოდება სიკვდილის შემდეგ, ხოლო თუ ქრისტეს აღდგომის ისტორია მოგონილია გამოდის, რომ სამყაროს ყველაზე გავრცელებული რელიგია ტყუილზეა დაფუძნებული”.

თეოლოგი ს. სპრაული დასძენს: “ქრისტეს აღდგომის დასაბუთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქრისტიანობისთვის, თუ იესოს სიცოცხლე დაუბრუნა ღმერთმა, მაშინ მას აქვს ძალაუფლება, რომელსაც არ ფლობს არცერთი სხვა რელიგისს ღმერთი, ბუდა მკვდარია, მუჰამედი მკვდარია, მოსე მკვდარია, კონფუცი მკვდარია და მხოლოდ ქრისტეა ცოცხალი, მხოლოდ მას შეუძლია სიკვდილის დამარცხება”

ბევრი სკეპტიკოსი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქრისტეს აღდგომა არ იყო რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი. ჯოშ მაკდაუელი იყო ერთ-ერთი მათგანი. მან შვიდას საათზე მეტი დახარჯა ამის გამოკვლევასა და დამტკიცებაში და ბოლოს განაცხადა: “მე მივედი დასკვნამდე, რომ ქრისტეს აღდგომა არის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი, მავნე და უგულო ტყუილი, რომელიც მოედო კაცობრიობას ან ყველაზე გასაოცარი ფაქტი ისტორიაში”

მაინც რა არის ქრისტეს აღდგომა, დიდი ტყუილი თუ საოცრება? ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ უბრალოდ ვივარაუდოთ.

 

 

SHARE