შეშლილი მწერლები

0
2969

გოგოლი

“მკვდარი სულები”-ს ავტორი, დაავადებული იყო შიზოფრენიით, რომელსაც ფსიქოზის პერიოდული შეტევები ამძიმებდა. ნიკოლაი გოგოლი ხმისა და ვიზუალური ჰალუცინაციით იტანჯებოდა. ის ხშირად იმყოფებოდა აპათიის მდგომარეობაში და არ რეაგირებდა გარე სტიმულებზე, მუშაობის დროს სასიკვდილო საფრთხეც კი შეიძლება ვერ ეგრძნო. ხშირად მას კლაუსტროფობიაც აწუხებდა. გოგოლის ფსიქიკური აშლილობა განსაკუთრებით მწვავე გახდა მას შემდეგ, რაც მისი ახლო მეგობრის, მწერლის ეკატერინე ხომაკოვის და გარდაიცვალა. ის უარს ამბობდა საკვებზე, მუდმივად სუსტად და უხასიათოდ იყო, თუმცა ექიმებმა არა სასიკვდილო, არამედ ნაწლავის გაღიზიანების დიაგნოზი დაუსვეს.

1852 წლის თებერვლის ერთ ღამეს, გოგოლმა ეშმაკის ძებნაში, თავისი ხელნაწერები დაწვა. მწერლის მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, მან შეწყვიტა წამლების მიღება.  21 თებერვალს გოგოლი გარდაიცვალა, მისი სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია, ერთ-ერთი თეორის მიხედვით ის ვერცხლისწყლით მოიწამლა, ან თავი მოიკლა.

თუმცაღა სიკვდილამდე გამიზნულად მიყვანის ვერსია სავსებით საფუძვლიანია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გოგოლი მიიჩნევდა, რომ მის სხეულში ორგანოები გადაადგილდება, ხოლო კუჭი “თავდაყირა” მდებარეობდა. ასეთმა აზრებმა, შიზოფრენიის განვითარების ფონზე, შეიძლება გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგები.

ესენინი

სერგეი ესენინის სიგიჟეზე პირველად ცნობილი ამერიკელი ბალერინა აისედორა დუნკანი ალაპარაკდა. მისი დახმარებით, პოეტი ამერიკელი, ფრანგი და გერმანელი ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. როგორც მკვლევარები მიჩნევენ, ესენინი ნამდვილად იტანჯებოდა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით. ის შეპყრობილი იყო თვალთვალის მანიით, მოულოდნელი სიბრაზის გამოხტომებით, არაადეკვატური ქცევა უცებ სიმშვიდეს ენაცვლებოდა. ესენინის სიგიჟეზე ლეგენდები დადიოდა, ის ამერიკიდანაც კი გააძევეს კინკლაობისა და ჩხუბისათვის. ის არბევდა ავეჯს, ამსხვრევდა ჭურჭელსა და სარკეებს, შეურაცყოფას აყენებდა ყველას, ვინც ამ დროს ხელში მოჰყვებოდა. მისი ავადმყოფობა მემკვიდრეობითი ალკოჰოლიზმის ფონზე, უფრო განვითარდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ესენინი ძალიან დიდ დაღლილობას უჩიოდა და საკუთარ თავს “დაკარგულ ადამიანს” უწოდებდა. როგორც ჩანს, იგი სიკვდილს ეძებდა, რადგან მუდმივად იმეორებდა, რომ ყველაფერი მობეზრდა. ასეთი დაღლილობა, მან ადრეულ ასაკშივე იგრძნო, ჯერ კიდევ 16 წლის ესენინი წერდა, რომ არ იცოდა ღირდა თუ არა მისი სიცოცხლე. ოფიციალური ვერსიით, მწერალმა გათბობის მილზე თავი ჩამოიხრჩო, პეტერბურგში, სასტუმრო Angleterre-ში. ასევე საინტერესოა სტატისტიკა: მწერალი 339 ლექსიდან 400ჯერ ახსენებდა სიკვდილს, ცხოვრების დასასრულს და რითმავდა დაკრძალვის ატრიბუტიკას.

ლერმონტოვი

მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი დაიბადა მრავალი მემკვიდრეობითი თუ შეძენილი დაავადებებით: სკროფულა, რაჰიტიზმი, ნევროზი. მისმა ბაბუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დედამ კი შვილს უჩვეულო ნევროზული აშლილობა გადასცა, ხოლო მამა სასტიკი მოძალადე იყო. ბავშვობაში, ადრეულ ასაკშივე ბიჭმა გამოავლინა შიზოფრენიული ბუნება. ის განიცდიდა განადგურების ვნებას, იყო ძალიან გაღიზიანებული, უხასიათო და ჯიუტი. თვითმკვლელობაზე ფიქრი ადრეულ ასაკშივე დაიწყო. ჩაკეტვამ, არაკომუნიკაბელურობამ და რაც მთავარია ადამიანების მიმართ უყურადღებობამ, გამოიწვია მისი გაუცხოება. აქედან გამომდინარე, პოეტმა საკუთარ თავთან დაიწყო კომუნიკაცია, მას ჰქონდა ფანტაზიები, რომლებსაც საკუთარ გონებაში განახორციელებდა. ლერმონტოვის შიზოფრენიული ფსიქოპატია ცხადი იყო არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც. პოეტის ჩაკეტვის ერთ-ერთი მიზეზი მისი ფიზიკური სიუშნოვე იყო, რომელიც ასაკში თითქმის გაქრა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა სულზე. ბრწყინვალე შესაძლებლობებითა და გონებით დაჯილდოვებული ლერმონტოვი, ხშირად იყენებდა თავის თვისებებს, რათა გაემხიარულებინა სხვები – მისი მტრების რიცხვი კი სწრაფად იზრდებოდა. ამას გარდა, ლერმონტოვი ძალიან შეყვარებული იყო ქალბატონზე, ამასთან ის იყო პიროვნება, რომელსაც ძალიან მარტივად უყვარდებოდა, თუმცა ქალებს, მსგავსი ტიპაჟბი – უხეში და ქედმაღალი – უბრალოდ არ შეიძლებოდა მოსწონებოდათ. ეს ზედმეტად შეურაცყოფდა პოეტის პატივმოყვარეობას. საბოლოოდ, მას ტყვია მოხვდა ძალიან კარგი გულის მქონე ადამიანის ხელიდან გასროლილი თოფით, რომელიც ლერმონტოვმა თავისი დაცინვითა და დამამცირებელი ტყუილებით სიგიჟემდე მიიყვანა.

ედგარ ალან პო

დაბადების სახელი – ედგარ პო. ახალგაზრდობაშივე დაობლდა, როდესაც მშობლების გაყრის შემდეგ დედა გარდაეცვალა. ჯონ და ფრენცის ალანებმა აიყვანეს პო ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდიდან, თუმცა შვილად აყვანის საკითხი ოფიციალურობამდე არასოდეს მისულა. ედგარ ალან პომ განათლების მისაღებად გადაწყვიტა, რომ ჩაებარებინა ვირჯინიის უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსრობის გამო, სწავლაზე ხელი პირველივე სემესტრში აიღო. პომ გადაწყვიტა, რომ ნებაყოფლობით წასულიყო ჯარში, სადაც მისი კურსანტობა წარუმატებლად დასრულდა უესტ ფოინთში, რომლის შემდეგაც მის და ალანებს შორის არსებული კავშირი სამუდამოდ დაირღვა.საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო ნაშრომების გამოქვეყნება, პირველ სვლას წარმოადგენდა ანონიმური პოემების მცირე კრებული – „თემურ-ლენგი და სხვა პოემები“ (1827), რაც ქვეყნდებოდა „ბოსტონელის“ ფსევდონიმით.

შემდგომ გადაერთო პროზაზე და რამდენიმე წელი იმუშავა ჟურნალებსა და პერიოდიკაზე. ცნობილი გახდა ლიტერატურული კრიტიკის საკუთარი სტილით. სამუშაომ აიძულა რამდენიმე ქალაქში ემოძრავა, მათ შორის ბალტიმორსა და ნიუ იორკში. ბალტიმორში 1835 წელს დაქორწინდა საკუთარ 13 წლის ბიძაშვილზე ვირჯინია კლემზე. 1845 წლის იანვარში გამოაქვეყნა პოემა „ყორანი“, რამაც მალევე მოიპოვა წარმატება. ორი წლის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი მეუღლე. პო გეგმავდა საკუთარი ჟურნალის „The Penn“ გამოშვებას (გადაერქვა „The Stylus“), თუმცა მის გამოშვებამდე გარდაიცვალა, 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ქალაქ ბალტიმორში; მიზეზი უცნობია და მიეწერება სხვადასხვა პრობლემებს: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, სხვადასხვა წამლებს, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს.

 

SHARE