უცნაურობები, რომლებიც ჩვენს სხეულს ახასიათებს

0
3352

ჩვენ ვცდილობთ, რომ გავფრინდეთ სხვა გალაკტიკებში, გამოვიკვლიოთ კოსმოსი, თუმცა გვავიწყდება, რომ საკუთარი სხეული ბოლომდე არ შეგვისწავლია. ადამიანის სხეული სავსეა საიდუმლოებებით, რომლის ამოხსნა ჯერ კიდევ არ შეუძლია თანამედროვე მედიცინას. ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებს ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ ხოლმე. ქვევით წაიკითხავთ რამდენიმე ქმედებას, რომელსაც ჩვენი სხეული ჩვენი თანხმობის გარეშე აკეთებს.

კანის სიწითლე

შეგვიმჩნევია, რომ როცა შეგვეშინდება, შევხვდებით ან დავინახავთ ადამიანს, რომელიც ძალიან მოგვწონს, ჩვენი სახე ცოტათი წითლდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ლოყებზე კაპილარები ფართოვდება, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევის ზრდას. მეცნიერებს ჯერაც ვერ გამოუკვლევით, თუ რისთვის სჭირდება ეს ფუნქცია ბუნებას.

სიმაღლეში  განსხვავება

ხერხემლეის მალებს შორის, ჩვენ გვაქვს სპეციალური მალთაშუა დისკები, რომელბიც ფუნქციონირებენ, როგორც ამორტიზატორები. ბოლო დროინდელი გამოკვლევების მიხედვით, ამ ამორტიზატორების წყალობით, ყოველ საღამოს ადამიანი ხდება ერთ სანტიმეტრით მოკლე.

სიცილი კლავს ტკივილს

როდესაც ვიცინით, ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინს, რომელიც ნერვული სისტემისა და გიპოფიზისგან გამომუშავდება. სამეცნიერო ამერიკული ჟურნალის Scientific American-ის მიხედვით, ენდორფინს შეუძლია იყოს ტკივილის ბარიერი, ასე რომ სიცილი არა მარტო კარგი წამალია, არამედ პროფილაკტიკის საშუალებაც.

ტვინი ვერ აკონტროლებს სხეულს

პიერ ლუიჯის ახალი კვლევის მიხედვით, არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, სუნთქვა და სხვა რამდენიმე ორგანო ხდება მოუწესრიგებელი, როცა ჩვენ ვიმყოფებით სწრაფი ძილის ფაზაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინი კარგავს კონტროლს, ხოლო ჩვენი სხეული აკეთებს იმას, რაც უნდა.

ფარმაცეპტული ლაბორატორია

ჩვენი სხეული წარმოადგენს ნამდვილ ლაბორატორიას. ორგანიზმს შეუძლია გამოიმუშავოს საკუთარი ასპირინიც კი. დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხალხი, რომლებიც მიირთმევდნენ ხილსა და ბოსტნეულს მაღალი ბენზონ მჟავის შემცველობით, ადვილად უმკლავდებიან ინფექციების გამომწვევ მიკრობებს. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ სალიცილის მჟავის დონე ვეგეტარიანელებში უფრო მაღალია.

პატარა და მუშა

აქ საუბარია ღვიძლზე. ღვიძლი ყველაზე მეტს მუშაობს, ვიდრე ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა ორგანო, გარდა ტვინისა. მეცნიერთა აზრით, ღვიძლი ასრულებს დაახლოებით 500 ცალკეულ ფუნქციას, მათ შორის აწარმოებს  ალბუმინს და ინახავს გარკვეული ვიტამინების მარაგს. ამ მრავალ-ფუნქციურობას აქვს მეორე მხარეც: ღვიძლი მიდრეკილია ბევრი სხვადასხვა სახის დაავადებისაკენ.

 

SHARE