7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვისარგებლოთ სოციალური ქსელით

0
1996

ჯერ კიდევ ათი წლის წინ, Facebook მხოლოდ ინტერნეტ ექსპერიმენტი იყო, რომელიც ადამიანებს ახლობლებთან ურთიერთობაში ეხმარეობდა. VK იგივე პრინციპით მუშაობდა. Instagram და Twitter საშუალებას გაძლევდათ, რომ გაგეზიარებინათ ყოველდღიური ცხოვრების სურათები და აზრები. მაგრამ რა ხდება დღეს? დღესდღეობით სოციალური ქსელები თანაშემწის მდგომარეობიდან პროდუქტიულობისა და წარმატების მთავარ მტრად გადაიქცნენ. ქვემოთ მოყვანილია შვიდი მიზეზი, თუ რატომ უნდა წაშალოთ ყველა სოციალური ქსელი და აღარასდროს გაიმეოროთ ასეთი შეცოდმა.

დროის დაკარგვა

საშუალო მომხმარებელი სოციალურ ქსელს დღეში დაახლოებით 17 წუთს უთმობს. 10 წლის განმავლობაში ეს 40 დაკარგული დღეა. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, სად შეგეძლოთ გაგეტარებინათ ეს დღეები უფრო სასარგებლოდ?

ჯანმრთელობის დაზიანება

ბოლოდროინდელმა კვლევება აჩვენეს, რომ სოციალური ქსელების დიდხანს გამოყენება ძალიან დიდ ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას. კერძოდ, ახალი ამბების თვალიერება საღამოობით გავლენას ახდენს თქვენს იმუნურ სისტემაზე, აფერხებს ზრდის ჰორმონის განთავისუფლებას, არღვევს მომნელებელ სისტემას და აზიანებს მხედველობას.

პირადი ცხოვრება

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 5-დან ერთი განქორწინების მიზეზი ამერიკაში Facebook-ია, ხოლო დიდ ბრიტანეთში კი 3-დან 1. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს უსაფუძვლო ეჭვიანობას, მისი საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი უთვალთვალო პარტნიორს, რაც იშვიათად თუ მთავრდება კარგად.

წარმატების ილუზია

ადამიანთა უმეტესობა სოციალურ ქსელში გარკვეულ ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ თავზე. ის გადმოსცემს თვალსაჩინო წარმატებას: მანქანა, მოგზაურობა, ლამაზი პარტნიორი. ასეთი წარმატების მისაღწევად ხალხი ხშირად იტყუება კიდეც. ფოტო სხვის მანქანასთან, პარტნიორი, რომელიც არ უყვართ და კრედიტით უზრუნველყოფილი მოგზაურობა.

უსაფრთხოება

რამდენიმე თვის წინ ჰაკერების ჯგუფმა უცხო ადამიანის ინსტაგრამზე გეოთაგის მიხედვით კიმ კარდაშიანის მდებარეობა დაადგინეს. ანდროიდის სმარტფონები ხშირად აგზავნიან მომხმარებლის გეომდებარეობას Google-ში და შესაძლოა თქვენი ინფორმაცია ვიღაცას ჩაუვარდეს ხელში, Apple-ც ზუსტად ასევე აგზავნის პირად ინფორმაციას Cupertino-ში.

ნამდვილად გიღირთ თქვენი უსაფრთხოება რამდენიმე ლაიქად?

სოციალური უნარები

დანიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის სოციალურ უნარებზე. ფაქტობრივად, ონლაინ მომსახურება ანგრევს თანდაყოლილ კომუნიკაციის უნარს, აიძულებს ხალხს მისაღებად ჩათვალონ ქცევის ის ფორმა, რომელიც მათ ნეირონული ქსელის გამოყენებისკენ უბიძგებს.

სამსახურის დაკარგვა

მრავალი ადამიანისთვის, სოციალური ქსელი ხდება ერთგვარი ამოსუნთქვა, სადაც შეიძლება ნებისმიერი პირადი ინფორმაცია განათავსოთ. ცოტა თუ აცნობიერებს, რომ უფროსმაც შეიძლება წაიკითხოს თქვენი მიმოწერა დ გამოიტანოს თავისი დასკვნები. გულღია ვიდეორგოლი “თქვენი მეგობრებისთვის”, სამსახურის ფასადაც კი შეიძლება დაგიჯდეთ.

დაფიქრდით, უკეთესი ხომ არ იქნება, უბრალოდ წაშალოთ თქვენი სოციალური ქსელი და არ ჩაიგდოთ თავი ასეთ საფრთხეში?

 

SHARE