10 ყველაზე სასარგებლო საზღვაო კვანძი

0
8643

პირდაპირი კვანძი

ამ კვანძს, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე სამი ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები იყენებდნენ. პირდაპირი კვანძი – ეს არის ნახევრად კვანძი, თანმიმდევრულად ერთიმეორეზე სხვადასხვა მხრიდან მიბმული. თუ ერთმანეთთან დაკავშირებულ ტროსებზე ძალიან დიდი დატვირთვა იქნება, ან თოკები დასველდება, კვანძი დაიჭიმება. მაშინაც კი, როცა ის გაჟღენთილი და დაჭიმულია, 1-2 წამში გახსნა მაინც ძალიან მარტივია.

ბრტყელი კვანძი

დიდი ხანია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საიმედო კვანძად, თოკით დაკავშირებისას სხვადასხვა სისქეზე. რვა ნაკერის საშუალებით, ბრტყელი კვანძი ძალიან არასდროს დაიჭიმება, არ იცოცებს და არ დააზიანებს თოკს, რადგან არ აქვს მკვეთრი ნაკეცები და დატვირთვა კვანძებზე თანაბრად ნაწილდება. სიმძიმის მოხსნის შემდეგ, თოკლზე კვანძების მოხსნა მარტივად შეიძლება.

რვიანი

ეს კლასიკური კვანძი, ათი სხვა, უფრო რთული სხვადასხვა მიზნებისთვის შექმნილი კვანძის საფუძველია. ის შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც შემაჩერებელი თოკის ბოლოს, ან მაგალითად სახელურიან ვედროსა და კასრზე მოსაბმელად. რვიანით ასევე შეიძლება მიმაგრდეს სიმი ვიოლინოზე, გიტარასა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე.

პორტუგალიური კვანძი

იგი გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა ერთ ბოლოზე დაამაგროთ ორი მარყუჟი. მაგალითად, დაჭრილი ადამიანის ასაყვანად, ფეხებს უყრიან მარყუჟში, ხოლო დაბოლოების ძირი მოექცევა მკერდთან იღლიებს შორის. ამ შემთხვევაში ადამიანი არ დაეცემა, თუნდაც უგონო მდგომარეობაში იყოს.

გაუმჯობესებული ხანჯლის კვანძი

ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კვანძად, დიდ დიამეტრზე ორი თოკის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ასევე ძალიან მარტივია ასაწყობად და კომპაქტური, როცა იჭიმება. დაჭიმულ მდგომარეობაში, თოკის ორივე გაშვებული ბოლო ჰკიდია სხვადასხვა მხარეს. ხანჯლისებრი კვანძის გახსნა ძალიან მარტივია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთ-ერთი პეტლის მოშვება.

ფლამანდიური მარყუჟი

ეს არის ერთ-ერთი ძლიერი და მარტივად გასახსნელი მარყუჟი თოკის ბოლოს, შემდგომში შეკრული რვიანივით ორმაგი თოკით. ფლამანდიური მარყუჟი განკუთვნილია ქსოვისთვის, როგორც სქელი, ასევე თხელი თოკისთვის. საზღვაო საქმეების გარდა, იგი შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკალური ინსტრუმენტების სიმების დასამაგრებლად.

ფლამანდიური კვანძი

ფაქტობრივად, ეს იგივე რვიანია, თუმცა ორივე ბოლოს შეკრული. ის ერთ-ერთი უძველესია საზღვაო კვანძებს შორის, რომელიც გემზე გამოიყენება ორი თოკის დასაკავშირებლად, როგორც თხელი, ასევე სქელისთვის. მიუხედავად იმისა, თუ ძალიან დაიჭიმება, ფლამადიური კვანძი თოკს არ გააფუჭებს და ის შედარებით მარტივი გასახსნელიცაა.

მეთევზეთა ხიშტი

ხუთი ათასი წლის გადაზიდვების არსებობის განმავლობაში, ხალხმა ვერ შეძლო მოეფიქრებინა უფრო საიმედო კვანძი, რათა დაემაგრებინათ ღუზა, ვიდრე მეთევზის ხიშტი. მეზღვაურების მიერ ეს აპრობირებული საუკუნოვანი გამოცდილება, შეიძლება უსაფრთხოდ გამოვიყენოთ თოკებთან მუშაობისას ყველა სხვა შემთხვევაში.

ჩამკეტი კვანძი

საზღვაო კვანძის ეს სახეობა შექმნილია თოკის დიამეტრის გასაზრდელად, რათა თავიდან აეცილებინათ ბლოკიდან მისი დაცურება, ამ მხრივ, ის სრულიად უსაფრთხოა. იმისათვის, რომ ჩამკეტი კვანძი გახდეს უფრო დიდი ზომის, შეგიძლიათ დააკავშიროთ ის სამი მარყუჟით. ასევე ის შეიძლება გამოვიყენოთ, როცა გვჭირდება გავაკეთოთ სახელური თოკის ბოლოს.

მახრჩობელა

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი მცურავი ფლოტისთვის.  მახრჩობელა კვანძით, წყალში აბავდნენ მორებს ბუქსირისათვის, მას ასევე იყენებდნენ ცილინდრული ფორმის ნივთების დასატვირთად, რელსებისა და ტელეგრაფის ბოძებისთვის. უფრო მეტიც, ზღვაზე მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შემდეგ, ამ კვანძმა ძველი დროიდავე ჰპოვა გამოყენება ხმელეთზეც – ტყუილად არ ეძახიან მას სხვადასხვა ენაზე ტყის კვანძს, ან მორის კვანძს. ეს კვანძი, ძალიან საიმედო და გამძლეა, ის მაგრად შემოეკვრება ასაწევ საგანს.