როგორ შეცვალო შენი ცხოვრება!

0
3009

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვისაუბრებთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის, თუ ცხოვრების სტილის შეცვლაზე, ამისთვის ბევრი გზა არსებობს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ისწავლო, თუ როგორ უნდა შეცვალო შენი ცხოვრება არც ისე რთულია. დიდი ცვლილებებისკენ შეიძლება გადავდგათ პატარა, თანმიმდევრული ნაბიჯები. ან შეიძლება მოვახდინოთ დიდი ნახტომი და დავიწყოთ ჩვენი ოცნების ცხოვრება.

ყველას აქვს ჩამონათვალი იმ ცვლილებების, რომლის განხორციელებაც სურთ თავის ცხოვრებაში. შეიძლება შენ გინდოდეს იმოგზაურო უფრო მეტი, ისწავლო ახალი ენა, დაიწყო საკუთარი ბიზნესი, გათავისუფლდე ვალებისგან, ან იყო კარგ ფორმაში. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ნიშნავს შენთვის სიტყვები “ცხოვრების ოცნება”,  ქვევით მოცემული რამდენიმე გზა, თუ როგორ უნდა ჩეცვალოთ თქვენი ცხოვრება.

  1. იფიქრე შენი ოცნების შესახებ.

პირველი ნაბიჯი, რომ გაიუმჯობესო შენი ცხოვრება არის, რომ ზუსტად იცოდე რა გინდა.

უნდა გასცე შემდეგ კითხვებს პასუხი:

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიო შენს მიზანს?
  • როგორი იქნება შენი მოქმედებები? (გააკეთე დეტალური გეგმა)
  • რასაც ადრე აკეთებდით რატომ არ არის თქვენთვის მისაღები ახლა?
  • რა არის რისკები? რა უნდა გადალახოთ, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზანს?
  • როგორ უნდა შეინარჩუნოთ მოტივაცია?
  • რა არის პოზიტიური თქვენი მიზნის მიღწევაში? რა არის თქვენი წარმატება?
  1. აკონტროლე შენი ფინანსები

თქვენს ახლანდელ ცხოვრებით უკმაყოფილებას, შეიძლება აბრალებდეთ ფინანსებს. ეს ყველას დამართნია.

ზოგიერთ ადამიანს არ უნდა მოგზაურობა, იმიტომ რომ ეშინია ბევრი არ დაეხარჯოს. ზოგს კი ეშინია იპოვოს ისეთი სამსახური, რომელიც მართლა აინტერესებს, თუმცა ის არ არის კარგად ანაზღაურებადი. ჩამონათვალი შეიძლება ძალიან დიდი იყოს.

თქვენი ფინანსების კონტროლი დაგეხმარებათ მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

როდესაც შენ აკონტროლებ ამას, თავს იგრძნობ უფრო თავისუფლად და შეძლებ  გარისკო კიდეც.

  1. იყავი აქტიური

როცა ხარ აქტიური ცხოვრებით დაკავებული, თავს გრძნობ უფრო ჯანმრთელად, უფრო ენერგიულად და  უფრო ბედნიერად.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი მიზანი არ არის იყო ჯანმრთელი, ვარჯიში დაგეხმარება შენი სხვა მიზნების მიღწევაში. ის აუმჯობესებს ძილს, გხდის უფრო პოზიტიურს და რაც მთავარია ის გაძლევს ენერგიას, რათა ისწრაფო შენი ოცნებებისკენ.

თუ შენ არ გაქვს ბევრი დრო, შეგიძლია სახლში 20- 30 წუთი დაუთმო ყოველდღე ვარჯიშს და შედეგს აუცილებლად იგრძნობთ.

  1. დაიწყე გაღვიძება ცოტა უფრო ადრე

თუ გინდა, რომ ისწავლო, როგორ შეცვალო შენი ცხოვრება, მაშინ გაიღვიძე დილით ადრე. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ძილი დაგაკლდეთ, ან თავი იგრძნოთ ცოტა დაღლილად, თუმცა ბოლოს აუცილებლად იგრძნობთ რომ ღირს გაიღვიძოთ.

დილით ადრე ადგომა, სულაც არ გულისხმობს თქვენი ძილისთვის განკუთვნილი დროის შეწირვას. თქვენ შეგიძლიათ დრო უდრო კარგად გადაანაწილოთ. იმის მაგივრად რომ უყუროთ ტელევიზორს გვიანობამდე, სჯობს ადრე დაწვეთ.

თუ თქვენ შეძლებთ, რომ გაიღვიძოთ 30 წუთით ან ერთი საათით ადრე, ეს ნიშნავს, რომ გამონახავთ დროს ვარჯიშისთვის, იმუშავებთ უფრო მეტს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის, მიირთმევთ უფრო ჯანმრთელ საკვებს და ასე შემდეგ.

5.იყავიპოზიტიური

თუ შენ იქნები განწყობილი პოზიტიურად, ეს შეცვლის ყველაფერს.!

თუ შენ ხარ დაინტერესებული, რომ ისწავლო, როგორ შეცვალო ცხოვრება, აუცილებლად დაგჭირდება გქონდეს უფრო პოზიტიური შეხედულებები ცხოვრებაზე.

იყო დადებითად განწყობილი, ნიშნავს, რომ იქნები უფრო მოტივირებული გადადგა წინ ნაბიჯი და არ იყო დამოკიდებული წარსულზე!

 

SHARE