მძღოლობიდან პილოტობამდე: მფრინავი ავტომობილების მწარმოებლები

0
3052

სლოვაკურმა კომპანია Aeromobil-მა განაცხადა, რომ ის აპირებს 2017 წლისთვის მიიღოს მფრინავი ავტომობილების შეკვეთა. მწარმოებელმა მფრინავი მანქანა $200 000 შეაფასა. ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე პროექტს, რომელიც მფრინავ ავტომობილებს უკავშირდება.

 

 

 

 

 

 

 

Aeromobil

Aeromobil-ის პროექტი ბრატისლავაში 2010 წელს დაიწყო. თავდაპირველად კომპანია ვარაუდობდა, რომ გაყიდვები 2017 წელს დაეწყო, თუმცა ამ დროის მონაცემებით საქონლის ბაზარზე გამოტანა 2018 წელს არის დაგეგმილი. Aeromobil ვარაუდობს, რომ პროდუქციის ფასი დაახლოებით $200 000 იქნება.

კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა იური ვაკულინმა, უკვე რამდენჯერმე ჩაატარა Aeromobil-ის პროტოტიპის ტესტირება ფოლადის კარკასსა და ნახშირბადის ბოჭკოვან კორპუსზე. ის იმედოვნებს, რომ მფრინავ ავტომობილის supercar-ის მფლობელები შეიძენენ.

ნავარაუდევია, რომ Aeromobil-ს ავტოპილოტის ფუნქცია ექნება და მას შეეძლება მუშაობა, როგორც საჰაერო ტაქსს. დასაკეც ფრთებიანი სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე იქნება 200კმ/სთ, ხოლო დისტანცია 700კმ/სთ, მაშინ როცა წვა საათში 15 ლიტრის ტოლი იქნება.

ნავარაუდევია, რომ Aeromobil-ს გზატკეცილზე 100 კმ-ის გასავლელად საშუალოდ 8ლიტრი საწვავი დასჭირდება, ხოლო მარაგად 900კმ-ის გასავლელი ექნება. მის სამართავად არა მხოლოდ მართვის მოწმობა იქნება საჭირო, არამედ პილოტის ლიცენზიაც.

 

 

 

 

 

 

 

Terrafugia

კომპანიამ შეერთებული შტატებიდან Terrafugia უკვე შეაგროვა რამდენიმე მფრინავი მანქანის პროტოტიპი. ახალი თაობის, ორადგილიანი აერომობილის, რომელიც უფრო თვითფრინავს ჰგავს ავტომობილის თვლებით, ტესტი 2018 წელს არის დაგეგმილი.

Terrafugia-ს პირველი პროდუქტი კომპანიის დაარსებიდან 3 წლის შემდეგ, 2009 წელს გამოჩნდა ცაში. მწარმოებელი გეგმავს ოთხადგილიანი ვერსიის შექმნას, რომელსაც ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის ფუნქციები ექნება. კომპანია მიიჩნევს, რომ მფრინავი ავტომობილების სერიული წარმოება და გაყიდვა 2024 წელს დაიწყება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Carplane

გერმანული კომპანია Carplane მუშაობს ორფიუზელაჟიანი დიზაინის განვითარებაზე. პროექტი უფრო ულტრამსუბუქ მფრინავ აპარატს ჰგავს. კომპანიამ უკვე აჩვენა საცდელი ნიმუში 151 – ძლიერი ძრავით. ის აღჭურვილია მოძრავი დასაკეცი ფრთებითა და “კუდით” ოპერირების სექციებით. ფრენის მანძილი დაახლოებით 1930 კმ-ია 200 კმ/სთ სიჩქარით.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაყიდვები შეიძლება დაიწყოს მხოლოდ 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ევროპის მარეგულირებელი საბჭო გასცემს ნებართვას, ხოლო მფრინავი ავტომობილისთვის საწვავის შევსება შესაძლებელი იქნება ყველა ბენზინ გასამართ სადგურში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Zee.Aero და Kitty Hawk

დეველოპერმა და Google-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლარი პეიჯმა ჯერ კიდევ 2010 წელს საკუთარი ხარჯებით დააარსა კომპანია Zee.Aero, რათა შეექმნათ მფრინავი აპარატები ვერტიკალური აფრენის ფუნქციით. კომპანია მდებარეობს სილიკონის ველზე, მან ჯერ მხოლოდ, დააპატენტა მფრინავი ავტომობილის დასაკეცი ფრთების რამდენიმე ესკიზი და 10 პროპელერი.

საოცარია, რომ ლარი პეიჯმა ინვესტიცია გააკეთა კომპანიაში, რომელიც ასევე მფრინავი ავტომობილების განვითარებაზე მუშაობს. Kitty Hawk Zee.Aero-ს მახლობლად მდებარეობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Volocopter

გერმანულმა კომპანიამ e-volo 2011 წელს ააგო პირველი ელექტრო მფრინავი ავტომობილი VC1, რომელიც უფრო ვერტმფრენს ჰგავს. იმავე წელს განახორციელეს პირველი ფრენა. მწარმოებელმა ასევე შექმნა და გამოსცადა ორადგილიანი VC200 с 18 ძრავით.

საწყის ეტაპზე e-volo ვარაუდობდა, რომ პროდუქტის მასობრივი წარმოების დაწყებას 2016 წლიდან შეძლებდა, თუმცა ეს ჯერ არ განუხორციელებია. ავტომობილის კონტროლის მართვა შესაძლებელი იქნება ჯოისტიკის საშუალებით. ფრენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო სიჩქარე – 100 კმ/სთ-ში.

PAL-V

კომპანია PAL-V International ჰოლანდიაში 2007 წელს დაარსდა, თუმცა მისი თანამშრომლების ნაწილი მფრინავი ავტომობილის პროექტზე ჯერ კიდევ 1999 წელს მუშაობდნენ.

აეროავტომობილი PAL-V ONE- ის პირველი სერიული გამოშვება 2018 წელს იგეგმება, ხოლო ფასი დაახლოებით 500 ათას ევროს მიაღწევს.

პროდუქტი წარმოადგენს ორადგილიანი ჰიბრიდული ავტომობილისა და გიროპლანის მოტოციკლის განსაკუთრებულობის, 3 ბორბლიანი კომპლექტაციის ნაზავს. PAL-V ONE შეძლებს განავითაროს 180 კმ საათში, როგორც ჰაერში, ასევე გზაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Swift Gazelle

მფრინავი ავტომობილების განვითარებამ ჩინელებიც დააინტერესა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია AVIC-მა უკვე წარადგინა მფრინავი ავტომობილი-რობოტის პროტოტიპი Swift Gazelle.

მას შეუძლია ვერტიკალური აფრენა და დაშვება, ასევე ჰაერში ბრუნვა. როტორების მიმართულების შეცვლით მას ხმელეთზე გადაადგილებაც შეეძლება.

ავტომობილ-რობოტს შეუძლია იყოს, როგორც დამოუკიდებელი ისე მძღოლის მიერ მართვადი. შესაძლოა პროექტი ჩინეთის არმისთვის გამოიყენონ.

 

SHARE