როგორი იყო ნეფერტიტი სინამდვილეში?   

0
11505

ნეფერტიტი – ყველაზე იდუმალი ქალი ისტორიაში. მას “სიხარულის მფლობელს” უწოდებდნენ. დედოფლის ბიუსტი, რომელიც სამი ათას წელზე მეტისაა, დღემდე სილამაზის ეტალონად მიიჩნევა.

1992 წლის 6 დეკემბერი

დედოფალი ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი თავისი იდუმალებით უკან იტოვებს მსოფლიო ხელოვნების სხვა შედევრებს. მას ძველი სამყაროს “მონა ლიზა” შეიძლება ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ის რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, ძალიან კარგადაა შემონახული. ჩვენ გვიყურებს ქალი, რომლის სახის პროპორციები დღესაც კი სრულყოფილებადაა აღიარებული.

ბიუსტი ექსპედიციის დროს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორხარდტმა აღმოაჩინა. თავის დღიურში მეცნიერმა მონუმენტის ჩანახატის გვერდით მიაწერა: “აღწერა შეუძლებელია, უნდა შეხედო.” ეს ბიუსტი ძველბერძენმა მოქანდაკე თუტმოსმა შექმნა. უძველესი აღმოსავლეთის ხელოვნებისთვის ეს ნამდვილი შედევრი იყო.

1913 წელს ბორხარდტმა ქანდაკებას თაბაშირი წაუსვა და გერმანიაში ჩაიტანა. 20 წლის შემდეგ ეგვიპტეში პროტესტი გამოხატეს და ბიუსტის უკან დაბრუნება მოითხოვეს. თუმცა, გერმანიამ უარი განაცხადა, რის გამო ყველა გერმანელ არქეოლოგს ეგვიპტეში მუშაობა აეკრძალა. ასე რომ ნეფერტიტმა ორი ქვეყანა “წააჩხუბა”.  ბიუსტი დღემდე გერმანიის ეგვიპტურ მუზეუმში ინახება.

მშვენიერი მოვიდა

ძველეგვიპტური იეროგლიფები არ გამოხატავენ ხმოვან ასოებს. ამიტო, სახელი ნეფერტიტი პირობითად შეიძლება ჩაითვალოს. უდიდესმა საბჭოთა ეგვიპტოლოგმა იური პერეპელნიკმა დედოფლის სახელი ასე დაწერა: ნფრტტ.

ყველაზე ხშირად “ნეფერტიტი” ითარგმნება, როგორც “ატენის მშვენიერი სილამაზე, მშვენება მოვიდა.” არაერთი საუკუნეა სიტყვას “მოვიდა”-ზე ისტორიკოსები მუდმივად მსჯელობენ. დღემდე არ არის აღმოჩენილი ნეფერტიტის წარმოშობის შესახებ რაიმე ზუსტი მტკიცებულება.

ერთ-ერთი ვერსიით ის ეგვიპტელი იყო, რადგან უცხო მიწის შვილს არ შეეძლო ეგვიპტის ფარაონის მთავარი ცოლი გამხდარიყო. ეგვიპტური ვერსიით, ნეფერტიტი ან ამენჰოტეპ III -ის შვილი იყო, ან უფრო დიდი ალბათობით ეიასა და მისი ცოლი ტის ქალიშვილი. ნეფერტიტის უმცროსი და ტია ღიად უწოდებდა დედას.

“ზღვისიქითა” ვერსიის მიხედვით, ნეფერტიტი წარმოშობით მიტანიის პრინცესა იყო, რომელიც მამამ ფარაონ ამენჰოტეპ III-თან გააგზავნა. სავარაუდოდ მას უფრო ის მოსწონდა, ხოლო შემდეგმა ფარაონმა ამენჰოტეპ IV-მ თავის მთავარ მეუღლედ და თანამგზავრად გახადა.

არც ერთი ვერსია არ შიეძლება, რომ დღეს ბოლომდე დამაჯერებლად მივიჩნიოთ. ნეფეტიტის წარმოშობა კვლავაც ამოცანაა.

დიდებული მეუღლე

ნეფერტიტი ძველი ეგვიპტის დაუოკებელი რეფორმატორის ცოლი იყო. ამენჰოტეპ IV-მ დედაქალაქი ახალ ქალაქში გადმოიტანა – Ahetaton, რომელიც ძველი დედაქალაქ თებედან 300 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.

ამენჰოტეპმა სერიოზული რელიგიური რეფორმა გაატარა, მან რანგით აამაღლა ერთადერთი მზის ღვთაება ატონი. საკუთარ თავს ეხნატონი, “ატონისათვის მარგი” უწოდა. თუმცა, ეგვიპტელებს შორის უკმაყოფილონიც იყვნენ ძველი ღმერთების დამხობის გამო, რომლებმაც მეტსახელად “მტერი ახენ-ატონიდან” უწოდეს. მემატიანეები მეფეს ასე მოიხსენიებდნენ გრაგნილში, მისი გარდაცვალების შემდეგ, სახელის წარმოთქმის სურვილის გარეშე.

რაც ეხნატონმა გააკეთა, კოლოსალური იყო თავისი მასშტაბით. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი მას მარტოს არ გაუკეთებია, მას ნეფერტიტი დაეხმარა. ისინი დილით ადრე მიემგზავრებოდნენ სასახლიდან და მზეს ეგებებოდნენ. ნეფერიტი თავად ატარებდა ღვთისმსახურებას და ლოცულობდა ატონის ტაძარში. ნეფერტიტი ასევე ტეფნუტის ქალღმერთად იყო აღიარებული, ტენიანობის ქალღმერთად, რას ქალიშვილად, ასევე შეეძლოთ დედოფალი სფინქსის სახით წარმოედგინათ.

ტრიადა დაიშალა

“მას ატონი სიმშვიდეში მიჰყავს ტკბილი ხმითა და ლამაზი ხელებით, – ნათქვამია ნეფერტიტის შესახებ სამარხის წარწერაზე, – მისი ხმის გაგონებით ყველა ხარობდა.”

თუ ვიმსჯელებთ გადარჩენილი ნახატების მიხედვით, ნეფერტიტისა და ეხნატონის ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ უფროსი მეუღლისა და ფარაონისა. ფაქტობრივად ეხნატონმა შექმნა ღვთაებრივი ტრიადა, რომლის საფუძველიც ნეფერტიტი იყო. არსებობს მრავალი საოჯახო ესკიზები, რომელიც გამოხატავს ეხნატონის, ნეფერტიტისა და მათი ქალიშვილების ცხოვრებას.

ფარაონს ნეფერტიტმა 6 ქალიშვილი გაუჩინა, ერთ-ერთის, მეკეტატენის სიკვდილმა კი მთელი მისი ცხოვრება დაანგრია. სავარაუდოდ, ის სასოწარკვეთაში ჩავარდა. მისი ადგილი დაიკავა მეორე დედოფალმა კიიამ ეხნატონის ქალთა სახლიდან, ხოლო შემდეგ ნეფერტიტის უფროსმა ქალიშვილმა მერიტატონმა.

ნეფერტიტის საიდუმლო

თუ დავუჯერებთ ნეფერტიტის წარმოშობის ეგვიპტურ ვერსიას, სწორედ მისი მამა ეია გახდა ფარაონი და კვლამ დაუბრუნა ეგვიპტეს “ჭეშმარიტი” რწმენა.

ნეფერტიტი ქალიშვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, უკვე აღარსადაა მოხსენიებული. დღესდღეობით, ზოგიერთმა ისტორიკოსმა თავის კვლევებში მიაღწია ფანტასტიკურ ვერსიებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ნეფერტიტი მართავდა ეგვიტპეს, სმენხკარას სახელწოდებით.

 

 

SHARE