ემილი ბრონტე: სასტიკი ლიტერატურა

1
7126

გასაოცარია, თუ როგორ მოახერხა ჩუმმა და ჩაკეტილმა გოგონამ, რომელიც თითქმის არასოდეს ტოვებდა საკუთარი სახლის საზღვრებს, ამდგარიყო და შექმნა ევროპული ლიტერატურის ერთერთი ყველაზე სასტიკი და უცნაური რომანი

ის, რომ სიყვარული მჭიდრო კავშირშია სიკვდილთან, ხოლო სიკეთე ბოროტებასთან, დღეს ძალიან ბანალურად ჟღერს. მაგრამ ემილი ბრონტეს შეეძლო ამის შესახებ დაეწერა ისე, რომ მისი წაკითხვის შემდეგ, კეთილსინდისიერ ინგლისელ ქალბატონებს გული უწუხდებოდათ, ხოლო ჯენტლმენები წყევლა-კრულვას იწყებდნენ.

განდეგილი

ემილი გაიზარდა ჩრდილოეთ ინგლისში, სადაც მარტოსულ და ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ახლო ნათესავებთან, სახლიდან გადიოდა მხოლოდ ეკლესიაში წირვაზე დასასწრებლად ან უახლოეს ბორცვებზე გასასეირნებლად.  ასე, რომ მწერლის სოციალური კავშირები ძალიან ვიწრო წრით შემოიფარგლებოდა.

თავისი კარჩაკეტილობით ემილი გამოირჩეოდა თავის და-ძმებთან ურთიერთობაშიც კი, რომელთა შორისაც ის იზრდებოდა. ბრონტემ თავისი ცხოვრებით  და თავისი ნაწარმოებებით შექმნა მსოფლიო ლიტეტატურაში კარჩაკეტილობის ერთერთი უიშვიათესი მაგალითი.

რომანტიკული მსოფმხედველობის ტიპი, რომელი მან დაამკვიდრა, განეკუთვნება ბაირონიზმს, თუმცა საპირისპირო მხრიდან.

თუკი ბაირონიზმი შესაძლოა მივიჩნიოთ რომანტიზმის სააღლუმო სახედ, მაშინ ემილი ბრონტემ აჩვენა მისი შინაგანი, სათუთი არსი.

დები ბრონტეები

უფროსი – შარლოტა, შუათანა – ემილი, უმცროსი – ენნი, სამივენი გატაცებულნი იყვნენ ლიტერატურით. თუმცა ოჯახში იყო კოდევ ერთი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი, მათი ღვიძლი ძმა ბრენუელი.

დიდ ლიტერატურაში დების დებიუტი ერთდროული გამოდგა, დაწერეს რა 1847-ში “ჯეინ ეარი”, “ქარიშხლიანი უღეტეხილი” და “აგნეს გრეი”.

ყველაზე დიდი წარმატება წილად შარლოტას ხვდა, საბოლოო ჯამში ზუსტად მისმა რომანმა გააღვივა საზოგადოების ყურადღება მისი დების წიგნების მიმართაც.

«ქარიშხლიანი უღელტეხილი»

პირველი წაკითხვის შემდეგ ემილის წიგნი შოკში აგდებდა მკითხველს თავისი სისასტიკით, თუმცა ასევე იზიდავდა კიდეც მასში აღწერილი ვნებების ძალით.

ჯერ კიდე XIX საუკუნეში «ქარიშხლიანი უღელტეხილი» დასახელებულ იქნა ყველაზე «რომანტიულ რომანად», გადაიქცა რა რომანტიზმის ტრადიციის ერთერთ ეტალონად. დროთა განმავლობაში მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

«ქარიშხლიანი უღელტეხილი», რომლის უამრავი ეკრანიზაცია განხორციელდა, უკვე საუკუნენახევარია მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად რჩება.

1978 წელს კეიტ ბუშის სინგლმაც კი «ქარიშხლიანი უღელტეხილი», უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, ლიდერობდა რა ინგლისის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების ჩარტებს.

1996 წელს კი სელინ დიონმა შეასრულა სიმღერა It’s All Coming Back to Me Now, რომელიც ასევე შთაგონებული იყო ემილის რომანის მიერ.

თუმცაღა, ნაწარმოების ყველაზე ცნობილი გამოძახილი წიგნების სერია «ბინდი» გახდა, რომელშიც გამოყენებულია მოტივები ბრონტეს რომანიდან.

ჰიტკლიფი

ჰიტკლიფი – რომანის ცენტრალური პერსონაჟია, ზუსტად მისმა რთულმა, დამაინტრიგებელმა და არცთუ ბოლომდე გასაგებმა ხასიათმა მოუტანა ნაწარმოებს სახელი და მსოფლიო აღიარება.

ლიტერატურული ტიპაჟის მიხედვით ჰიტკლიფი განეკუთნება კლასიკურ ბაირონისეულ გმირს, თუმცა ბრონტე უფრო მეტად ავითარებს პერსონაჟს, ტვირთავს რა მას მრავლად უარყოფითი თვისებებით.

ჰიტკლიფი სახიფათოა და შურიანი, ასეთად ის აქცია ბნელმა რომანტიკულმა კავშირმა გარდაცვლილ ქალთან, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარდა.

ბრონტემ პირველმა აღმოაჩინა ფსიქოლოგიური ფორმულა, რომელიც შემდგომში “ოქროსად” იქცა, ჰიტკლიფის ხასიათის ესა თუ ის ხაზები შეიძლება აღმოვაჩინოთ კინოსა თუ ლიტერატურის მრავალ პერსონაჟში დაწყებული «ბინდის»-ის გმირებიდან და ჰიტ ლეჯერის ჯოკერიდან, და დამთავრებული კრისტიან გრეით “გრეის ორმოცდაათი ელფერიდან”.

ფენტეზის საწყისი

მიუხედავად იმისა, რომ ფენტეზის ჟანრი საწყისს მხოლოდ XX საუკუნეში იღებს, ბრონტეს ოჯახს მასთან გარკვეული კავშირი ჰქონდა.

დები, რომლებიც ფაქტიურად მოკლებულნი იყვნენ თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, ერთობლივად ქმნიდნენ თავიანთ გამოგონილ სამყაროს – თავდაპირველად უბრალოდ ზღაპრების გათამაშებით, შემდეგ კი მათი ჩაწერით.

საბავშვო წარმოსახვების წყაროდ წარმოდგებოდნენ შუასაუკუნეები და თანამედროვე ისტორია, ეზოპის იგავები და ვოლტერ სკოტის რომანები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ემილი და უმცროსი და ენნი დროთა განმავლობაში ჩამოშორდნენ შარლოტას და ძმა ბრენუელის თამაშებს. თანაავტორობით მათ შექმნეს საკუთარი სამყარო, რომელიც შედგებოდა ორი კუნძულისაგან – გონდალი და გაალდინი.

ემილის სიყმაწვილის ნაწარმოებები იმ სამყაროზე შემონახული არაა. თუმცაღა მისი პოეზიის საკმაოდ დიდ ნაწილს პირდაპირი კავშირი აქვს მასთან (ერთერთ რვეულს ასევე ქვია “გონდალის ლექსები”).

ემილისათვის ისევე, როგორც დანარჩენი დებისათვის, წარმოსახვითი თამაშების სამყარო ერთგვარ შემოქმედებით ლაბორატორიად იქცა, სადაც მოგვიანებით წარმოიშვნენ უკვე ზრდასრული ნაწარმოებები.

ცნობილია, რომ ემილი თამაშს სერიოზულად ეკიდებოდა სიცოცხლის ბოლომდე.

აუღიარებელი გენიოსი

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ემილი ბრონტე სავსებით უცნობი იყო სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა ხმაურიანი ლიტერატურული წარმატება მისთვის უცხო იყო.

მისი ლექსები მკითხველის მხრიდან ფაქტიურად შეუმჩნეველი დარჩა, ხოლო სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოცემულმა რომანმა “ქარიშხლიანი უღელტეხილი”, მართალია კი გამოიწვია პუბლიკის წინააღმდეგობრივი ინტერესი, თუმცა ჩაიკარგა შარლოტა ბრონტეს «ჯეინ ეარის» ხმაურიან წარმატებისა და ენნ ბრონტეს «უცნობი ქალი უაილდჰელ-ჰოლიდან» სკანდალის ფონზე.

სამაგიეროდ ემილის გარდაცვალებიდან ძალიან მალე “ქარიშხლიანი უღელტეხილმა” მიიღო მაღალი შეფასება და საბოლოოდ იქნა აღიარებული ლიტერატურულ შედევრად.

მოგვიანებით ემილის პოეზიაც იქნა დაფასებული. დღეს უკვე მას თვლიან არანაკლებ გენიალურ პოეტად, ვიდრე ბაირონს, შელის, კიტსის ან ბლეიქს.

ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ჟორჟ ბატაი განიხილავდა ემილი ბრონტეს ბოდლერის, პრუსტის, კაფკას და სხვა მწერლების გვერდით, ვისი შემოქმედებაც განსაკუთრებით ნათლად და ზუსტად წარმოაჩენდა ლიტერატურისა და ბოროტების თანაფარდობის პრობლემას.

მისტიციზმი

სახლი, რომელშიც დები ბრონტები გაიზარდნენ, გამსჭვალული იყო რელიგიური ატმოსფეროთი. ირლანდიელ პასტორს უყვარდა თავისი ქალიშვილები, თუმცა ზრდიდა მათ მკაცრად და აცტეკურად.

რელიგია წარმოადგენდა იმ სამყაროს ერთერთ კონსტანტას, რომელშიც ემილი ცხოვრობდა. მეორე იყო ლიტერატურა.

ემილის შემოქმედებაში მისტიციზმი და ლიტერატურა შეერთდნენ ახალი ხარისხით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ემილის ჰქონდა მისტიციზმში გარკვეული გამოცდილება. პოულობენ რა მის პოეზიაში კავშირს ტერეზა ავილელთან.

რთულია ამაზე იმსჯელო, თუმცა უდავოა, რომ ემილის ბევრი ლექსი აღწერს  გასაოცრად გამწვავებულ სულიერ მდგომარეობას, რომლებიც გაჯერებულია მისტიური განცდებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბუნტი მორალის წინააღმდეგ

ყველაზე სკანდალურ რომანად დების შემოქმედებაში ითვლება “უცნობი ქალი უაილდჰელ-ჰოლიდან”, დაწერლი უმცროსი დის ენნის მიერ.

მას მოიხსენიებენ ლამის პირველ ფემინისტურ რომანად, დის სიკვდილის შემდეგ შარლოტამ აკრძალა მისი ხელახალი გამოცემა.

თუმცა «ქარიშხლიანი უღელტეხილი» “უცნობზე” არანაკლებ ილაშქრებს ვიქტორიანული მორალის წინააღმდეგ.

თავნება და აალებადი კეტრინის სახეს, რომელიც ღიად უგულებელყოფს თავის ქმარს ბოროტი ჰიტკლიფისადმი აკრძალული ბავშვობის დროინდელი სიყვარულის სასარგებლოდ, ნაკლებად შეიძლება ეწოდოს საპატივცემულო ინგლისელი ლედების და ჯენტლმენების თვალში.

«ქარიშხლიანი უღელტეხილის» შემდგომ გამოცემებში შარლოტა ბრონტეს უხდებოდა თავი ემართლებინა კრიტიკოსების წინაშე მისი დის ქმნილების გამო.

ის არწმუნებდა პუბლიკას, რომ რომანში, მიუხედავად ბნელი და საშინელი ატმოსფეროსი არის ადგილი სიკეთის, სინაზისა და სხვა ადამიანური გრძნობებისათვის, თუმცა მართალია ისინი ჰიტკლიფის დემონური ფიგურის ჩრდილში იმყოფებიან.

იმის ხარჯზე, რომ ბუნტი ემილის რომანში გამოხატულია ნაკლებად პირდაპირ  და უფრო პუბლიცისტურ ფორმაში, ვიდრე მის დასთან, მისი მნიშვნელობა დღეისთვისაც ნარჩუნდება.

«ქარიშხლიანი უღელტეხილის» აზრი – პირველ რიგში გამოწვევაა მიღებული საზოგადოებრივი მორალის მიმართ,  რომლის საფუძველსაც ზეეთიკურობა წარმოადგენს», – წერს ბატაი 1957 წელს, ანუ 110 წლის შემდეგ რომანის პირველი გამოცემიდან.

«ქარიშხლიანი უღელტეხილის» პოპულარობა, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება, ადასტურებს, რომ ეს გამოწვევაა და ის დღესაც კი ინარჩუნებს თავის აქტუალურობას.

ლიტერატურა და სიკვდილი

«ქარიშხლიან უღელტეხილში» ემილი ბრონტე ნათლად იყენებს გოთიკური რომანის ზოგიერთ ილეთებს. ამასთან, როდესაც კითხულობ დების ბიოგრაფიას რჩება წარმოდგენა, რომ თვით ცხოვრება ბრონტეს სახლში შემოსილი იყო საშინელების და საიდუმლოს გოთიკური ატმოსფეროთი.

დების დედა გარდაიცვალა, როდესაც ისინი ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, ამის შემდეგ მალევე კიდევ ორი უფროსი და გარდაიცვალა.

ბავშვები მამის და დეიდის ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდნენ. აღზრდა იყო საკმაოდ მკაცრი, ერთადერთი რაც მას ამსუბუქებდა ხელოვნება იყო.

ბავშვობაში ყველა და ბრონტე და ძმა ბრენუელი გატაცებული იყვნენ ლიტერატურით. და ყველანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ტუბერკულიოზისაგან – ძმა ბრენუელი 31 წლის, ემილი 30 წლის, ენნი 29 წლის ასაკში. შარლოტა კი 38 წლის, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ისევ ტუბერკულიოზი იყო, თუმცა ზუსტად ცნობილი არაა.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბრონტეების ოჯახი დაწყევლილი იყო. ხოლო თავად მათზე კი შესაძლებელი არის დაიწეროს რაიმე გოთიკური რომანი. რომანი ერთერთ ყველაზე უცნაურ ოჯახზე მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

 

SHARE