ევროპული სტუმართმოყვარეობის ვირუსი

0
3227

 

ევროპა სხვის შეცდომებზე არაფერს სწავლობს და დაჟინებით აგრძელებს საკუთარი შეცდომების დაშვებას. საფრანგეთის არაბიზაციაზე უკვე აზრი არ გამოუთქვამს მხოლოდ ზარმაცს, ისევე, როგორც გერმანიის ისლამიზაციაზე. ეს პროცესები არ დაწყებულა არც დღეს, არც გუშინ და არც გუშინწინ. ის გრძელდება არა წლების, არამედ ათწლეულების განმავლობაში. ევროპაში შენიღბულად შემოიტანეს “მულტიკულტურალიზმი”, მოთხოვნა, უარყონ საუკუნოვანი ტრადიციების პატივისცემასა და ღირებულებებზე უცხოურის სასარგებლოდ. “უარყოფა” – ძალიან რბილად ნათქვამია, ზედმეტად ტოლერანტული და პოლიტკორექტულია. ევროპას უბრალოდ აიძულებენ უღალატონ ყველაფერს, რაც იყო მასში ევროპული და ქრისტიანული.

მაზოხიზმი ძველ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გასართობი ხდება, რომელიც ნელ-ნელა რელიგიაში გადადის. ეს მოქმედებს როგორც ნარკოტიკი, იწვევს დამოკიდებულებას და საჭიროებს მუდმივად მზარდ დოზას. სტუმართმოყვარეობა და სურვილი დაეხმარო ახლობელს, გადაჭარბებულად პროგრესირებს. იქცევა დაავადებად, სურვილი და სიამოვნება იგრძნო თავი ხელქვეითად, დამონებულად და დაჩაგრულად. ჩამოსულების გასათბობად მზად არიან ცეცხლი წაუკიდონ საკუთარ თავს.

გადაჭარბებული სტუმართმოყარეობის ინფექცია გადამდებია და უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებში. გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ უკვე მიიღო თავისი ნაყოფი უკონტროლო და უპასუხისმგებლო “მულტიკულტურული” უცხოელების, ევროპელი ქალების დაუსჯელად დარჩენილი მოძალადეებისა და “მაღალი ეიფელის კოშკიდან უბედური პარიზელების თავზე”, ისევე, როგორც ქირსტიანულ ღირებულებებზე მაფურთხებლების სახით.

ცარცით ასფალტზე ხატვა, პოლიტიკოსების სანახაობრივი მსვლელობა ქუჩებში და ტელეკამერების წინ წარმოთქმული მოწოდებები (ფაქტობრივად თვითგამანადგურებელი) “მოდით ვიცხოვროთ მეგობრულად”, მიმართული სტუმრებისკენ, კიდევ უფრო აგრძნობინებთ მათ თავს ბატონებად. ისინი ხელშეუხებლები არიან და კარგად იციან ამის შესახებ.

სტუმართმოყარეობის ჰიპერტროფირებული ვირუსი გადამდებია, ყოვლისმომცველი და არ ექვემდებარება მკურნალობას მოლაპარაკებებითა და სტუმრებისთვის ნორმალური ცხოვრების წესის ახსნით. ის ვრცელდება და არ აღიარებს საზღვრებს. თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვრები მხოლოდ ნომინალური სახით არსებობენ, მაშინ მათი გავრცელება ერთი ქვეყნიდან მეორეში, გასაკვირი სულაც არ არის.

ცოტახნისწინ ამ დაავადების ნიშნები აღმოჩენილი იყო ბარსელონაში.

კატალონიის დედაქალაქის მერის ადა კოლაუს პროფესიონალი პოლიტიკოსებისთვის მიკუთვნება რთულია. ამ ქალმა გაითქვა სახელი და თანამდებობა მოიპოვა  ერთხელ “იპოთეკისგან დაზარალებულთა“აქციაზე გამოჩენით, რომელიც მოძრაობა ბანკის იპოთეკის გადაუხდელობის გამო გამოსახლებულთა უფლებების დამცველთა მიერ ტარდებოდა. ორგანიზაციები, რომლებიც სპონტანურად წარმოიქმნენ, ადას და მისი ახლობლების ძალისხმევით, შემდგომში ყველა წესების დაცვით ოფიციალურად გაფორმდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, კოლაუმ შეძლო შეერთებოდა Barcelona en Comú-ს , რომელიც ესპანეთის პოპულისტური პარტიის Podemos ფილიალი იყო და არჩეულ იქნა მერად და დაიწყო “საერთოსაზოგადოებრივი წესრიგის” დამყარება. მისი იდეების განვრცობასა და მიღწევების აღწერას აზრი არ აქვს. თუმცა ერთ-ერთ კამპანიაზე შეჩერება მაინც ღირს.

კამპანია ბარსელონას ლტოლვითა თავშესაფრის ქალაქად გადაქცევას ემსახურებოდა. ამ იდეის რეალიზება ყველაზე უფრო კარგად მან შეძლო.

ამა წლის ივლისში, კატალონიის ერთ-ერთ ზღვისპირა კვარტალში, ბარსელონეტაში საზეიმოდ გახსნეს “სინდისის მრიცხველი.” რა თქმა უნდა, არა უმიზეზოდ, არამედ “საზოგადოებრივი ყურადღების მისაპყრობად, იმ ადამიანთა პრობლემებზე, რომლებიც ესპანეთში სირიის ომსა და აფრიკაში საბრძოლო კონფლიქტებს გაურბოდნენ.” მრიცხველი დააფიქსირებს იმ უბედურ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას დაიღუპნენ ევროპაში უკეთესი ცხოვრების ძიებისას. გარდა ამისა, გამართულ ცერემონიას მსგავსი სახელი ჰქონდა “პატივი ვცეთ ხმელთაშუა ზღვაში დაკარგულებს და მივცეთ თავშესაფარი, ვინც  მას ევროპაში ეძებს.” ასევე გახსნეს მემორიალი “ჩვენ ვართ და ვიქნებით ქალაქი-თავშესაფარი”. (Memorial Somos y seremos ciudad refugio).

ახლო აღმოსავლელმა არალეგალებმა აქ ჯერ კიდე დიდი რაოდენობით წარმოდგენილნი არ არიან – შორია, გერმანიასა და საფრანგეთთან შედარებით, სოციალური სერვისებიც ესპანეთში, ძლიერ ჩამორჩება იმას, რაც ხელმისაწვდომია ევროპის ორ წამყვან ეკონომიკაში.

თუმცა აფრიკიდან გამოქცეულები “ხრიკს მიხვდნენ” – ბარსელონის სანაპირო სამსახურები თითქმის ყოველ დღე არალეგალების გარადრჩენით არიან დაკავებულნი, რომლებიც ათეულობით მოცურავენ ხმელთაშუა ზღვით.

ქალაქის ადმინისტრაცია ახდენს ბარსელონის მოსამზადებელი გეგმის რეალიზაციას, ემიგრანტების დასასახლებლად, მათთვის აუცილებელი რესურსების მისაწოდებლად და გაქცეულთა უფლებების უზრუნველსაყოფად. ამ საქმისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 10,5 მილიონი ევრო. ბუნებრივია არა საბოლოოდ. სტუმართმოყვარეობისთვის გამოყოფენ იმდენს, რამდენიც საჭიროა. თავიანთი, გამოსახლებულნი, “იპოთეკის მსხვერპლნი” და უმუშევარნი კი დაივიწყეს. სტუმართმოყვარეობა უპირველესყოვლისა. მის შედეგებზე კი, ფიქრი არავის არ უნდა. ესპანეთის მავრების ქვეშ ცხოვრების, 800 წლიანი გამოცდილების გახსენება – პოლიტიკურად არაკორექტულია.

სწორედ ამიტომ გააცოცხლა კოლაუმ ამავე, გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობის ჩარჩოში მოქცეული, ორი წლის წინ დაბლოკილი თემა, ბარსელონაში მეჩეთის აშენების შესახებ. ყველაზე დიდის ევროპაში და ამავე თვალსაზრისით მესამესი მთელს მსოფლიოში. ეს უნდა გახდეს კატალონიის დედაქალაქის  “დიდი სიმბოლური პროექტი” და “გააკეთოს რელიგიური პლურალიზმის აშკარა დემონსტრირება”.

ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება – “ქალბატონი კოლაუსთვის არაფერი არაა ცნობილი, იმის შესახებ, რომ ისლამს არ აქვს არანაირი სურვილი ინტეგრირდეს ჩვენს საზოგადოებასთან”, დაბალ ფენებში ისმის, მაგრამ ზემოთ არ ისმინება. თითქოს “მხოლოდ მეჩეთის აშენების გზით შეიძლება ისლამოფობიის დასრულება”.

“სინდისის მრიცხველმა” ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლის პირველ იანვარს, 00.00. “სტარტს იღებს ის საკმაოდ მაღალი ციფრით” – წერს La Vanguardia. – გაეროს უმაღლესი კომისარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლიდან, უკეთესი ცხოვრებისთვის მცურავმა 10 000-მა გაქცეულმა ნახა საკუთარი სიკვდილი”. სხვა ესპანური გაზეთის EL Mundo-ს მონაცემებით ხმელთაშუა ზღვაში გარდაცვლილი არალეგალების რიცხვმა 2016 წელს უკვე 5 000 -სს გადააჭარბა. როგორც ჩანს, ბარსელონის მერის აზრით, ისინი ყველანი უნდა დასახლებულიყვნენ კატალონიის დედაქალაქში.

გერმანიის და საფრანგეთის უახლესი გამოცდილება ესპანეთს არაფერს არ ასწავლის. სხვისი მცდარი გზით სიარული, როგორც ჩანს ევრო კავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში მოდაში შემოდის.

 

SHARE