ღალატის ანატომია

0
4036

სოციოლოგების შეფასებით, ქართველების 70% გმობს ღალატს. ყოველწლიურად, მორალის მხარდამჭერთა რიგები იზრდება და ძლიერდება. “უწესოოთხმოცდაათიანი წლებისგან განსხვავებით, ღალატის მიმართ ტოლერანტობა მესამედით შემცირდა. თუმცა, ექიმებს ეჭვი აქვთ კვლევის ობიექტურობაში. სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ მეუღლეების უმრავლესობა სტაბილურად ღალატობენ თავიანთ მეორე ნახევრებს. თუ ეს ადრე მამაკაცების პრეროგატივად ითვლებოდა, ახლა ქალები ცდილობენ დაკარგული დროის ანაზღაურებას. ჩვენი სტატია მოგითხრობთ, თუ  ვინ უფრო ხშირად ღალატობს, რატომ და რით განსხვავდება თანამედროვე რომანები საბჭოთა კავშირის დროინდელისგან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვინ უფრო ხშირად ღალატობს?

დაქორწინებული მამაკაცები, ყველაზე ხშირად ღალატობენ და ეს საერთოდ არ უკავშირდება იმას, თუ როგორ გრძნობენ ისინი ოჯახში თავს, უყვართ თუ არა მეუღლე. ეს უბრალოდ მამაკაცების თვისებაა, ისწრაფონ ახალი გამარჯვებებისკენ. როგორც კვლევებმა აჩვენა, საშუალოდ, მამაკაცებს რეპუტაციის შესანარჩუნებლად სჭირდებათ ორი-სამი სექსუალური პარტნიორი წელიწადში.

ვინ არიან ყველაზე აქტიურნი?

ყველაზე აქტიურნი ექიმები არიან, მაგრამ არა სექსოლოგები და გინეკოლოგები, არამედ ქირურგები და კარდიოლოგები. დიდ ქალაქებში მცხოვრებთ, დაახლოებით შვიდი ახალი ურთიერთობა აქვთ წელიწადში. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ კარდიოლოგების მთავარი კლიენტები პენსიონერები არიან, თუმცა მათი ხშირი პაციენტები 25-30 წლის ქალებია. ამ დროს მათი სხეული განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს. თუმცა ექიმებს საკურორტო რომანი არ სჭირდებათ, რადგან მათ დიდი შესაძლებლობები აქვთ აღმოაჩინონ სიყვარული სამსახურში. ხოლო მენეჯერთათვის, ოფისის თანამშრომლებისთვის  და მათთვის, ვისაც  კაცების გარემოცვაში უწევთ მუშაობა, საზაფხულო რომანი მთელი თავგადასავალია.

არსებობენ ერთგული მეუღლეები?

დაახლოებით 24-26 პროცენტი ერთგულია. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა, რომლებიც სექსოლოგებმა ჩაატარეს მოხალისეებთან ჰიპნოზისა და “სიმართლის შრატის” საშუალებით, აჩვენა, რომ ქორწინებაში მყოფი მამაკაცების 74, ხოლო ქალების 33 პროცენტი მოღალატეა.

საინტერესოა ის, რომ მოღალატე მამაკაცების რიცხვი სტაბილურია და წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ იცვლება, ხოლო ქალების რიცხვი 0,1%–ით იზრდება წელიწადში.

რატომ?

ქალებმა ასევე გაზარდეს თვითშეფასება. თითოეულ ჩვენგანს გვიჩნდება იდეა: “შემიძლია მე რაიმე სხვა, უკეთესი? “ გარდა ამ ემანსიპაციისა. დღესდღეობით, დაქორწინებულთა ასაკი იზრდება, ქალაქში ეს საშუალოდ 27-28 წელია, ხოლო პროვინციებში 25-26, თუმცა 40 წლის წინ ახალგაზრდა გოგონები თხოვდებოდნენ. ახლა, განათლებულ ადამიანებს, ოჯახის შექმნამდე ერთი ან მეტი სექსუალური პარტნიორი მაინც ჰყავთ. ამიტომ, როდესაც ის ხვდება ისეთ სიტუაციაში, სადაც არ არის ქმარი, უნარები მარტივად ახლდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჭიროა თუ არა ამისთვის სპეციალური განათლება?

ეს არის ხელოვნება, სიტყვის გარეშე აჩვენო პოტენციურ პარტნიორს, თუ რა მოსწონს მას. ხშირად ქალბატონები უფრო მიჯაჭვულნი არიან ოჯახთან და ფსიქოლოგიურად უფრო სუსტები არიან. ქალმა იცის, რომ თუ კაცი ანთებულია და  არ შეუძლია წამოდგეს კაფეში, მას ძლიერი ერექცია აქვს, რაც ნიშვნავს, რომ მან გაიმარჯვა. ყველაზე ხშირად, მას ეს განცდა ყოფნის, რათა თავი გამარჯვებულად იგრძნოს შემდეგ შეხვედრამდე.

ფიზიკური ღალატი ქალების შემთხვევაში უფრო ნაკლებია, მაგრამ თუ ეს მოხდება, თანამედროვე ქალები რომანს უფრო  განსხვავებულად უყურებენ, ვიდრე 20 წლის წინ მათი კოლეგები. მათ როგორც მამაკაცებს, ჰგონიათ, რომ მომენტით უნდა ისარგებლო, ხოლო შემდეგ შეწყვიტო ურთიერთობა.

რომელ ასაკში ღალატობენ ყველაზე ხშირად?

ასეთი სტატისტიკა არ არსებობს. მამაკაცებს აქვთ რომანი, მანამ სანამ ეს შეუძლიათ. ქალებში ეს დაკავშირებულია მათ წარმოდგენაზე, რამდენად ფუნქციონირებენ სექსუალურად. დიდ ქალაქებში მცხოვრებნი, როგორც წესი თვლიან, რომ ისინი 50 წლამდე ჯანმრთელნი არიან. ხოლო პროვინციაში ფიქრობენ, რომ ეს 45 წელია და ამის შემდეგ სულზე უნდა იფიქრონ, თუმცა სინამდვილეში ეს ქალბატონი შეიძლება მშვენივრად გამოიყურებოდეს. ვფიქრობ, რომ სექსუალური “სისუსტის” ასაკი მალე გაიზრდება. რამდენიმე ათწლეულის წინ, ალბათ ვერ შეხვდებოდით საყვარლებს, რომელთა ასაკი 40ს ზემოთაა, ახლა კი ხშირად გვხვდებიან 50-55 წელს გადაცილებული ქალები. ზოგჯერ მათ ეკითხებიან: “გვიანი არ არის პარტნიორთან ურთიეთობა, როცა მას ჰყავს ოჯახი?” ხოლო პასუხები ასეთია: “რატომ? ეს საინტერესოა, შეიძლება ფიზიკურად გრძნობდე ნაკლებს, ვიდრე 5 წლის წინ, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მე მსურს მასთან შეხვედრა”.

ფრაზასაზაფხულო რომანიცნობილი იყო საბჭოთა კავშირის დროს. მას შემდეგ ეს ცნება შეიცვალა?

ჯერ კიდევ ათი წლის წინ საზაფხულო რომანების სამი პროცენტი დასრულდა გაყრით. უმეტესი შემთხვევები იყო “მსუბუქი” თავგადასავალი. როგორც წესი, სექტემბერში ექიმთან მიდიოდა ქალების დიდი რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში აღმოაჩენდნენ გონორეას, ხოლო უარეს შემთხვევაში ღალატის დოკუმენტურ მტკიცებულებას: წერილებს, ფოტოებს. დღესდღეობით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, გამოჩნდა Skype, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები, ასერომ,  შეგვიძლია ურთიერთობა ძალისხმევის გარეშე  შევინარჩუნოთ. საზაფხულო რომანები აღარ არის მხოლო საზაფხულო. დასვენებისას, ის მხოლოდ იწყება და შემდგომში ვითარდება. ახლა, ასეთი კავშირები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ოჯახის დანგრევისთვის, ვიდრე ძველად.

ანუ მეუღლეთათვის აბსოლიტურად უარყოფითია დაისვენონ ცალცალკე?

ახალგაზრდა წყვილებისთვის უმჯობესია, თუ დაისვენებენ ერთად. მაგრამ მათთვის, ვინც დიდი ხანია ცხოვრონს, და ისევ იგივე ოფისში მუშაობს, ღირს დაფიქრრება მოკლე, განცალკევებულ არდადეგებზე. უმჯობესია, იცხოვროთ ადამიანთან, რომელსაც არ აქვს არასრულფასოვნების განცდა. ყოველი ახალი სექსუალური ურთიერთობა არის ნევროზის სამკურნალო შესანიშნავი გზა. უფრო ძვირი, ვიდრე ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, თუმცა მეტად ეფექტური. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ურთიერთობები მოვაქციოთ გონივრულ ფარგლებში.

  ავტორი: ნანა ახალაია