ალექსანდრე კაპლანი: წაიკითხავს სმარტფონები ჩვენს აზრებს?

0
2857

 

Facebook-ს ნამდვილად შეუძლია შექმნას გაჯეტი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იქნება მფლობელის ტვინთან. – თვლის ფსიქოლოგი ალექსანდრე კაპლანი.

მარკ ცუკერბერგმა ნათლად განაცხადა, რომ კომპანია ნეიროკომპიუტერული ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც განკუთვნილი იქნება კითხვისთვის და აზრების გადაცემისთვის. ასევე ექსპერტებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის შუა პერიოდში Facebook-მა ამ ამოცანის გადასაჭრელად შექმნა სპეციალური კვლევითი ქვედანაყოფი.

შეუძლიათ თუ არა სმარტფონებსა და სხვა გაჯეტებს წაიკითხონ ადამიანის აზრები და ზრახვები, ინტერვიუში მოგვიყვება ფსიქოფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნეიროფიზიოლოგიისა და ნეიროინტერფეისის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ალექსანდრე კაპლანი.

ბატონო ალექსანდრე, Facebook- ნამდვილად შეუძლია ადამიანის აზრების წაკითხვა? ჩვენ ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვართ ტელეპატიის სფეროში?

– ახლა აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო დაკავშირებულია იმასთან, რომ Facebook-მა გამოაქვეყნა ვაკანსიათა სია სპეციალური განყოფილების Building 8-ისთვის. კერძოდ, ნეიროკომპიუტერული ტექნოლოგიების ინჟინერ-ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იქ საჭიროა “ტვინი-კომპიუტერის”ინტერფეისის სპეციალისტი, მაღალი დონის დოქტორის ხარისხით ნეირობიოლოგიაში. ასევე, ინჟინერი ტვინის აქტიურობის ვიზუალიზაციის სფეროში. ამ ფაქტს ექსპერტები და ჟურნალისტები უკავშირებენ ცუკერბერგის ბოლოდროინდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ჩვენ შევძლოთ ერთმანეთს გადავცეთ აზრები პირდაპირ ტვინიდან ტვინში, ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ამრიგად, ყველა შეთანხმდა, რომ საიდუმლო ლაბორატორია ადამიანის აზრების წამკითხველი მოწყობილობისთვის იყო შექმნილი.

სინამდვილეში, Facebook-მა გამოაცხადა 40 ვაკანსია, ძირითადად ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიების ინჟინრები და პროგრამისტების პოზიციებია, რომლებიც დაკავებულნი არიან, მაგალითად მობილური ტელეფონების შექმნით. ამიტომ, სავარაუდოდ საქმე ეხება სმარტფონის შექმნას ახალი თაობის ელემენტით ნეიროინტერფეისის ტექნოლოგიით. ეს ტექნოლოგია ადამიანს საშუალებას მისცემს ისწავლოს, შეცვალოს ელექტროაქტივობა თავის ტვინში, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით. ცვლილებები რეგისტრირდება, ელექტრონულად იშიფრება და უკვე ციფრული კოდით გადაეცემა მიმღებს გარე აღმასრულებელი მოწყობილობით. მაგალითად, კომპიუტერის კლავიატურის მართვისთვის. გარედან ეს ჩანს, როგორც კლავიატურის აზრობრივი მართვა: ადამიანი უყურებს ეკრანს, იქ კი დამარცვლილი ტექსტი ჩნდება. ცხადია, რომ ეს არ არის აზრების კითხვა, მაგრამ ნამდვილად რეალური კონტროლია უშუალოდ ტვინიდან. მისი ელემენტებით, სმარტფონის აღჭურვაცაა შესაძლებელი.

შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ტექნოლოგია, რომელიც წაიკითხავს და გადასცემს აზრებს?

– ყველაფერი, რაც მეცნიერებმა ისწავლეს ამ სფეროში, უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ნეიროინტერფეისის ტექნოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით, მეტყველებს იმაზე, რომ სრული ინფორმაციული დაკავშირება ტვინთან პრაქტიკულად შეუძლებელია. დღემდე არ გამოქვეყნებულა არც ერთი ისეთი სტატია, რომელშიც მოყვანილი იქნებოდა ფაქტები  ინსტრუმენტალურად აზრების “მიყურადების” შესახებ, მაგალითად, როგორც ეს კაბელებით დაკავშირებული ტელეფონებით ხდება. ტელეფონით ლაპარაკისას ადამიანი ახმოვანებს იმას, რასაც ფიქრობს, შემდეგ ინფორმაცია კოდირდება ელექტრონული სიგნალებით, ამიტომ აზრები შეიძლება «ხელთ იგდო». ტვინის შემთხვევაში კი უბრალოდ შეუძლებელია დაკავშირება, იქ 86 მილიარდი ნერვული უჯრედია, რომლებიც ერთმანეთთან ჩვენთვის უცნობი კოდებით საუბრობენ.

სპეციალური განყოფილება Building 8, რომელსაც ახლა DARPA-ს ყოფილი დირექტორი რეიჟინ დაგერი ხელმძღვანელობს, შეიძლება ეცადოს შექმნას სმარტფონი, რომელიც დაკავშირებული იქნება ტვინთან. განცხადებულია, რომ ეს იქნება ახალი დონე ადამიანებს შორის კომუნიკაციაში – “ინტუიციური მმართველობა” მაღალი შესაძლებლობებით ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, კერძოდ კი, რეალობის სრულყოფის, ტექნოლოგიის ელემენტებით. დღესდღეობით ასეთი ფუნქციები არცერთ სმარტფონს არ გააჩნია.

კონკრეტულად რა ფუნქციებზეა საუბარი?

– მაგალითად, ინტუიციური მართვის ფუნქციებზე: დარეკვა აბონენტთან, ყურმილის აღება, შეტყობინების გაგზავნა, გაჟღერდეს მუსიკალური ფრაგმენტი, როგორც მოაწყობთ თქვენს სმარტფონს, ისე იქნება. ეს ყველაფერი ნეიროინტერფეისის ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც განმტკიცებულია თავში ტვინის ელექტრონული მინიმალისტური სენსორებით. არავითარი გონების წაკითხვა, უბრალოდ ბიოპოტენციალის ანალიზი, რომლის საჭიროებისამებრ ცვლილებაც მომხმარებელს უკვე ნასწავლი ექნება.

მაგალითად, ჩვენს ლაბორატორიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასეთ სენსორებით აღჭურვილი დაჯდეს კომპიუტერის ეკრანთან და კლავიატურაზე შეუხებლად დაბეჭდოს ტექსტი 95%-ის სიზუსტით. ნეიროინტერფეისის ტექნოლოგიით უკვე მსოფლიოს ბევრ ლაბორატორიაში მუშაობენ, თუმცა ამ ტექნოლოგიის სმარტფონზე მორგება, როგორც ჩანს Facebook-მა გადაწყვიტა. ეს გასაგებიცაა: სავარაუდოდ, ასეთ სმარტოფნებში ასევე ინტეგრირებილი იქნება სოციალურ ქსელებში ინტუიტიური კავშირის საშუალებაც.

როგორ შეძლებენ სმარტფონები ტვინის სიგნალების შორ მანძილზე წაკითხვას?

– სენსორები გადასცემენ წინასწარ კონვენტირებულ ციფრულ კოდ სიგნალებს გარე მოწყობილობების საშუალებით, რომელიც დაფუძნებულია ჩვეულებრივ უსადენო ტექნოლოგიებზე.

ანუ ასეთი მოწყობილობის მფლობელებს სენსორები თავზე ექნებათ დამონტაჟებული?

– ჯერჯერობით ფიზიკოსებსა და ინჟინრებს არ მოუფიქრებიბათ, თუ როგორ შეიძლება დენის წყაროს ელექტრო პოტენციალის რეგისტრირება მასთან უშუალო კონტაქტის გარეშე. საჭირო იქნება კონტაქტური სენსორების გაკეთება. თუმცა, ეს არ არის საშიში, რადგან მათი ზომა დაახლოებით 1მმ იქნება, მეათასედი გრამი, გარეგნულად მილიმეტრიანი მრგვალი ნანოფირი. ასეთი თითქმის უხილავი და მსუბუქი ფირი მარტივად შეიძლება მიწებდეს კანზე და თმაში დაიმალოს.

ამ დროს აბაზანაში მშვიდად შესვლა და თავის დაბანა თუ იქნება შესაძლებელი?

– ვფიქრობ, რომ კი. არავითარი პრობლემები თანამედროვე მიკროელექტრონიკისა და მატერიალისთვის არ არსებობს.

რამდენად უსაფრთხოა ეს ტვინისთვის?

– აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ტვინზე გავლენის მოხდენაზე, არამედ მხოლოდ მის ელექტრონულ პოტენციალზე, რომლებიც თავისქალის საშუალებით თავის თითოეულ ზედაპირს გაივლიან.

ამას გარდა, ასეთ ტელეფონებში ჩამონტაჟებული იქნება დამატებითი რეალობა. მაგალითად, აბონენტის ინტუიციური ზარის განხორციელებისას, ტელეფონი ეკრანზე გიჩვენებთ ინფორმაციას Google-დან ამ აბონენტის შესახებ, ან თუნდაც ნებისმიერ დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც დამოკიდებულია ინდივიდუალურ პარამეტრებზე.

ანუ ტელეფონი იგრძნობს, თუ ვისთან მინდა კომუნიკაცია?

– ზუსტად, ის იგრძნობს თავისი მფლობელის განწყობას, უნდა თუ არა მას კონტაქტი აბონენტთან. თუმცა, ეს ძალიან ღრმად ინდივიდუალურია. სმარტფონს მოუწევს “ივარჯიშოს” თავის მფლობელზე. “გონების” ასეთი ვარჯიშის შემდეგ, ტელეფონს სხვა ადამიანი ვერ უპასუხებს, ის უბრალოდ ვერ გაიგებს მისი ტვინის სიგნალებს.

რას ნიშნავსვარჯიში”?

– აამოქმედო ფუნქცია, ანალოგიური თითის ანაბეჭდით ამოცნობის ფუნქციისა. ამ შემთხვევაში, ხომ ჩვენ ტელეფონს ვასწავლით თუ რომელი “თითებია” ჩვენი. ასევე უნდა ვამეცადინოთ ჭკვიანი სმარტფონი: ელექტრონული პოტენციალის როგორი ცვლილება ნიშნავს ბრძანებას “დარეკვა”. როგორც ნებისმიერი ვარჯიში, სწავლების ეს ოპერაციები, იმდენჯერ უნდა განმეორდეს, რომ პროგრამა არ შეცდეს.

საუბარი არ არის იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია ანალოგიურად მიიღოს აბონენტების მთელი სია, მაგალითად 200 ან 300. ეს ძალიან საეჭვოა. მათი რიცხვი მცირე იქნება, დაახლოებით 20-30 ადამიანი. სხვა სიტყვებით, ინფორმაციული მოცულობა, ასეთი “გონებრივი” მართვის სიებისთვის შედარებით მცირეა, თუმცა თვითონ სმარტფონის მართვის შესაძლებლობა საჭირო მოქმედებაზე გაფიქრებით, უკვე კარგი მომსახურებაა.

ეს ალბათ სიცრუის დეტექტორის მსგავსად მუშაობს?

– აქ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სიცრუის დეტექტორი ცნობს არა ტყუილს, არამედ ემოციურ რეაქციას ექსპერტის სიტყვებზე, რომელიც რესპონდენტის პროვოცირებას ახდენს. ეს ექსპერტი, და არა აპარატი, ფაქტობრივად სიცრუის დეტექტორია. ის კითხვებს ისე აწყობს, რომ ადამიანი ტყუილში დაიჭიროს. თვითონ აპარატი არაფერს არ ამოწმებს და არ შიფრავს, მხოლოდ რეგისტრაციას აკეთებს. მცდარი პასუხის კრიტერიუმები ამ შემთხვევაში, გაზრდილი ემოციური რეაქციებია კითხვაზე პასუხის გაცემისას. სიცრუის დეტექტორი იყენებს რეგისტრაციას, მათ შორის, ტვინის ელექტრონული აქტივაციისას, თუმცა უფრო ინფორმაციული ამ შემთხვევაში გულის მოქმედების სიგნალებია და კანის ელექტროგამტარიანობა, უფრო სწორედ ოფლიანობა. ნეიროინტერფეისისთვის ელექტროენცეფალოგრამა უფრო შესაბამისია, რადგან ის საშუალებას აძლებს აღიქვას უფრო მეტი რეაქცია სხვადასხვა განზრახვებზე.

შეძლებს კი სმარტფონის პროცესორი გამოარჩიოს საჭირო სიგნალები, სხვა მსგავსი იმპულსებისგან, რომლებიც ტვინიდან გამოედინება? ცდომილების რა ალბათობაა?

 მართალი ბრძანდებით, ელექტროენცეფალოგრამა – ეს რამოდენიმე ასეული ათასი ნერვული უჯრედის ელექტრული ველის ნარევია. თუმცა, მაგალითად, ჩვენს ლაბორატორიაში EEG რეაქციის გაშიფრვის საფუძველზე ადამიანს შეუძლია დაბეჭდოს ტექსტი და ყოველ 100 ასოში 5ზე მეტი შეცდომა არ დაუშვას. ასეთი მაღალი საიმედოობის საიდუმლო რეაქციების გარჩევის შესაძლებლობაა, საჭირო და სხვა დანარჩენ ასოებს შორის. ამის მიხედვით შესაძლებელია მოამზადო ალგორითმი ნებისმიერი ენის ასოებზე, ასევე სხვა ნებისმიერ სიმბოლოსა და სურათზე.

როდის უნდა ველოდოთ საოცარნეიროსმარტფონის გამოჩენას?

– თუ ამ საქმით ნამდვილად მარკ ცუკერბერგი დაკავდება, ვფიქრობ, რომ ორი წლის შემდეგ ასეთი სმარტფონი მზად იქნება. საქმე იმაშია, რომ ამ დროისთვის 200-ზე მეტმა კვლევითმა ლაბორატორიამ ნეიროინტერფეისს ძალიან მაღალი დონის ეფექტურობა შესძინა. სამომხმარებლო სტრუქტურებს, როგორებიცაა Facebook და Google მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ სწავლულთა მიღწევები კონკრეტულ პროდუქტებში მოათავსონ. ეს კი, Facebook-ის სპეციალისტებს შეუძლიათ გააკეთონ ბევრად უკეთ, ვიდრე სწავლუთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. საჭიროა მხოლოდ მათ შორის მაღალი ურთიერთქმედება. ცუკერბერგმა უკვე გააფორმა კონტრაქტი 14 უნივერსიტეტთან, რათა მხარი დაუჭირონ ასეთ პროექტს.

ასეთი ტელეფონი ძალიან ძვირი სიამოვნება არ იქნება?

– ის თავისი სიახლის გამო თავიდან ძვირი იქნება, რადგან თანამედროვე სმარტფონების პროცესორებს აქვთ ძალა გაუმკლავდნენ ინტუიციური მართვისთვის საჭირო ნეიროინტერფეისის ალგორითმს. საჭირო იქნება მხოლოდ სპეციალიზებული გარნიტურა, ყურსასმენების მსგავსი, რომელიც თავზე დამაგრებისას, კანის ზედაპირს ელექტროენცეფალოგრამის რეგისტრაციისთვის განკუთვნილ 5-6 სენსორს მოაბჯენს.

სმარტფონის სწავლების კურსი ზედმეტად რთული ხომ არ იქნება მფლობელისთვის? შეძლებს კი ის სპეციალისტის დახმარების გარეშე მოწყობილობის სწავლების ასეთი კურსის გავლას?

– ეს სმარტფონის სხვა ფუნქციების მართვაზე რთული არ არის. ყველაფერი ისე იქნება ადაპტირებული, რომ ამოცანასთან გამკლავება საშუალო განათლების უბრალო ადამიანმაც შეძლოს.

მას შემდეგ, რაც სმარტფონები ისწავლიანაზრების კითხვას”, ან განზრახვების მიხვედრას, ამ სფეროში ნამდვილად მოხდება რევოლუცია?

– სმარტფონები არა “აზრების კითხვას” ისწავლიან, არამედ EEG რეაქციებზე დაფუძნებით გამორკვევას არსებული 20-30 ბრძანებიდან თუ, რომელი ჩაიფიქრა მომხმარებელმა. ეს ნამდვილად იქნება გარკვეული გარღვევა, რადგან დღემდე სმარტფონის მართვა ღილაკზე დაჭერით, ან ხმით არის შესაძლებელი. ახლა ისინი დაიწყებენ შეასრულონ ჩუმი ბრძანებები. ძალიან მალე, სავარაუდოდ, ასეთი რევოლუცია დაკავშირებული იქნება არა მხოლოდ სატელეფონო ზარებთან, არამედ სოციალურ ქსელში მუშაობასთან. რამდენადაც ცნობილია, Facebook-ი აპირებს შექმნას სპეციალური გრაფიკული ინტერფეისი, რათა “ჭკვიანი” სმარტფონების საშუალებით შესაძლებელი იყოს სოციალურ ქსელში შესვლა და მასში მუშაობა. უფრო სწორედ, ქსელში გამოჩნდება ახალი პარამეტრები, რომლებიც საკმაოდ მარტივად იქნება გონებრივი ძალისხმევით მართვადი.

მსგავსი ნამუშევრები უკვე არის. მაგალითად, რუსეთში ნეიროინტეფეისების ლაბორატორიაში, დაიწყო მუშაობა პროექტზე “NeyroChat”, რომლის მიზანია შეიქმნას კომპაქტური აპარატი ადამიანთა სოციალურ ქსელში უშუალოდ ტვინით დაკავშირებისთვის, იგივე EEG სენსორის დახმარებით. პროექტი ამუშავდება 2018 წლის ბოლოს. ჯერჯერობით ეს ტექნოლოგია ორიენტირებულია მეტყველებისა და მოძრაობის დარღვევების მქონე პაციენტებზე, მაგალითად ინსულტის შემდეგ. “ინტუიციური მართვის” დახმარებით მათ შეუძლიათ მიმოწერა და მუშაობა სოციალურ ქსელებში.