მაია: უძველესი სამყაროს ყველაზე უცნაური ერი

0
2655

15 გასაოცარი და შემაძრწუნებელი ფაქტი, რომელიც უკეთ გაგვაცნობს ამ იდუმალი იმპერიის უძველეს კულტურას.

მაია და აცტეკები იყო ორი უდიდესი ცივილიზაცია ცენტრალურ ამერიკაში, “ძველი სამყაროდან” კოლონიზატორების მოსვლამდე. სინამდვილეში, მაიას იმპერია გაჩნდა აცტეკებზე ადრე და გადააცილა მას რამოდენიმე ასწლეულით.

ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მან განიცადა რამოდენიმე აღზევება და დაცემა, რამაც მისგან თითქმის კვალიც კი არ დატოვა. მაგრამ, ის ძველებურად ცოცხლობს და თავისი ანარეკლი იპოვა ხალხში, რომლებიც იუკატანის ნახევარკუნძულებზე ბინადრობს.

  1. თუმცაღა მათი ცივილიზაცია თითქმის განადგურებულ იქნა, მექსიკისა და გვატემალის ბევრ სასოფლო რაიონებში, მაიას კულტურა და ენა კვლავ მედგრად განაგრძობს არსებობას. აი, რეალურად ვინ ზრუნავს თავის ფესვებზე.
  2. ბოლო აღრიცხვების თანახმად, დაახლოებით 7 მილიონი, სწორედ იმ მაიას შთამომავალი ცხოვრობს იუკატანის ნახევარკუნძულზე.
  3. კოლუმბიური მაიას წარმომადგენლები სერიოზულად ეკიდებოდნენ მათი შვილების ფიზიკურ განსაკუთრებულობას და გამუდმებით უნდოდათ მისი “გაუმჯობესება”. მშობელი დედები თავის ნაშიერებს შუბლზე მიაბჯენდნენ ფიცრებს, რათა გაესწორებინათ ისინი. ასევე, როგორც წესი ბავშვის თვალების წინ კიდებდნენ რაიმე ნივთს სტრაბიზმის (სიელმე) გასანვითარებლად – კიდევ ერთი ხაზგამსმელი ნიშანი კარგი წარმომავლობისა.
  4. უძველესი მაიას მედიცინა სინამდვილეში საკმაოდ განვითარებული იყო. ისინი კერავდნენ ჭრილობებს ადამიანის თმის მეშვეობით, პლომბავდნენ კბილებს და პროთეზების კეთებითაც იყვნენ დაკავებულნი.
  5. ზოგიერთი მაიას ტომის წარმომადგენლები დღემდე ატარებენ სისხლიან მსხვერპლთშეწირვებს. თუმცაღა ადამიანის მსხვერპლთშეწირვაზე მაინც თქვეს უარი – ახლა აქტუალური მხოლოდ ქათამია.
  6. მაიას წარმომადგენლები იყენებდნენ გამაყუჩებელ პრეპარატებს, რომელსაც ბინებრივი ინგრედიენტებით ამზადებდნენ, როგორც რელიგიურ რიტუალებში (ჰალუცინოგენების ეფექტით), ისე მედიცინაში (ანესთეზიური საშუალება).
  7. აცტეკების თანახმად, მაიას წარმომადგენლები იყვნენ აზარტული მოთამაშენი მეზომერიკანული ბურთის თამაშისა. სათამაშო მოედნები მთელი იმპერიის ყველა დიდ ქალაქში იქნა აღმოჩენილი. ხშირად ამ თამაშს აკავშირებენ მსხვერპლთა თავის მოკვეთასთან, რომლებიც სავარაუდოდ თამაშის წაგებული მოთამაშეები იყვნენ. თვლიან, რომ მოჭრილ თავებს შემდგომ ბურთებად იყენებდნენ.
  8. საუნები და აბაზანები მაიას კულტურაში დიდ როლს თამაშობდნენ. მათ სწამდათ რომ დაბანა ასუფთავებდა მათ სულებს ბოროტისგან.
  9. რუინები და პირამიდები, რომლებსაც თქვენ ხშირად ხედავთ სურათებზე, გადაღებულ იქნა ჩიჩენ-იცაში – მაიას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში. ის მხოლოდ ახლახანს იქნა ნაყიდი მთავრობის მიერ კერძო საკუთრებისგან.
  10. მონებსა და სამხედრო ტყვეებს მსხვერპლთშეწირვისთვის მოსამზადებლად ღებავდნენ ლურჯად, ხანდახან კი აწამებდნენ. შემდეგ მსხვერპლს აიყვანდნენ ერთ-ერთი პირამიდის კენწეროზე, სადაც ისრების სეტყვით ხვრეტდნენ და თუკი მათი გული კვლავ განაგრძობდა ფეთქვას მას მკერდიდან ამოჭრიდა ტაძრის ქურუმი. ხანდახან მისი დამხმარენი მსხვერპლს ტყავს აძრობდნენ, რის ფონზეც მთავარი ქურუმი რიტუალურ ცეკვას ასრულებდა.
  11. მაიას გააჩნდა საკმაოდ განვითარებული წერის სისტემა და ისე უყვარდათ ის, რომ ყველგან წერდნენ, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ, შენობების კედლების ჩათვლით. სამწუხაროდ, ჩანაწერების უმეტესობა განადგურებულ იქნა ესპანური ომების დროს “ახალ სამყაროში”.
  12. ისევე როგორც აცტეკები მაიას წარმომადგენლებიც არ იყენებდნენ, არც რკინას და არც ფოლადს. მათი იარაღები ობსიდიანისგან (ვულკანური შუშა) ან ვულკანური წარმონაქმნებისგან იყო დამზადებული.
  13. სწორი შუბლისა და სიელამის გარდა მაიას თავადი გამოირჩეოდა ნისკარტისებური ცხვირით, რომლის მიღებაც სპეციალური ნიღაბით ხდებოდა, ხოლო მისი კბილები ინკრუსტირებული იყო ნეფრიტით. კბილების თაობაზე: არისტორკრატებს შორის მოდაში იყო კბილების დაბასრება.
  14. მაია შესაძლოა იყოს პირველი ცივილიზაცია, რომელმაც ციფრი გამოიყენა, როგორც წესიერი ნომერი. შემდგომ ინდოელმა მათემატიკოსება ის გამოიყენეს, როგორც მათემატიკური ღირებულება გამოთვლისას.
  15. არავინ ზუსტად არ იცის მაიას იმპერიის დაცემის მიზეზი. ისტორიკოსები ასარჩევად, რამოდენიმე ჰიპოთეზას გვთავაზობენ – გაუდაბნოებისა და ტოტალური შიმშილის გამო გადასახლებით დაწყებული და კლიმატის ცვლილებით დამთავრებული.

 

SHARE