15 უცნაური ფოტო, რომელიც უმჯობესია ძილის წინ არ ნახო

0
4760

თანამედროვე აპარატურის დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი,  ყველაზე რთული აუდიოვიზუალური მისტიფიკაციის შექმნაც კი, თუმცაღა სულ ცოტა ხნის წინ ამაზე საუბარიც ზედმეტი იყო. წარსულის ნებისმიერისაიდუმლოება”, რომელიც ვერ უძლებს 21- საუკუნის ტექნოლოგიებით კვლევას, ამოიხსნება წამებში. მაგრამ, მაინც არსებობს რიგი ამოუცნობი და შიშის მომგვრელი ფოტოგრაფიებისა, რომლებიც არ იძლევიან გაშიფვრისა და დემითოლოგიზაციის საშუალებას. აი სწორედ მათზე გავაკეთეთ ჩვენი კრებული.

სოლვეიელი კოსმონავტი

დავა ფიგურის გარშემო, რომელიც აღბეჭდილია 1964 წელს მეხანძრის, ფოტოგრაფისა და მხარეთმცოდნის, ჯიმ ტემპლტონის მიერ გადაღებულ სურათზე, ჯერ კიდევ არ ცხრება. ფოტოსურათზე გამოსახულია ტემპლტონის გოგო და რაღაც ფიგურა მის უკან.

ფიგურა გამოიყურება, როგორც კოსმონავტი და სწორედ ეს იწვევს ყველაზე მძვინვარე კითხვებს: ეს ობიექტი ხომ, არ იყო იქ, როდესაც ტემპლტონი შვილს სურათს უღებდა. ფოტო სურათის ბოლო წლებში აღებული ანალიზები უჩვენებენ, რომ ეს თითქმის დარწმუნებით, ორმაგი ექსპოზიციაა და რომ უკანა პლანზე მეუღლის ფიგურაა. მაგრამ ისინი ვისაც ჯერათ კოსმონავტის თეორიის, ირწმუნებიან, რომ მეუღლე სხვა კაბაში იყო გამოწყობილი და გადაღებული ფირით ასეთს ვერ იზამ. ისინი ასევე ამბობენ, რომ ადამიანი უკანა პლანზე, ბევრად მსხვილია ვიდრე ტემპლტონის ცოლი. შესაძლოა ისინი მართლებიც არიან…

კუნძულ ხუკის ზღვის მონსტრი

კუნძული ხუკი ისლანდიაში, ცნობილი სრულიად შემთხვევით გახდა. მის შოარიახლოს 1965 წელს იქნა გადაღებული ზღვის მონსტრი, დიდი ვეშაპის ზომის რაღაც თავკომბალის მსგავსი. ის გადაიღო ადგილობრივმა მაცხოვრებელმა რობერტ ლე სერიკმა.

მრავალი წლის განმავლობაში სკეპტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ სურათი ყალბია, თუმცაღა არ არსებობს არც ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ ფოტოგრაფია მისტიფიკაციაა. მაგალითად, არსებობენ ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ეს წყლის ქვეშ არსებული პლასტმასის ბრეზენტია. მოკლედ, დარწმუნებით თქვა, რა არის ჩვენს წინ, შეუძლებელია. ეს ერთ-ერთია ზუსტად იმ ფოტოსურათებიდან, რომლიც სამუდამოდ “იდუმალი” დარჩება, რადგან შეუძლებელია დაამტკიცო ნებისმიერი ჰიპოტეზა, იმის თაობაზე თუ რას ვხედავთ. სიმართლე ყოველთვის სადღაც ახლოშია…

ვარდნადი სხეული

სურათი, ცნობილი “სემ კუპერის ფოტოსურათის სახელით” ან, როგორც “ფოტოსურათი ვარდნადი სხეულით”, გადაღებულ იქნა სადღაც 1950-ანების შუაში. ტეხასში ახალი სახლის შეძენის შემდეგ ოჯახმა ვახშამის წინ სურათის გადაღება გადაწყვიტა. იმის შესახებ, რომ მათგან მარჯვნივ რაღაც ფიგურაა, შეიტყვეს მხოლოდ ფოტოფირის გამჟღავნების შემდგომ. სურათის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრი თვლიდა, რომ ეს მოჩვენებაა, რომელიც მოხვდა კადრში…

“სემ კუპერის ფოტოგრაფიის” ისტორიას ხელახლა მიუბრუნდნენ 2013 წელს, როდესაც მისი ექსპერტიზაზე გაგზავნა გადაწყვიტეს. თუმცაღა, ზოგიერთი დეტალი ისეთია, რომ დანამდვილებით ითქვას – ეს ორმაგი ექსპოზიცია და ფირის ფირზე დადებაა, ჩვენ არ შეგვიძლია. ასე რომ პასუხი იმის შესახებ თუ ვინ კიდია სურათში უკუღმა, ჩვენ არ გვაქვს.

მერი რიზერის თვითაალება

1965 წელს, 67 წლის მერი რიზელი ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი საკუთარ ბინაში კურიერის მიერ, რომელიც ცდილობდა მისთვის ტელეგრამის გადაცემას. მან ვერ აიძულა მერი გაეღო მისთვის კარი და ჰკითხა მეზობელს თუ როგორ მოხვედრილიყო ბინაში.

როდესაც კარს ხსნიდნენ, მეზობელმა და გარშემომყოფებმა აღნიშნეს, რომ ხელით შეხებისას კარის სახელური თბილი იყო და თვითონ ბინაშიც თბილოდა ღია ფანჯრების მიუხედავად. ბინაში არაფერი არ გამოიყურებოდა უცნაურად გარდა იმისა თუ რაც იყო ერთ-ერთ კუთხეში: უამრავი ფერფლი და ქალის მარცხენა ფეხი. როგორც ჩანს ეს არის ის, რაც დარჩა მერი რიზერისგან.

ვერანარი უკანონო შეღწევის ქურდობის ან ძალადობის კვალი შესულებმა ვერ აღმოაჩინეს. ექპერტებმა, რომლებიც იძიებდნენ ამ საქმეს თქვეს, რომ ადამიანის ფერფლად ქცევა შესაძლებელია მხოლოდ 3000 გრადუსზე, რამოდენიმე საათიანი წვის შემდეგ. თუმცა როგორ შეიძლება ენთოს ცეცხლი ბინაში ისე, რომ არ შეეხოს არაფერ სხვას?

გერმანული კლინიკები ფსიქიურად დაავადებულთათვის

ეს საშინელი ფოტო სულაც არაა წამების ამსახველი, არამედ ესაა მცდელობა ფსიქიურად დაავადებული ადამიანის განკურნვისა გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში, 19-ე საუკუნეში. თუმცაღა ბოლო დროს ფსიქიურად დაავადებულთა მკურნალობის მეთოდები მკვეთრად შეიცვალა, მათ ვისაც დაესმებოდა შიზოფრენიის დიაგნოზი ჯერ კიდევ რამოდენიმე ათწლეულის უკან, შესაძლოა ვერ მიეღოთ სამედიცინო დახმარება და ყოფილიყვნენ საშიშნი, როგორც თავიანთი თავისთვის ისე მათ გარშემო მყოფთათვის, თუკი “თავისუფლები” დარჩებოდნენ.

უცნობია, კონკრეტულად რას კურნავენ ამ ფოტოსურათზე ან უშუალოდ რის მიღწევას ცდილობენ ამ “რკინის მეთოდით”. ვიღაცამ ივარაუდა, რომ ადამიანის სრული არათავისუფლება, საშუალებაა დაეხმარო მას არ დაუშავოს თავის თავს და სხვებს, თავის მხრივ შემზღუდველი მაისური…

გორაციო გორდონ რობლის სკალპების კოლექცია

მოკომოკაი – მაორის, ახალი ზელანდიის აბორიგენების გამომშრალი, ტატუირებით მორთული თავი. მეცხრამეტე საუკუნეში ისინი კოლონიზატორებისთვის ერთგვარ პრიზად იქცნენ და გაყიდვა-შეძენის საგნადაც კი იქცა სუვენირულ მაღაზიებში, საკმაოდ მაღალ ფასად.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციონერი მოკომოკაისა იყო გენერალ-მაიორი გორაციო გორონ რობლი. ის მსახურობდა ბრიტანულ არმიაში, ახალ ზელანდიაში და გატაცებული იყო მაორის რიტუალებით. გორდონმა შეაგროვა 40 თავისაგან შემდგარი კოლექცია, შემდეგ კი ის გადასცა ამერიკის ბუნებვრივი ისტორიის მუზეუმს.

თუმცაღა ფოტოსურათი არანაირი საიდუმლოს მატარებელი არ არის, ის მაინც საინტერესოა, რატომ იყო რობლი ასე გატაცებული მოკომოკაით და რატომ გადაიღო სურათი ასეთ უცნაურ ფონზე.

ქალბატონი ბებია

როდესაც, 1963 წელს, დალასში პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი იქნა მოკლული, გამომძიებლებმა დაკითხეს ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ სურათებზე, რომლებიც პრეზიდენტის კოტეჟის ჩავლისას იყო გადაღებული.

ფოტოგრაფებიდან ყველაზე ცნობილი აბრაჰამ ზაპრუდერი აღმოჩნდა. თუმცა ყველა იმ დღევანდელი ფოტოდან ჩანს, რომ ყველაზე ახლოს კენედისთან იმყოფებოდა ერთი ქალი, რომელმაც შესაძლოა, კამერით მკვლელობის მომენტი გადაიღო.

“ქალბატონი-ბებია” – ასეთი მეტსახელი მიიღო მან იმის გამო, რომ თავს ეფარა ნაჭერი, რომელიც გვაგონებს რუსი ხანში შესული ქალის თავსაბურავს. ჩატარდა არა ერთი მცდელობა “ქალბატონი-ბებიის” იდენტიფიცირებისა, მაგრამ ვერცერთი მათგანი წარმატებით ვერ დასრულდა. “ქალბატონ-ბებიად” თავი წარმოადგინა ერთმა ამერიკელმა 1970 წელს, თუმცაღა ბევრმა მკვლევარმა მისი სიტყვა ტყუილად ჩათვალა.

მაიმუნის თავის ქალის ფოტოსურათი

2000 წელს უცნობმა ქალმა სარასოტაში (ფლორიდა) შერიფს გაუგზავნა ფოტოგრაფიების სერია და წერილი, სადაც ის ირწმუნებოდა, რომ დაინახა მაიმუნის მსგავსი არსება თავის ბაღში.

ქალი დარწმუნებული იყო, რომ მან დაინახა მძინარე ორანგუტანგი და რომ ეს მაიმუნი მასთან კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მივიდა. თუმცაღა მაინც დარჩა საიდუმლოდ თუ რა ცხოველი იყო სურათზე, ასევე როგორ მოხვდა ის სარასოტაში ან როგორ მოახერხა გაზრდა… ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს დათვია. სხვები თვლიდნენ, რომ სურათზე გამოსახულია ადამიანის მსგავსი მაიმუნი, მეტად ცნობილი როგორც ბიგფუტი, რომელიც გვხვდებოდა ფლორიდაში 1960-1970-ან წლებში.

ფრედი ჯექსონის მოჩვენების სურათი

თუკი თქვენ არ იცით ფოტოსურათის კონტექსტი, მაშინ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ წინაშე უბრალო ჯარისკაცები არიან, თავიანთ სააღლუმო ფორმაში. თუმცაღა, ჩვენს წინაშეა ფოტოსურათი, გადაღებული ფრედი ჯეკსონის დაკრძალვაზე, 1919 წელს. ფოტოსურათზე გამოსახულნი არიან ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების, სერ ვიქტორ გოდარდის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ოფიცერები, რომლებიც მსახურობდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს.

როდესაც მეგობრები ავიატორები ყურადღებით დააკვირდნენ გადაღებულ ფოტოსურათს, შენიშნეს, რომ მათ შორის იმყოფებოდა გარდაცვლილი ფრედი ჯეკსონი… მოჩვენების სახე ზედა რიგში მარტივად ამოიცნეს ავიატორებმა. დღემდე არავინ არ იცის, როგორ აღმოჩნდა ის იქ.

ნუბის ეკლესიის მოჩვენება

ეს ფოტო, 1963 წელს, გადაიღო პატივცემულმა კ. ფ. ლორდმა. ითვლება, რომ მასზე გამოსახულია შავი ჭირის ექიმის მოჩვენება, რომელიც მუშაობდა ნუბის ეკლესიაში, ჩრდილოეთ იორკშირში. ოფიციალურად ფოტოსურათი ჯერაც არ უღიარებიათ ყალბად.

თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ჩვენს წინაშე ორმაგი ექსპოზიციის შედეგია, მაგრამ არსებობენ ექსპერტები, მათ შორის სამხედროებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან ამაში დარწმუნებულნი. მათ შეამოწმეს ფოტოსურათი და დაადგინეს, რომ ეს არ არის ორმაგი ექსპოზიცია.

არავინ არ იცის რა არის ეს და ვერც გაიგებს მანამ სანამ არ შევიმუშავებთ ისეთ ახალ ტექნოლოგიას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მოჩვენება –  ეს რამოდენიმე კადრის ერთმანეთზე დადების შედეგია. თუმცა საინტერესოა რა მოვუხერხოთ ნიღაბს ბერ-მკურნალის სახეზე… მოჩვენების თეორიის მომხრენი ამბობენ, რომ შუა საუკუნეების ბერი ატარებდა ნიღაბს, თუმცა შეიძლება კი, ეს ვინმემ დანამდვილებით იცოდეს?

დროში მოგზაურის ფოტოსურათი

როდესაც, 2010 წელს გამოქვეყნდა ფოტოსურათი, ბევრმა დაიჯერა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. ხალხი მიუთითებდა მამაკაცზე შავ სათვალეებში, რომელიც საერთო აზრით, არ შეესაბამება იმ დროს, როდესაც ფოტოსურათი იყო გადაღებული.

სურათი 2004 წელს გამოქვეყნდა გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა 1941 წლის ცხოვრებას. დროში მოგზაურს აცვია სრულიად თანამედროვედ, უჭირავს პატარა კამერა და უკეთია თანამედროვე შავი სათვალეები.

მაგრამ ძალიან “სამწუხაროა”, რომ ამ სურათს თეორიულად ახსნა აქვს: South Fork Bridge-ის გახსნაზე კანადაში თავისუფლადაა შეაძლებელი ყოფილიყო ადამიანი NHL “Montreal Maroons” -ის მაისურში გამოწყობილი, სათვალეები თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი მათთვის ვინც ამას მოინდომებდა, ხოლო კოდაკმა პორტატული კამერების გამოშვება ჯერ კიდევ 1930-ან წლებში დაიწყო.

ფენიქსის ნათებები

ფენომენს, რომელიც მოხდა არიზონაში 1997 წელს, ეწოდა “ფენიქსის ნათებები”. ღამით ათასობით ადამიანმა დაინახა რამოდენიმე უცნაური ნათება და ფიგურების კონტური ცაზე. პოლიციამ მიიღო უამრავი შეტყობინება 13 მარტს დანახულის შესახებ. მოხსენების თანახმად, ნათება იყო ორი ფორმის: V-ს მსგავსი, რომლებიც მოძრაობდნენ ცაზე და ერთ ხაზზე გაწყობილები, რომლებიც უმოძრაოდ იყვნენ ქალაქის თავზე. აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა გამოიკვლიეს მომხდარი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო ლაინერების ნათების კვალი, რომლებიც გადიოდნენ ტრენირებას. თუმცა, როგორც ჩვეულებრივ, ეს ხომ არაფერს არ ხსნის.

ჰემპტონის მოჩვენება

ეს მოჩვენებითი ფიგურა გაჩნდა ყოფილ სამეფო სასახლეში, ჰემპტონში, და დაფიქსირებულ იქნა სათვალთვალო კამერებით. მოხსენებები ამბობენ, რომ დაცვის თანამშრომლები იძულებულნი იყვნენ შეემოწმებინათ და დაეკეტათ სახანძრო შესასვლელი, რომელიც სამი დღის გამნავლობაში იყო ღია. სტუმრების ძებნის მიუხედავად, არავინ არ იქნა ნაპოვნი, თუმცაღა კამერებმა უცნაური მოჩვენება დააფიქსირეს მაშინ, როდესაც სახანძრო შესასვლელის კარები მოულოდნელად გაიღო.

სასახლის მთავარი მმართველის იანა ფრანლკილის მონაცემებით, მომუშავე პერსონალიდან ბევრი ცდილობს მოერიდოს სასახლის ამ მხარეში მუშაობას და თვლიან, რომ იქ ნამდვილად ცხოვრობს მოჩვენება: “მე ვიცი ბევრი ჩვენი მოსამსახურე, რომელსაც არ უყვარს ჩამობნელების შემდეგ მუშაობა. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ მოჩვენების შესახებ წაიკითხეს.

დროში მოგზაური ჩაპლინთან ფილმში

თუკი კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ჩარლი ჩაპლინის ფილმში “ცირკი” (1928 წელი) ზებრის გვერდით დგას ფიგურა, რომელიც ლაპარაკობს… მობილურ ტელეფონზე?

ჩვენი თანამედროვე თვალთახედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ეს ხომ 1928 წელია! და მაინც რას ხედავთ თქვენ? ჩვენ ან უნდა დავიჯეროთ დროში მოგზაურობის შესაძლებლობა და ქალბატონი მართლაც მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობს, ან მოგვიწევს ვიპოვოთ მეტად ლოგიკური ახსნა. ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური წინადადება იქნება, რომ ქალბატონს უჭირავს დიდი სასმენი აპარატი, რომელიც 1920-ან წლებში გამოიგონეს.

დევიდ მიკელსონი, ვებ-გვერდ Snopes.com ის დამაარსებელი ლაპარაკობს იმაზე, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოს ხარისხი იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია ჩატარდეს ექსპერტიზა და გაეცეს ყველა ვარაუდს პასუხი:

-თქვენ შეიძლება ხშირად დაინახოთ ომამდელ ფოტოსურათზე, ვინმე რაიმეთი ხელში, რომელიც მიბჯენილი აქვს ყურთან და სხვას რაიმეს ეუბნება. თითქოსდა ჩვენს წინ იყოს ადამიანი მობილური ტელეფონით. თუმცაღა, ლენტის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ ზუსტად გაარკვიო თუ რა უჭირავს იქ ადამიანს, თითქმის შეუძლებელია. ზუსტად ისე, როგორც ამ ვიდეოში. თქვენ იმის დანამდვილებით თქმაც არ შეგიძლიათ, რომ ქალბატონი რაიმე ორმხრივ კომუნიკაციაშია ჩაბრთული.

ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობა

ეს თვითმკვლელობა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით მარტივად შევიდა ისტორიაში, როგორც “ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობა მსოფლიოში”. ფოტოსურათზე ეველინ მაკჰეილის გვამია გამოსახული, მხოლოდ 4 წუთის შემდეგ, რაც ის Empire State Building -დან გადმოხტა.

უნიკალურობა იმაშია, რომ 23 წლის გოგოს სხეული წევს ძალიან “ბუნებრივ პოზაში”, თანაც გვერდით ზოლზე დაპარკირებულ ლიმუზინზე, იმის მიუხედავად რომ ფრენა 86-ე სართულიდან იყო შესურულებული.

თვითმლკვლელის წერილში გოგონა ითხოვდა კრემირებას და ხსნიდა თავის სუიციდს იმით, რომ მას არ შეეძლო ყოფილიყო კარგი ცოლი არავისთვის, მაგრამ თვითმკვლელობის ნამდვილი მიზეზი ვერ იქნა დადგენილი. ბევრი თვლის საკმაოდ უცნაურად იმას, რომ ახალგაზრდა ქალი შეიძლებოდა მომკვდარიყო ასე ლამაზად: მისი სხეული თითქმის დაუზიანებელი იყო, იმ სიმაღლის გათვალისწინებით, რომლიდანაც ევილინი გადმოხტა.