მისტიური ამბები, რომლებიც სინამდვილეში მოხდა

0
5962

7 სრულიად აუხსნელი ამბავი, რომელიც ჩვენს დროშიც კი შემაშფოთებელია

სამყარო სავსეა უცნაურობებით, ადამიანი კი მეტისმეტად პატარა და გამოუცდელია იმისთვის, რომ წინ აღუდგეს მის მოვლენებს. დროდადრო საზოგადოება იღებს ინფორმაციას რომლის დაჯერებაც შეუძლებელია. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია თავი ავარიდოთ იმ უცნაურობებს, რომლებიც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას მუდამ თან ახლდა. წარმოგიდგენთ 7 ამბავს რომელიც ჩვენს დროშიც კი იწვევს შეშფოთებას.

დიატლოვის უღელტეხილი

9 გარდაცვლილი ტურისტი, რომელთა ცხედრებიც საკმად უცნაური სიტუაციაში აღმოაჩინეს კარვებიდან რამოდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მიმოფანტულნი. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ ტერიტორია, ვინაიდან ტანთ ერთმანეთის ტანისამოსი ეცვათ. ასევე ცხედრებს აღენიშნებოდათ რადიაციული დაბინძურენა.

მთავრობა კი კვლავ დუმს. სიმართლეს მალავენ, თუმცა არსებობს ჭორები, საიდუმლო სახელმწიფო ექსპერიმენტების, ბრაკონიერების, უცხოპლანეტელების თუ უცნაური ბუნებრივი მოვლენის შესახებ. რამოდნეიმე თვის წინ კიდევ ერთი ტურისტი გარდაიცვალა. დიატლოვის უღელტეხილი ჩვენს სიაში იკავებს პირველ ადგილს სწორედ იმიტომ, რომ მას არანაირი მეცნიერული ახსნა არ გააჩნია.

მკვლელობა ჰინტერკაიფეკის ფერმაში

ეს ამბავი დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ. შორეულ, ბნელ ფერმაში ცხოვრობდა ოჯახი, რომელიც 6 წევრისგან შედგებოდა. მათი ისტორია ჯერ კიდევ გაუხსნელი მკვლელობაა. მკვლელი რამდენიმე დღის განმავლობაშ ცხოვრობდა ფერმაში ისე, რომ მის შესახებ არავინ იცოდა. ცოტა ხნის შემდეგ ოჯახის ყველა წევრი გარდაიცვალა მკვლელი კი გაუჩინარდა.

ღამის სტალკერი

მკვლელი, რომელიც კალიფორნიაში რამდნეიმე თვეა მოსახლეობას ატერორებს ჯერ კიდევ თავისუფალია. მისთვის დამახასიათებელი უცნაურობა ის გახლდათ, რომ  ოჯახებში რეკავდა და წინასწარ აფრთხილებდა მომავალი თავდასხმის შესახებ. 120 მსხვერპლი უკვე დადასტურებულია და FBI ვარაუდობს, რომ სტალკერი ჯერ კიდევ ცოცხალია. უბრალოდ ჩამოშორდა “საქმიანობას”.

მარია სელესტა

“მერია სელესტა” -ს ისტორია მთელს მსოფლიოშია ცნობილი. გემი, რომლის ეკიპაჟი უკვალოდ გაქრა, პორტუგალიის სანაპიროსთან იპოვეს. გემზე სრული წესრიგი მეფობდა, ისე თითქოს მთელს ეკიპაჟს სულ ახლახანს ესადილა და მაგიდიდან ამდგარიყვნენ.

დიბი კუპერი

1971 წელს  თვითმფრინავში, ჰალსტუხსა და კოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა , რომელიც არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენი მგზავრებისაგან, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ ბომბი გამოაჩინა და თვითმფრინავს აფეთქებით დაემუქრა. იმისათვის, რომ მას ეს არ გაეკეთებინა მთავრობას 200 000 დოლარის ოდენობის თანხა და 4 პარაშუტი მოსთხოვა. ამ ყველაფრის მიღების შემდეგ მამაკაცი მექსიკის თავზე გადმოხტა პარაშუტით და სამუდამოდ გაუჩნარდა.

ტყუპები გიბონსები

სრულიად ნორმლაური შეხედულების ტყუპ გოგონებს, ჯეინსა და ჯენიფერ გიბონსებს, გარესამყაროსთან კონტაქტი არცერთ ენაზე არ შეუძლიათ. მათ ჩვეულებრივ აქვთ კომუნიკაციის უნარი ტავიანთ ენაზე, მაგრამ არ ესმით მსოფლიოში არსებული არცერთი ენა. ენათმეცნიერები ამ შემთხვევას ვერაფრით ხსნიან.

ჯგუფი 3301

2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ინტერნეტში, ერთგვარი საიდუმლო ორგანიზაცია ავრცელებბს თავსატეხებს და მოუწოდებს მათი ამოხსნისაკენ მათ, ვისაც უნდა ორგანიზაციის რიგებში მოხვედრა. თავსატეხები მეტისმეტად რთულია და მათ ვერავინ ვერ ხსნის. სავარაუდოდ, ამ საქმეს პროფესიონალი ჰაკერები ხელმძღვანელობენ და ისინი მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. რაც მთავარია, მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.