სასაცილო და საინტერესო ისტორიები ალბერტ აინშტაინის შესახებ

0
5152

ალბერტ აინშტაინს ხშირად სთავაზობდა ცოლი, რომ მას ჩაეცვა უფრო ოფიციალურად, როცა ის სამსახურში მიდიოდა.

“რატომ უნდა მოვიქცე ასე?” – მუდმივად კამათობდა ის. – “იქ ისედაც ყველა მიცნობს.”

როცა დადგა დრო, რომ აინშტაინი დასწრებოდა თავის პირველ მნიშვნელოვან კონფერენციას, უკვე ცოლს სთხოვა, რომ სათანადოდ გამოწყობილიყო.

“რატომ უნდა მოვიქცე ასე?” უპასუხა ცოლმა. –“იქ ისედაც არავინ მიცნობს.”

==========================================================

ალბერტ აინშტაინს ხშირად სთხოვდნენ, რომ აეხსნა ფარდობითობის ზოგადი თეორია.

“რამდენიმე წუთით ცხელ ღუმელზე დადეთ ხელი, მოგეჩვენებათ, თითქოს ეს მთელ საათს გაგრძელდა,” განაცხადა მან ერთხელ.

“დაჯექით ერთი საათით ლამაზი გოგოს გვერდით და მოგეჩვენებათ, როგორც ერთი წუთი. ეს არის ფარდობითობა!”

==========================================================

როცა ალბერტ აინშტაინი პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობდა, ერთხელ სახლში დაბრუნებისას მისამართი დაავიწყდა.

ტაქსის მძღოლმა ვერ იცნო.

აინშტაინმა მძღოლს ჰკითხა, იცოდა თუ არა აინშტაინის სახლი.

მძღოლმა უპასუხა: “ვინ არ იცის აინშტაინის მისამართი? პრინსტონში ყველამ იცის.გინდა რომ მას შეხვდე?”

აინშტაინმა უპასუხა: “მე აინშტაინი ვარ. ჩემი სახლის მისამართი დამავიწყდა, შეგიძლია წამიყვანო?”

მძღოლმა მიიყვანა ის სახლში და მგზავრობის ფულიც კი არ გამოართვა.

==========================================================

აინშტაინი პრინსტონიდან მატარებლით მიემგზავრებოდა, როცა კონდუქტორმა რიგებს შორის ჩამოიარა, რათა ყველა მგზავრის ბილეთი შეემოწმებინა.

როცა ის აინშტაინთან მივიდა, აინშტაინმა შიდა ჯიბე შეამოწმა, მაგრამ ვერ შეძლო ბილეთის პოვნა, შარვლის ჯიბეებიც შეამოწმა. ბილეთი არც იქ აღმოჩნდა, შემდეგ მან პორტფელში ჩაიხედა, თუმცა ვერც იქ იპოვა რაიმე.

შემდეგ მის გვერდზე დასაჯდომისკენ გაიხედა. მან კვლავ ვერ შეძლო მისი პოვნა.

კონდუქტორმა თქვა: “მისტერ აინშტაინ, მე ვიცი ვინ ხართ თქვენ. ჩვენ ყველამ ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ბილეთი იყიდეთ. არ იდარდოთ ამის გამო”.

აინშტაინმა მადლიერებით თავი დაუკრა.

კონდუქტორმა ბილეთების შემოწმება გააგრძელა. ის უკვე მზად იყო სხვა ვაგონში გადასულიყო, როცა შემობრუნდა და დაინახა დიდი ფიზიკოსი, რომელიც ხელებსა და მუხლებზე დაყრდნობილი დასაჯდომის ქვეშ ბილეთს ეძებდა.

კონდუქტორი დაბრუნდა და უთხრა,

“მისტერ აინშტაინ, არ შეწუხდეთ, მე ვიცი თქვენ ვინ ხართ. არ არის პრობლემა. თქვენ ბილეთი არ გჭირდებათ. მე დარწმუნებული ვარ თქვენ მას შეიძენდით”.

აინშტაინმა შეხედა მას და უთხრა: “ახალგაზრდავ, მეც ვიცი ვინ ვარ. რაც არ ვიცი, ისაა, თუ სად მივდივარ. სწორედ ამიტომ ვეძებ ჩემს ბილეთს”.

 

 

SHARE