ყველა წარმატებული ბიზნესის უკან პროფესიონალი ბუღალტერი დგას

0
5492

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს არ შეიძლება არ დაეთანხმო ამ ცნობილ ფრაზას, რომ ყველა წარმატებული ბიზნესის უკან პროფესიონალი ბუღალტერი დგას.

ქვეყნის მთავარი გამოწვევა დღეს ბიზნესისთვის ფინანსური განათლების შეთავაზება და ხელშეწყობა  უნდა იყოს, რადგან სტატისტიკურად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის უმრავლესი ნაწილი პირველივე წლის ბოლოს წყვეტს არსებობას. ბიზნესის კეთების კუთხით პირველი ქვეყანა მისი განვითარების სტატისტიკაში მოიკოჭლებს. ამიტომაც საჭიროა პროფესიონალი ბუღალტრების და ფინანსისტების გუნდი,რომელიც დაემხარება ბიზნესს გაძლიერებაში.ბუღალტერი თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ეს არის ბიზნესის ენა და ფინანსური ინსტიტუციის საფუძველი.  თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ბუღალტრის საქმიანობა დისტანციური გახდა და აღარ არის საჭირო სრულ განაკვეთზე მუშაობა, რამაც საქმიანობის პროდუქტიულობა გააუმჯობესა. ამასთან დავამატებ, რომ ბუღალტრის მოვალეობები გაცდა საწარმოში მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას.

მცირე ბიზნესს არ აქვს შესაძლებლობა,ცალ-ცალკე სრულფასოვანი პოზიციები გაითვალისწინოს ფინანსური მენეჯერის, საგადასახადო სპეციალისტისა და ბუღალტრის ფუნქციებისთვის,ამიტომ მას სჭირდება  ბუღალტერი, რომელიც უფრო ორიენტირებულია, დამქირავებელს დამატებითი ღირებულების სახით შესთავაზოს  ანალიზი და რჩევები, რომელიც კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს რომ ბუღალტერი ვალდებულია კომპანიაში სრულად შეითავსოს ფინანსური მენეჯერის თუ საგადასახადო ექსპერტის როლი,მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში კომპანიის მიზნებისა და ამოცანების გაანალიზება შეძლოს და თავისი საქმიანობა ამ მიზნებისა და ამოცანების შესრულების არსებით ნაწილად აქციოს.

 

 

 

 

 

 

 

დღეს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესია, მუდმივად მოითხოვს თვითგანვითარებას, კოდექსში შესული ცვლილებების შესწავლას და გაანალიზებას. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად ბუღალტრებს დრო ნაკლებად რჩებათ,ამიტომ გაჩნდა იდეა, იქ სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, სოციალურ ქსელში შექმნილიყო ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად დაიდებოდა სფეროში მიმდინარე სიახლე და ინფორმაცია. ქალებს ხომ ჭეშმარიტად გააჩნიათ სათანადო ნებისყოფა, ძალადაგონიერება, რათა დაამსხვრიონ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი სტერეოტიპები და ფეხი აუწყონ ინოვაციებს და თანამედროვე გამოწვევებს. სწორედ ამიტომ, ვინ თუ არა სხვამ წარმატებულმა ქალმა, პრაქტიკოსმა ბუღალტერმა და ტრენერმა ტატა ბერიძემ შექმნა ფეისბუქ ჯგუფი სახელწოდებით ”ბუღალტერთა კავშირი’’.

 

 

 

 

 

 

 

 

იდეა წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ  სოციალური ქსელიდან გადაინაცვლა რეალურ შეხვედრებამდე და დააფუძნა ასოციაცია იგივე სახელწოდებით, რომელიც დღეს აერთიანებს 6000-ზე მეტ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ და სხვადასხვა ზომის საწარმოებში მოღვაწე ბუღალტრებს, ფინანსურ მენეჯერებს, აღრიცხვის დარგში მომუშავე სხვადასხვა ადამიანებს. ა(ა)იპ „ბუღალტერთა კავშირის “ მიზანია სხვადასხვა ინკოგნიტურ-შემეცნებითი აქტივობის განხორციელების გზით, ბუღალტერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი სწავლება, გადამზადება, ამა თუ იმ პრობლემური საკითხის იდენტიფიცირება და მისი გადაწყვეტის გზების განსაზღვრა.  ასევე ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის პოპულარიზაცია და  მისი პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა. ორგანიზაცია უკვე აქტიურად არის ჩართული  როგორც  მომავალი პროფესიული პრაქტიკოსი კადრების აღზრდაში   ასევე სამეცნიერო, ეკოლოგიურ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ზოგად პროცესებში.

ბუღალტერთა კავშირი არ არის კომერციული მიზნით შექმნილი ორგანიზაცია, ეს უფრო საქმის სიყვარულით და ენთუზიაზმით სავსე ხალხის გაერთიანებაა. ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებით ტარდება სხვადასხვა ტრენინგები და მასტერკლასები ექსკლუზიურ და უპრეცედენტო ფასად.ეწევა ბუღალტრულ და აუდიტორულ კონსულტაციებს და მომსახურებას.

ორგანიზაციამ სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დაიწყო სხვადასხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლბეში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ ბუღალტერთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, შეიძინონ  სამუშაოდ საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები  საბუღალტრო, საგადასახადო, აუდიტის და მენეჯმენტის მომსახურების სფეროში. წარმატებული სტუდენტები პრაქტიკის შემდეგ გაივლიან შიდა ტესტირებას.მაღალი შედეგის მქონე პირთა რეზუმეები განთავსდება ბუღალტერთა კავშირის კადრების ბაზაში განსაკუთრებულად კარგი შედეგების მქონე სტუდენტები დამატებითად  მიიღებენ ბუღალტერთა კავშირის წერილობით რეკომენდაციას სადაც დეტალურად გაწერილი იქნება პირის ძლიერი მხარეები.ასეთ სტუდენტებს„ბუღალტერთა კავშირი“ ხელს შეუწყობს დასაქმებაში.

ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული არაფორმალურ ღონისძიებების ორგანიზებაშიც,რათა სამუშაოთი გადაღლილმა დასაქმებულებმა შეძლონ განტვირთვა და ერთმანეთის გაცნობა არაფორმალურ გარემოში.ორგანიზაციის ინიციატივით ”ბუღალტერიის საერთაშორისო დღე’’  პირველად აღინიშნა საქართველოში.

 

 

 

 

”ბუღალტერთა კავშირი’’ მოწვეული იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში და კონფერენციებში, რომელიც ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე საზღვრებს გარეთ. აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას და აცნობს უცხოელ კოლეგებს საქართველოში სფეროში მიმდინარე გამოწვევებს, იღებს რეკომენდაციებს მათგან და ასევე უზიარებს მათ ქართულ გამოცდილებას.

 

SHARE