10 ზღაპრული არსება, რომელთა რეალობაც დამტკიცებულია

0
4694

თანამედროვე ადამიანი ყველაფერს სკეპტიკურად უდგება, შეიძლება სწორედ ამიტომ გაჩნდა ფანტასტიკური ისტორიები, რომლებიც სრულიად არ შეეფერებიან რეალურ მსოფლიოს. მონსტრები, ჯადოქრები და თოვლის ბაბუა არ არსებობენ, ამის შესახებ დავაც კი უაზრობაა, თუმცა როგორ მიიღებთ იმ ახალ ამბავს, რომ ზოგიერთი ზღაპრული არსება ნამდვილად ცხოვრობდა და შეიძლება ახლაც ცხოვრობდეს.

ჰობიტები

ინდონეზიის კუნძულების ერთ-ერთ გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 90 სანტიმეტრის სიმაღლის ჩონჩხი თავისქალით, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის თავის ქალაზე სამჯერ დიდი იყო. დაადგინეს, რომ ნაშთები დაახლოებით 12 ათასი წლის იყო. ასევე აღმოჩენილი იყო ცივილიზაციის ნაკვალევი, რაც ასევე ნაპოვნი ჩონჩხის ასაკს ემთხვევა. სკეპტიკოსებმა ამ თემასთან დაკავშირებით მაშინვე განაცხადეს, რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო ჰობიტი, ნაშთები კი ეკუთვნოდათ ადამიანებს, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ მიკროცეფალიით. თუმცა, მეცნიერთა დიდი ნაწილი ემხრობა იმ ახრს, რომ ჰობიტები იყვნენ ცალკე სახეობა, მაგალითად, როგორც ნეანდერტალელები და მათ ჰყავდათ ადამიანებთან საერთო წინაპრები.

დრაკონები

ჩვეულებრივ დინოზავრებსა და ძველ გიგანტურ ნიანგებს არ შეიძლება ვუწოდოთ დრაკონები, იმიტომ რომ, ისინი არ აყენებდნენ ადამიანებს ზიანს, რადგან ეპოქის განსხვავების გამო მათ არასდროს შეხვედრიან. თუმცა არსებობს  ინფორმაცია, რომ ავსტრალიელ აბორიგენებს ატერორებდა ზოგიერთი არსება, რომლებიც მითიური დრაკონების მსგავსნი იყვნენ. ისინი სიმაღლეში 8 მეტრს აღწევდნენ და თითქმის ორ ტონას იწონიდნენ. მათი ნერწყვი შეიცავდა შხამს, რომლის მსხვერპლის სისხლში მოხვედრისთანავე სიკვდილს იწვევდა.

თავფეხიანი კრაკენის მოლუსკი

ლეგენდარული გიგანტური ზომის ზღვის მონსტრი რეალურად არსებობდა. როგოც ბევრი ფიქრობს, ის არც ისეთი ძლიერი იყო კალმარის მსგავსად. მართლაც, ვის შეეშინდებოდა კალმარის. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილი იყო კრაკენის მსგავსი არსება, რომელიც სიგრძეში 14 მეტრი იყო, ნისკარტითა და უზარმაზარი, ფეხბურთის ბურთის მსგავსი თვალებით. კრაკენს კალმარისგან განასხვავებდა მრავალი ეკალი, რომელიც მას დაბოლოებებზე ჰქოდა. მათი საშუალებით შეეძლო ნაწილებად დაეგლიჯა ზღვის გემი.

ამაზონები

ეს მითიური მებრძოლი არსებები ანტიკური ეპოქის გმირებზე არანაკლებნი იყვნენ. მათი არსებობა ჯერ კიდევ ძველბერძენმა ისტორიკოსმა, ჰეროდოტემ დაამტკიცა. ის იკვლევდა ამ საკითხს და შეიტყო რომ, რეალური ამაზონები ერთ-ერთ ომში შეიპყრეს და ტყვეებად წამოიყვანეს ევრაზიის სტეპებში. მათ იქ გააგრძელეს საბრძოლო კარიერა და ჩაერთნენ ძველ სკვითებთან კონფლიქტში. თავიანთი უნიკალური მოხერხებული გონებითა და საბრძოლო უნარებით სკვით ლიდერებს საშინელებებს უწყობდნენ. ამიტომ, ამ უკანასკნელებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი მიეღოთ არა ძალით, არამედ სიყვარულით. ამიტომ ბევრი ამაზონი სკვითზე დაქორწინდა. ევრაზიის სტეპების გათხრებმა აჩვენა, რომ ადგილობრივ ქალებს სამხედრო ბრძოლებისგან მიღებული დაზიანებები ჰქონდათ და დაკრძალულნი იყვნენ იარაღთან და აბჯართან ერთად.

საზარელი მგელი

ეს სასტიკი მხეცები ბევრი ფენტეზის ისტორიის გმირები იყვნენ, მათ შორის “Game of Thrones”-ის. ისინი სინამდვილეშიც არსებობდნენ,  იყვნენ უფრო დიდები, ვიდრე ჩვეულებრივი მგლები და ჰქონდათ უზარმაზარი კბილები. ისინი გარდაიცვალნენ, რადგან დაკარგეს ძირითადი საკვების წყარო, ჭამდნენ ყველაფერს, რაც მათზე სუსტი იყო. ისინი ძალიან ნელა დარბოდნენ, რათა მოენადირებინათ ნადავლი, ამიტომ შიმშილმა აიძულა ისინი, რომ გამხდარიყვნენ მძორები, ხოლო შემდეგ დაღუპულიყვნენ.

სცილა და ქარიბდა

კიდევ ერთი მონსტრი არსებები “ოდისეადან” ასევე არ იყვნენ გამოგონილნი. არსებებს, რომლებიც იცავდნენ ვიწრო სრუტის ორ ნაპირს გემებისგან, რეალური პროტოტიპი აქვთ. სცილა, მრავალთავიანი მონსტრი, საშინელი მორევებია იტალიის სანაპიროს მახლობლად, მათი გავლენა იქ მცურავ გემებზე, სწორედ ისეთია, როგორც სცილასი. ხოლო ქარიბდა კლდოვანი მახრჩობელაა, რომელიც ასევე საფრთხეს უქმნიდა ხომალდებს.

კოსმიური მკვლელები ბერსეკერები

ბერსეკრები, ეს არა მხოლოდ თანამედროვე ფანტასტიკური რომანების პერსონაჟებია, არამედ ისინი პირველად გამოჩნდნენ ძველსკანდინავიურ ეპოსში, როგორც ყოვლისშემძლე და უძლეველი მებრძოლები. ასეთი მეომრები რეალურად არსებობდნენ, თუმცა სუპერძალები ჰალუცინოგენის დამსახურება იყო. ისინი სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებს ხდიდნენ ძლიერებს, რომლებიც ვერ გრძნობდნენ ტკივილს და საფრთხეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბერსეკები, ასევე იღებნენ ბუფოტენინს, რომელიც მათში ულმობელ გაბრაზებას იწვევდა.

ბაბილონის კოშკი

ბაბილონის კოშკზეა დაფუძნებული ლეგენდა მსოფლიოს ყველა ენის დაყოფის შესახებ. ის რეალურად იყო აშენებული ღმერთი მარდუკის საპატივცემულოდ და გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა. მოგვიანებით მას სურდა, რომ კოშკი აღედგინა, თუმცა მანამდე გარდაიცვალა, სანამ ამას განახორციელებდა. მას შემდეგ ბევრი ცდილობდა, რომ აღედგინა ეს გიგანტური სტრუქტურა, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნაკლები იყო ამის შანსი.

მობი დიკი

გიგანტური თეთრი მკვლელი ვეშაპი მობი დიკი, სულაც არ არის ჰერმან მელვილის გამოგონება. მისი რეალური პროტოტიპი კიდევ უფრო სახიფათო, მრისხანე და უზარმაზარი იყო. ასობით ვეშაპებზე მონადირე გემი იყო განადგურებული მისი თავდასხმებისგან. კაპიტანი აჰაბი, მელვილის ნაწარმოების გმირიც ასევე რეალური ადამიანია. ის ცხოვრობდა კუნძულზე, რომლის გარშემოც თეთრი ვეშაპი ცურავდა და სწორედ ამიტომ შეეჯახა მას ზღვაში. მას და ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს ნამდვილად გაუმართლათ, რომ გადარჩნენ, თუმცა საშინელი გამოცდა გამოიარეს.

სმაუგი

მონსტრი, რომელიც მრავალი ლეგენდისა თუ ისტორიის გმირი გახდა, მართლაც ცხოვრობდა წყლის გამოქვაბულებში და თანდათანობით, ათასობით წლის განმავლობაში ცდილობდა ამოსულიყო ჰაერზე და გამხდარიყო სრულფასოვანი დრაკონი. ასეთი სმაუგები იყვნენ უფრო გრძელები, ვიდრე ბრუკლინის ხიდი და შეეძლოთ გადაეყლაპათ რამდენიმე ადამიანი დაღეჭვის გარეშე. საბედნიეროდ, ისინი ნამდვილად გადაშენდნენ.