ცხოველებს შეუძლიათ თქვენი ჯანმრთელობა გააუმჯობესონ

0
2656

არასდროს შეგიმჩნევიათ, რომ ცხოველებთან ყოფნისას თავს უკეთესად გრძნობთ? ეს სიმართლეა! კატასთან, ძაღლთან და სხვა ცხოველებთან დროის გატარება დადებით გავლებას ახდენს როგორც თქვენს ხასიათზე, ასევე ჯანმრთელობაზე. ცხოველებს შეუძლიათ მოგიხსნან სტრესი და დაგამშვიდონ.

  1. ჯანმრთელი გული

თუ თქვენ გყავთ ძაღლი, უფრო ნაკლები შანსია, რომ გულის დაავადებები აღმოგაჩნდეთ. რატომ? ძაღლის პატრონები უფრო მეტს დადიან და აქვთ უფრო დაბალი არტერიული წნევა. კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები რომლებიც გადაურჩნენ გულის შეტევას, ან აქვთ სერიოზული პათოლოგიური არითმია, ცხოველის ყოლის შემთხვევაში უფრო დიდხანს ცხოვრობენ მათთან შედარებით, ვისაც არ ჰყავს ისინი.

იგივე შეიძლება ითქვას კატაზეც, თუ თქვენ უკვე გაქვთ გულზე პრობლემები.

  1. სტრესის განმმუხტველი

ცხოველების მოვლა ადამიანებში დადებით განწყობას ქმნის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამან შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა, რაც თქვენს სხეულს ეხმარება გამოიმუშაოს დასვენებისათვის საჭირო ჰორმონი და შეამციროს სტრესის გამომწვევი ჰორმონის დონე.

  1. სოციალური მაგნატები

შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები, დაგეხმარებიან გაიცნოთ უფრო ბევრი ადამიანი. “თუ მე დაგინახავ ქუჩაში მომავალს, მაგრამ არ გიცნობ, უფრო კომფორტული იქნებოდა საუბრის დაწყება, თუ თან ძაღლი გეყოლებოდათ, ვიდრე მის გარეშე” ამბობს ექმი ბეკი.

ადამიანები, რომლებიც იყენებენ ინვალიდის სავარძელს, ამბობენ, რომ ხალხი მათთან ამყარებს თვალებით კონტაქტს და ეკითხებიან ხომ არ სჭირდებათ დახმარება, როცა ისინი ძაღლთან ერთად იმყოფებიან.

  1. უკეთესი განწყობა, უკეთესი გონება.

ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ცხოველები, უფრო ბედნიერები, მიმნდობნი და ნაკლებად მარტოსულნი არიან. ისინი ასევე უფრო იშვიათად სტუმრობენ ექიმს წვრილმანი პრობლემებისთვის.

ცხოველის ყოლა გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ფლობთ რაიმეს, გრძნობთ, რომ აკონტროლებთ თქვენს ცხოვრებას.

  1. სასარგებლო ბავშვის იმუნური სისტემისთვის

კვლევებმა აჩვენეს, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ისეთ ოჯახში, სადაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ნაკლებად ალერგიულები არიან. ეს უნდა მოხდეს ადრეული ასაკიდანვე, სანამ ბავშვი 6 თვის გახდება. ასევე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცხოველებთან ერთად მცხოვრები ბავშვები იშვიათად ცივდებიან და ემართებათ ყურის ინფექციური დაავადებები.

  1. სოციალური მხარდაჭერა აუტისტი ბავშვებისთვის

ბეკმა კვლევის დროს აღმოაჩინა, რომ როცა ოთახში შინაური ცხოველები იყვნენ, აუტიზმით დაავადებული ბავშვები უფრო მარტივად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. ცხოველები ცვლიდნენ კლასის გარემოს და ბავშვებს ინტეგრაციაში ეხმარებოდნენ. პატარები მათთან ერთად უფრო პოზიტიურები ხდებოდნენ და ერთად უკეთესად მუშაობდნენ.

 

SHARE