მსოფლიოს ყველაზე რთული ენები   

0
5785

უცხო ენის შესწავლა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოცაა. ცოტა რამ თუ ანვითარებს ტვინს, ისე როგორც უცხო ფრაზებში გარკვევა. მთავარია შეარჩიოთ სათანადომოწინააღმდეგე”. ქვემოთ მოყვანილია 10 ყველაზე რთული დიალექტი, რომელთან გამკლავებას მხოლოდ გამოცდილი ლინგვისტი თუ შეძლებს.

ტაგალური ენა

 

ფილიპინების მოსახლეობის თითქმის მეოთხედი საუბრობს ამ ავსტრონეზეურ დიალექტზე. 1959 წელს ეწოდა ფილიპინური ენა (პილიპინო). 1973 წლიდან ფილიპინების ერთ-ერთი ოფიციალური ენაა (ინგლისურთან ერთად). ტაგალური ენის შესწავლა ძალიან რთულია და დღემდე რჩება მიუწვდომელ მწვერვალად უამრავი ადამიანისთვის მსოფლიოში.

ნავაჰო

ნავაჰო სამხრეთ ათაბასკური ენებიდან ერთ-ერთია, რომელზეც შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ლაპარაკობენ. აერთიანებენ ერთ ენაზე მოლაპარაკე დამდენიმე ტომს: ნავაჰო, ჩირიკაჩუა, მესკარელო, ჯიკარილა, კაიოვა-აპაჩი და ლიპანი. დღეს ამ ენაზე მოსაუბრენი ძალიან ცოტანი შემორჩნენ. მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, ნავაჰოს ენაზე მოლაპარაკე ინდიელები მხოლოდ 120 000 ადამიანს შეადგენს.

ნორვეგიული ენა

ეს ჩრდილო- გერმანული დიალექტი ნორვეგიის სახელმწიფო ენაა. ნერვეგიული, შვედურ და დანიურ ენებთან ერთად ისეთივე გასაგებია, როგორც სხვა სკანდინავიური ენები. სამეტყველო ნორვეგიულის სტანდარტიზებული ვარიანტი არ არსებობს, ანუ ნებისმიერ ნორვეგიელს შეუძლია საკუთარ დიალექტზე ისაუბროს. ნორვეგიულ ანბანში არის 29 ასო, ამათგან ასოები cqwx და z გამოიყენება მხოლოდ ნასესხებ სიტყვებში (არანორვეგიული წარმოშობის). ლათინური ანბანისგან განსხვავებით ნორვეგიულ ანბანში დამატებულია სამი ხმოვანი ასობგერა Ææ, Øø, ÅåÆæ გამოითქმის როგორც a ინგლისურ სიტყვა back-ში. Øø-ს გამოთქმისას მოამრგვალეთ ტუჩები და სცადეთ გამოთქვათ  , Åå გამოითქმის როგორც 

სპარსული ენა

სპარსული ენა მიეკუთვნება ინდო-სპარსული შტოს ინდოევროპული ენების ჯგუფს. ის გავრცელებულია ავღანეთის, ირანისა და ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. სპარსული ენა სასანიდების შორეულ შთამომავლად ითვლება. მსოფლიოში 110 მილიონი ადამიანისთვის ის მშობლიური ენაა. ცნობილია სპარსული ენის სამი ფორმა: ძველი სპარსული – ამჟამად მკვდარი ენაა, ცნობილია ლურსმული წარწერებიდან (ძვ. წ. VI ს.); საშუალო სპარსული ანუ ფალაური – მკვდარი ენაა, იხმარებოდა ახ. წ. III-XI სს-ში; ახალი სპარსული – სალიტერატურო ენა IX საუკუნიდან.

ინდონეზიური ენა

მალაიური ენის სტანდარტიზებული დიალექტი, რომელიც 1945 წლიდან ინდონეზიის ოფიციალური ენაა ბაჰასა ინდონესიას სახელით. საუკუნეების განმავლობაში, ინდონეზიური ენა საერთო იყო მთელი ინდონეზიური არქიპელაგისთვის. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ენად მსოფლიოში, რადგან ინდონეზია მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. სახელწოდება “ინდონეზიური ენა” მიღებულ იქნა 1928 წელს ახალგაზრდობის კონგრესზე, რომელმაც ხმარებიდან თანდათანობით განდევნა სახელწოდება “მალაიური ენა”. იგი პრაქტიკულად ხელოვნურად შექმნილი ენაა, რომელზეც სხვადასხვა ხარისხით 150 მლნ ადამიანი ლაპარაკობს (მშობლიური ენაა 30 მლნ ადამიანისათვის).

ჰოლანდიური ენა

ჰოლანდიური დასავლეთ-გერმანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც გავრცელებულია ჰოლანდიაში, ბელგიასა და სურინამში. დღესდღეობით, ჰოლანდიური არუბის, სინტ-მაარტენისა და კურაკას ოფიციალური ენაცაა. ნიდერლანდურ ენას ხშირად შეცდომით ჰოლანდიურს უწოდებენ. ჰოლანდიური წარმოადგენს არა ენას, არამედ მხოლოდ ერთ-ერთ დიალექტს ნიდერლანდურისას, რომელზედაც ნიდერლანდების დასავლეთ ნაწილში, ისტორიულ რეგიონ “ჰოლანდში” ლაპარაკობენ..

სლოვენური ენა

სლოვენური ევროკავშირის 24 ოფიციალური და სამუშაო ენიდან ერთ-ერთია, თუმცა მასზე მხოლოდ სლოვენიის მოქალაქეები ლაპარაკობენ. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა სხვა რომანო-გერმანულ ენათა ჯგუფში შემავალი ენებიდან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში ის უფრო ფართოდ გავრცელდეს.

აფრიკაანსი

აფრიკაანსული ენა მომდინარეობს ნამიბიიდან და სამხრეთ აფირკიდან. მოლაპარაკეთა პატარა ჯგუფები ასევე გვხვდება ზიმბაბვესა და ბოტსვანაში. ეს ენა ითვლება სხვადასხვა ჰოლანდიური დიალექტის განშტოებად, აფრიკულ ინტერპრეტაციად.

კორეული ენა

კორეული სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ენაა, რომელზეც მსოფლიოს გარშემო 80 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. მისი შესწავლა დასავლელი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება, რადგან კორეული ენის ლოგიკა რადიკალურად განსხვავებულია ევროპის დიალექტებისგან.

იაპონური ენა

ეს ენა ერთ-ერთ ყველაზე რთულად ითვლება მთელს მსოფლიოში. იაპონია დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებული ქვეყანა იყო, რომლის კულტურა დასავლური ცივილიზაციის გავლენის გარეშე განვითარდა. თუმცა იაპონური მჭირდროდ არის დაკავშირებული ჩინურ ენასთან, რაც დამატებითი წესებით ამძიმებდა მას.