ღამის თეატრი

0
3382
სალვადორ დალი "სიზმარი", 1937

სიზმრების ახსნა ეხმარება ადამიანს, უკეთ გაუგოს საკუთარ თავს და იპოვოს პასუხი ბევრ კითხვაზე

სიზმარი წარმოადგენს დღის განმავლობაში მიმდინარე ცხოვრების გაგრძელებას უკვე ძილის დროს. სიზმარში ნანახი წარმოდგენები თუ სურათები, შეიძლება წარმოადგენდნენ დღის განმავლობაში განცდილი და მიღებული ემოციების განსხვავებულ გამოხატულებას, ცხადში აუსრულებელი სურვილების ასრულებას, ღრმად ჩვენს ცნობიერებაში ჩარჩენილი შიშების ან სინდისის ქენჯნის გამოხატულებას. მას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შეგვიძლია ვუწოდოთ „ღამის თეატრი“ – თავისი რთული და ჩახლართული სიუჟეტებით, მთავარი გმირებით თუ მეორეხარისხოვანი როლებით და რა ტქმა უნდა დამაინტრიგებელი ფინალით.

სიზმრები გვიყვებიან საკუთარ თავზე რაღაც სიღრმისეულს და მნიშვნელოვანს, ხშირად – ღრმად ჩაფლულს, მაგრამ ამაზე საუბრობენ არა პირდაპირ, არამედ სიმბოლოების და ასოციაციების ენის გამოყენებით. მას, ვისაც სურს დაინახოს თავისი თავის ფარული მხარე, გაერკვეს საკუთარი პრობლემების შიდა მიზეზებში, სიზმრები აძლევენ ძალიან კარგ საშუალებას ამისათვის. ყველა სიზმარი ელოდება, რომ იყოს ამოხსნილი. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. სიზმრის ძალიან დიდი ნაწილი ქრება პრაქტიკულად მაშინვე, როგორც კი ვიღვიძებთ.  ამისათვის ისინი უნდა დავიმახსოვროთ და ჩავიწეროთ.  ესე იგი, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისინი, რომ შემდეგ მათზე ვიფიქროთ. ყველას ესიზმრება სიზმრები, მაგრამ არც თუ ყველას ახსოვს რა ესიზმრა.

თავის წიგნში „სიზმრების ახსნა (რომელიც, მთავარ წიგნს წარმოადგენს ამ სფეროში) ზიგმუნდ ფროიდი სიზმრებს სამ კატეგორიად ჰყოფს:

მარტივი სიზმრები  – მათში გვხვდება ელემენტები ცხოვრებიდან. ისინი საკმაოდ ხშირია და არ იწვევენ დიდ ინტერესს.

შინაარსიანი სიზმრები  – ისინი ხშირ შემთხვევებში გარკვეული ლოგიკის და კავშირის მატარებლები არიან. თავისი შინაარსით საკმაოდ გასაოცარნი და საინტერესონი არიან.

პირღუშიარეული და ჩახლათული სიზმრები  – ერთი შეხედვით ყოველგვარ აზრს მოკლებულნი, სინამდვილეში კი თავიანთი ფარდის უკან მალავენ რაღაც სიღრმისეულ სცენას, ისტორიას, რომელიც უნდა იყოს ინტერპრეტირებული.

ზუსტად ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ განსაკუთრებულ ინტერესს. სიზმრების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, თუ რას ამბობდა ფროიდი მათზე: თუ გსურთ საკუთარ თავში გაზარდოთფსიქოანალიტიკოსი, დაკავდით საკუთარი სიზმრების განმარტებით.

მაგალითად, ადამიანს დაესიზმრა  ძაღლი. ის ეკითხება საკუთარ თავს: “რას უნდა ნიშნავდეს ეს?”. მერე იხედება სიზმრების წიგნში  და ცდილობს გაიგოს, რას ნიშნავს ძაღლის გამოსახულება. და იქ რაღაცას საკუთარი თავისთვის აღმოაჩენს. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სავარაუდოა, ან საერთოდაც შორს დგას სიმართლისაგან. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო გამოსახულება, არამედ ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც ძაღლი დაგვესიზმრა. კიდევ რა ხდებოდა სიზმარში? შესაძლოა მან უკბინა ამ კაცს, ან გამოეკიდა ან კიდე ძაღლის უკან ვინმე იდგა. სიზმარში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. შესაძლოა რაღაც მოგეჩვენოთ უმნიშვნელოდ, ქაოტურ წარმოსახვად, სინამდვილეში კი შესაძლოა გამოცანის გასაღები  იყოს.

და აღმოჩნდება, რომ ერთისთვის  ძაღლი  – ეს არის რაღაც ძველი შიში (მაგალითად, ბავშვობაში თავს დაესხა და შეაშინა), მეორესთვის –  საუკეთესო მეგობარი, მესამისათვის კი უბრალოდ გამაღიზიანებელი, რადგან ღამით ქუჩაში ძაღლი ყეფს და გვაწუხებს.  ან კიდე, როდესაც ძირითად ყურადღებას სიზმარში იმსახურებს  არა ძაღლის გამოსახულება, არამედ დავუშვათ რაზე დგას ან დარბის ეს ძაღლის. და აღმოჩნდა, რომ ეს მინდორია ან ბილიკი, რომელიც შენი ბავშვობის ან ადრეული ასაკის ტკბილ მოგონებასთანაა დაკავშირებული. გესიზმრება ძაღლი, შენი ფსიქიკა კი სინამდვილეში ცდილობს, შემოვლითი გზებით გაგახსენოს შენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტები. შეუძლებელია ამის გაგება პირდაპირ, თუ  ყურადღება არ მივაქციეთ სიზმრის დეტალებს და კონტექსტს. ერთია სიზმრების უნივერსალური ახსნა არ არსებობს.

ძილის დროს ჩვენს თავში იბადება არასტანდარტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიასევე მინიშნებებიიმაზე რასაც ვერ ვამჩნევთ და რაც ყურადღებიდან გვრჩება რეალურსამყაროში.

ხშირად სიზმარში, მოდის პასუხები გამოცანებზე, რომლებიც არ გვასვენებენ დანარჩენ დროს. ამ ყველაფერს საკმაოდ დასაბუთებული ახსნა აქვს, საქმე იმაშია, რომ ძილის დროს აქტიურობს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია შემოქმედებასა და ინტუიციაზე. სხვათაშორის ბოლო დროს, ძალიან პოპულარული გახდა მის განვითარებასა და სტიმულირებაზე მუშაობა. ამ მიზანს ემსახურება სხვადასხვა სახის მედიტაციები და ა.შ.

ცნობილი ფაქტია მენდელეევმა, რომელმაც ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა აღმოაჩინა, ის სიზმარში ნახა (წარმოიდგინეთ არ მიექცია ყურადღება ამისათვის და ეთქვა: „ეს რა დოზანა მესიზმრაო!!!“).  რატომ დაესიზმრა ის მაინც და მაინც მენდელეევს და არა ვინმე სხვას? საქმე იმაშია, რომ მენდელეევს ეს სიზმარი შემთხვევით დასიზმრებია. ამ სიზმრამდე ის წლობით მუშაობდა ქიმიურ ელემენტებზე და მისი ტვინი სრულად და დაძაბულად იყო დაკავებული ყოველივე ამით. აქედან გამომდინარე მენდელეევის ტვინი ძილის დროსაც აგრძელებდა მუშაობას და ერთ დღესაც, უფრო სწორად ღამით, მან (ტვინმა) გამოსახა სიზმრებში თავისი მუხლჩაუხრელი ნამუშევრის შედეგი.

დღეს ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ პრაქტიკაში ერიქსონის ჰიპნოზს (შედარებით მსუბუქი და არადირექტიული ჰიპნოზის სახეობა), რაღაც საშუალო სიზმარსა და რეალობას შორის. ამ დროს ჰიპნოზის ქვეშ მყოფს ესმის ფსიქოთერაპევტის ხმა, „მიყვება“ მას, წარმოიდგენს იმ სურათებს, რასაც უხატავენ და თვითონაც ამატებს ცალკეულ შტრიხებს. ამ შემთხვევაში ის იღებს ინფორმაციას ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროდან. ამ დროს ტვინის ეს ნაწილი აქტივიზირდება, რაც გამოიხატება „შიდა სამუშაოების მექანიზმის ჩართვაში“ და იწყება იმ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა, რაც ადამიანს აწუხებს. და მართლაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სეირნობის, მუშაობის ან რაიმე გართობის დროს ადამიანის თავში უცებ „ნათდება“, მოდის იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ასე აფიქრებდა მანამდე. ასეც ხდება, ადამიანი წვალობს, გარკვეული პრობლემის, ამოცანის გადასაჭრელად, მაგრამ ვერ პოულობს ამოხსნას და ქვეცნობიერად, უნებლიედ აძლევს თავისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს „დაკვეთას“ იმუშაოს ამ საკითხზე. და „საღაციდან“ პასუხიც მოდის, ყველაზე ხშირად სიზმრებში.

ასე რომ, სიზმარი ეს არ არის რაღაც არეული ბოდვა, შემთხვევითი წარმოსახვითი სურათები. სიზმარი ეს იგივე ჩვენ ვართ. დიახ, ჩვენ, მაგრამ ბარიერების და შიდა ცენზურის  გარეშე. ის რაღაც გაგებით ბავშვობაში გვაბრუნებს. ბავშვობაში ხომ ყველანი ვმალავდით ემოციებს და არ გვრცხვენოდა მათი გამოჩენის, როგორც უკვე ზრდასრულ ასაკში. როცა ვიზრდებით უკვე ჩვენს საქციელს გარკვეულ საზღვრებში ვაქცევთ, და არამარტო ჩვენს საქციელს, ფიქრებსაც კი, რომელთა გამხელა ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც კი გვრცხვენია (ეს თავის მხრივ ბევრი ნევროზის დასაწყისია).

მთავარია არ უნდა გვეშინოდეს საკუთარი სიზმრების ახსნის. ბევრს ეშინია იმის, რაც ქვეცნობიერის სარდაფებშია ჩაკეტილი და მხოლოდ სიზმრის დროს ამოდიან იქიდან. აქ არ არსებობს აკრძალული ზონები და წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთაც სახიფათოა, ვინაიდან ის, რაც გვესიზმრება უკვე ჩვენშია. ის ღრმად და მყარად ზის ჩვენს ქვეცნობიერში. თუ უსიამოვნო სიზმრები გვესიზმრება, პრობლემა არა სიზმრებში, არამედ “ჩვენს თავშია”. სიზმარი  – როგორც სარკეარომელიც ქვეცნობიერს ირეკლავს.

სიზმრებში გვხვდება ასეთი ფენომენი, როგორიცაა ე.წ. „მრავალსერიანი სიზმრები“. როდესაც ერთი და იგივე ან მსგავსი შინაარსის სიზმარები, რაღაც პერიოდის განმავლობაში მეორდება. ამ დროს სიზმარს ანუ ჩვენს ქვეცნობიერს უნდა რაღაც მნიშვნელოვანი გვითხრას. ხალხი ამ დროს ცდილობს „უმკურნალოს“ ამ სიზმარს, ვინ რაღაც აბებით, ვინ სასმელით, ვინ კიდე შელოცვებით თუ რიტუალებით… თუმცა ეს ყველაფერი ჰგავს ავადმყოფობის დროს სიმპტომების და არა მიზეზის მკურნალობას. დროთა განმავლობაში სიმპტომები უფრო ძლიერდება და რაღაც ფორმით მაინც გვნებს, იქნება ეს მოუსვენრობის, შიშის, დანაშაულის შეგრძნების თუ ცუდ შემთხვევაში ნერვოზის სახით. შეიძლება გააგრძელო მათი უგულებელყოფა ან შეეცადო გაერკვე ნამდვილ მიზეზებში. თუ ერთი და იგივე სიზმარი ხშირად მეორდება, ის საჭიროებს განსაკუთრებულად ყურადღების მიქცევას, ვინაიდან მათი გამომწვევი შეიძლება იყოს დიდი ხნის წინ დავიწყებული ფსიქიკური თუ სულიერი ტრავმა, მაგრამ რომელიც ჩვენს ქვეცნობიერშია ჩარჩენილი და ცდილობს ნახოს გამოსავალი ჩვენსავე სიზმრებში. ასეც, ხდება, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი არ ვიცით. და ბევრსაც ვკარგავთ ამით.

სამწუხაროდ ადამიანების დიდი ნაწილი, არცთუ დაინტერესებულია ბოლომდე გაერკვნენ რა ხდება მათ ფსიქიკაში და ძირითადად დაკავებული არიან ისევ გარე სამყაროთი – სამუშაო, მეგობრები, ბანკის სესხები თუ მანქანა რომელ სახელოსნოში წაიყვანოს. როდესაც ჩვენ არ ვუსმენთ ჩვენს ფსიქიკას, ის ცდილობს გველაპარაკოს სხვა გზებით და ეს არც თუ სასრგებლოა ჯანმრთელობისთვის.

საკუთარ სიზმრებში და შესაბამისად ფსიქიკაში გარკვევა შეიძლება გარკვეულწილადშევადაროთ ძველი ნივთების სკივრის გახსნასრაც არაა საჭირო ვყრითხოლო რაც შეიძლება  გამოგვადგეს ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ.