პრაიმ კონსალტინგი – 10 წელი ლიდერი ქართულ საკონსულტაციო ბაზარზე

0
1336

საკონსულტაციო ჯგუფი “პრაიმ კონსალტინგი” უკვე 10 წლისაა. ის წარმოადგენს პრემიუმ კლასის საკონსულტაციო კომპანიას ფინანსების, მენეჯმენტის, აუდიტის, მარკეტინგის, საბუღალტრო და იურიდიული მომსახურების, ანალიტიკური დასკვნების მომზადების, ასევე მმართველობითი და ფინანსური რჩევების სფეროში.

კომპანია ჩამოყალიბდა სხვადასხვა სეგმენტში წარმოდგენილი გამოცდილი მენეჯერების, ფინანსისტების და თავისის საქმის სხვა პროფესიონალების მიერ. კომპანიის სტაფი დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექსპერტებითა და სპეციალისტებით, რომელთაც ზურგს უმაგრებთ წამყვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება წარმატებულ კერძო კომპანიებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.

პრაიმ კონსალტინგი” მომსახურებით სარგებლობენ, როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების წამყვანი კომპანიები და ბიზნესმენები. ჯგუფი ითვლება საუკეთესოდ საქართველოში კონსალტინგის სექტორში, რაც მოიცავს ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, აუდიტის, ანალიტიკური დასკვნების, საბუღალტრო და იურიდიული მომსახურების სფეროებს.

რა განაპირობებს მთელი ამ პერიოდის მანძილზე “პრაიმ კონსალტინგის” წარმატებულ მოღვაწეობას ?

პრაიმ კონსალტინგი” ცვლის თამაშის წესებს – მმართველობითი კონსალტინგის ტრადიციულ ნორმებს და მიდგომებს, აერთიანებს რა ცოდნას, კვალიფიკაციას და მომხმარებლისადმი სამართლიან დამოკიდებულებას ერთ პროდუქტად. ჩვენ ვეხმარებით კერძო კომპანიებს, სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეცვალონ თამაშის წესები ბაზარზე, გახდნენ ინოვაციური, ეფექტური და დინამიური.

დღემდე, “პრაიმ კონსალტინგი” იყენებს ინოვაციურ ბიზნეს მოდელს, სადაც კონსალტინგი მოიცავს – ბიზნესის ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისათვის ფართო სპექტრის საექსპერტო რჩევებს ეკონომიკის, მენეჯმენტის, სამრეწველო, კომერციულ და სხვა საკითხებზე, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის, მოგების გაზრდისა და შესრულების ხარისხის ძირითადი ინდიკატორების გასაზრდელად.

პრაიმ კონსალტინგი” უპირატესობებია:

  • მაღალკვალიფიციური კადრები
  • ნდობის მაღალი ხარისხი
  • სერვისების მრავლფეროვნება
  • მაღალი ინტელექტი
  • საიმედო პარტნიორობა
  • სერვისების დაზღვევა

სრულად კომპანიის შესახებ – www.prime.ge

 

SHARE