რამდენიმე ფსიქოლოგიური რჩევა თუ როგორ უპასუხოთ შეურაცხყოფას

0
3810

სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებსაც არც ღირსების გრძნობა აქვთ და არც ეტიკეტის ნორმებს იცავენ. მათგან შესაძლოა დაუმსახურებელი შეურაცხყოფაც მოვისმინოთ (გამოვდივართ დაშვებიდან, რომ დამსახურებული არ არსებობს, რადგან ყოველთვის შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფის გარეშე მიუთითო მის შეცდომაზე).

ადამიანმა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შესაძლოა მოისმინოს მეგობრებისაგან, კოლეგებისაგან, უფროსებისაგან თუ საერთოდ უცნობი ადამიანებისგნაც კი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში რეაქცია აბსოლიტურად განსხვავებული უნდა იყოს. როგორ უპასუხო შეურაცხყოფას ყოველთვის რთული საკითხია. ერთის მხრივ არავის სურს ვინმესგან ზედმეტის ატანა, თუმცა მეორეს მხრივ არც ის სურს იგივენაირად უპასუხოს და შეურაცხმყოფელის დონეზე დავიდეს. აქ მოგცემთ რამოდენიმე ფსიქოლოგიურ რჩევას თუ როგორი რეაგირება მოახდინოთ შეურაცხყოფაზე ისე, რომ არც სახე დაკარგოთ და არც ზედმეტი მოითმინოთ.

ადეკვატური პასუხის გაცემა

პირველი, რაც თავში მოგვდის ესაა, სარკისებური პასუხის გაცემა ანუ იგივეს დაბრუნება. თუმცა რამდენად გამართლებულია ეს, ძალიან საეჭვოა, რადგან ის თავის მხრივ გამოიწვევს საპასუხო შეურაცხყოფას და საბოლოოდ გაორმაგებულად მივიღებთ იმას, რისი თავიდან აცილებაც გვინდა. ადეკვატური პასუხის გაცემა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, თუკი ის:

  • უფრო განმუხტავს სიტუაციას, ვიდრე დაძაბავს.
  • მხოლოდ ძალიან ახლობლების წრეში ხდება;
  • მახვილგონიერია;

სხვა სიტუაციაში კი მეორე მხარეს აჩვენებთ, რომ მისმა სიტყვებმა თქვენზე იმოქმედა და დაარწმუნებთ იმაში, მასაც და გარშემომყოფთაც, რომ თქვენც მასავით ხართ, რადგან შეურაცხყოფას არც თქვენ ერიდებით.

ვუპასუხოთ ხუმრობით

განსხვავება პირველ სიტუაციასთან ისაა, რომ ამ შემთხვევაში თქვენ დასცინით არა მეორე მხარეს, არამედ თავად სიატუაციას. ეს ასე ვთქვათ, ირიბი პასუხია შეურაცხყოფაზე. ასეთ მიდგომას თავისი უპირატესობები აქვს: შეურაცხყოფა კარგავს თავის შხამს, სიტუაცია არ იძაბება, თქვენ ინარჩუნებთ სახეს და ნერვებს, ხოლო ირგვლივ მყოფნი კი თქვენს მხარეს იჭერენ. და რაც მთავარია, ადამიანი რომელმაც შეურაცხყოფა მოგაყენათ, ასეთი პასუხის შემდეგ თავად აღმოჩნდება უხერხულ სიტუაციაში და აუცილებლად ინანებს თავის საქციელს. მაგალითად, «კარგი, შემდეგ ჯერზე ფინანსური დასკვნის დაწერაში დახმარებას ჩემს 5 წლის ბავშვს აღარ ვთხოვ», ხოლო უცხო ადამიანს უპასუხოთ: «კიდევ კარგი სიმართლე დამანახეთ, მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ» ან «თქვენი ბაგებით პირდაპირ ჭეშმარიტება ღაღადებს».

უპასუხო განზრახვას და არა სიტყვებს

ყოველ შეურაცხმყოფას აუცილებლად აქვს ფარული მიზანი. მნიშვნელოვანია სწორად გავშიფროთ თუ რატომ გვაყენებს ადამიანი შეურაცხყოფას – რას სურს ამით მიაღწიოს სინამდვილეში. ზოგჯერ ადამიანი ჩვენზე შესაძლოა სულ სხვა და ადრინდელი მიზეზის გამო იყოს გაბრაზებული, ხოლო ეს თავისი დამოკიდებულება სულ სხვა, ერთი შეხედვით უწყინარ სიტუაციაში გამოავლინოს. ჩვენ თუ შევეცდებით ყოველგვარი გაანალიზების გარეშე, უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე ვუპასუხოთ, ეს არაფერს არ შეცვლის, რადგან რეალური მიზეზი სულ სხვაგანაა.

თუკი ვხვდებით რა არის შეურაცხყოფის ნამდვილი მიზეზი, ამ დროს საუკეთესო ვარიანტია თავად დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე. მაგალითად: «და ამ სიტყვების მიზეზი “ესა და ეს მოვლენა, ხომ არ არის სინამდვილეში?» ან «ვხედავ ძველი წყენა არ დაგივიწყებიათ! არადა მეგონა აქ გასახსენებელიც არაფერი იყო, რადგან არავის უფიქრია თქვენთვის შეურაცხყოფის მიყენება».

ამით თქვენ საუბარს საჭირო კალაპოტში გადაიყვანთ, სადაც უკვე შეურაცხყოფის ნაცვლად არგუმენტები ჩაერთვება საქმეში. თან საკუთარ თავსაც ბევრად გაწონასწორებულ და წინდახედულ ადამიანად წარმოაჩენთ.

სიმშვიდე და იგნორირება

თუკი შეურაცხყოფა მოდის უცხო ადამიანისაგან, არასოდეს აჩვენოთ, რომ სიტყვებმა თქვენზე იმოქმედეს. დიდი ალბათობით ამ შეურაცხყოფის უკან მისი მომყენებლის პრობლემები იმალება: უსიამოვნება პირად ცხოვრებაში, ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა, პრობლემები სამსახურში. ადამიანი უბრალოდ ცდილობს შხამი ვინმეზე ამოანთხიოს. ის ზუსტადაც, რომ თქვენგან ელის პასუხს, რათა “დისკუსია” დიდხანს გაგრძელდეს. არ მიცეთ ამის საშუალება. იყავით მშვიდი და ხალისიანი.

ამ შემთხვევაში საუკეთესო პასუხი — მისი არ არსებობაა.

მაგალითი ძველი რომის ისტორიიდან… ერთხელ ვიღაცამ პოლიტიკოს კატონას ხელი შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც ამის შემდეგ აგრესორი მასთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა კატონმა უპასუხა: «საერთოდ არ მახსოვს თუკი რაიმე მითხარიო». ამ ფრაზის აზრი შემდეგშია: «თქვენ იმდენად უმნიშვნელო ხართ ჩემთვის, რომ არათუ არ მაინტერესებს თქვენი ბოდიში, შეურაცხყოფაც კი არ მახსოვსო».

ზოგჯერ მივიღოთ

ზოგჯერ ერთი შეხედვით შეურაცხმყოფელი სიტყვების უკან სხვა რაღაც დგას. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ისინი ახლობელი და პატივცემული ადამიანებისაგან ჟღერენ. ამ დროს მათი მიღება და გაანალიზებაა საჭიროაა. ამ შემთხვევებში მათი სიტყვები აღიქვით არა შეურაცხყოფად, არამედ კრიტიკად. კრიტიკას კი ყოველთვის დაფიქრება სჭირდება.

სასარგებლოა იმ ადამიანის მოტივებზეც დავფიქრდეთ, ვინც შეურაცხყოფას გვაყენებს. რატომ იქცევიან ასე, სინამდვილეში რას გვეუბნებიან. შესაძლოა, რაღაც თქვენც დააშავეთ.

გამოიყენეთ კანონი 

ისევ და ისევ მნიშვნელობა აქვს შეურაცხყოფის ხარისხს და სიტუაციას. ბოლო ვარიანტია მისცეთ აგრესორი პასუხისგებაში კანონის მიხედვით ან მინიმუმ დაემუქროთ ამის გაკეთებით. თუ სხვა ვარიანტი არ არსებობს, რომ ადამიანს რაიმე გავაგებინოთ ეს ქმედითი და ეფექტური ხერხია, როგორც იურიდიული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

მთავარი კი ერთი რამაა — გახსოვდეთ: არავის არანაირ სიტუაციაში უფლება არა აქვს აიმაღლოს ხმა თქვენზე ან მით უმეტეს შელახოს თქვენი ღირსება. ხოლო რა გზით უპასუხებთ და აღკვეთთ აგრესიას თქვენს წინაააღმდეგ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.