უძველესი საიდუმლო საზოგადოებები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს

0
3118

ინტერესების მიხედვით ადამიანების საიდუმლო გაერთიენებები დიდი ხნის წინ წარმოიქმნა და საფუძვლად დაედო ახლანდელ სოციალურ წყობას. საიდუმლო ორგანიზაციები, სადაც მოხვედრა მხოლოდ “მოსაწვევის” საშუალებით იყო შესაძლებელი, არსებობდნენ ქრისტეშობამდეც კი, ხოლო კუტლურის განვითარებასთან ერთად მრავალფეროვნად გაიფურჩქნენ. ასეთი ორგანიზაციები ყოველთვის არ ემსახურებოდნენ კეთილ მიზნებს. ზოგიერთმა მათგანმა შეძლო საუკუნეებისთვის გაეძლო.

Opus Dei

დახურული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც 1928 წელს კათოლიკე მღვდლის მიერ მადრიდში დაარსდა.

მისი მიზანი იყო მორწმუნეთა დახმარება, ეპოვნათ სიწმინდე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის დაკავებული იყო ჩვეულებრივი მიწიერი საქმეებით, კერძოდ, პროფესიული მოღვაწეობით. თუმცა, სიწმინდის მიღწევის გზა საკამათოდ რჩება.

ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ “Numeraries”, რომლებიც საკუთარ თავზე იღებდნენ სხვადასხვა ვალდებულებებს. საზოგადოების მრავალი წევრი დაკავებული იყო თვითგვემით და ჯაჭვების ტარებით.

Prieuré de Sion

სიონის პრიორატი – გამოგონილი საიდუმლო საზოგადებაა, რომელიც სავარაუდოდ ევროპაში მდებარეობს. Prieuré დარეგისტრირებული იყო, როგორც “დამოუკიდებელი, რაინდული ძმობა, რომლებიც ასრულებდა ტრადიციულ კათოლიკურ კანონებს”, ხოლო მიზნად გამოაცხადეს “უძველესი რაინდული სულის აღდგენა, ცოდნის განმტკიცება და ერთობის ინტეგრაცია”.

Thuggee

Thuggee – შუა საუკუნეების ინდური მძარცველების საზოგადოებაა, რომლებიც სიკვდილის ღმერთს კალის ემსახურებოდნენ. ისინი სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნებითა და ჟარგონებით სარგებლობდნენ. ბევრი თვლის, რომ Thuggee-ის საიდუმლო ორგანიზაცია დღემდე არსებობს. XII საუკუნეში Thuggee-ის წევრები ინდოეთის ცენტრალურ ნაწილში ძარცვავდნენ ქარავნებს და კლავდნენ მოგზაურებს.

ისტორიკოს უილიამ რუბინშტეინის ჩანაწერების მიხედვით, 1740 – 1840 წლებში Thuggee-ის წევრებმა მილიონამდე ადამიანი მოკლეს. “მსოფლიო გინესის რეკორდების” წიგნის მიხედვით კი მათ ანგარიშზე 2 მილიონი მკვლელობაა.

დრუიდები უძველესი კელტრი ხალხის მღვდლები მოსამართლის ფუნქციას ასრულებდნენ, ასევე დაკავებულნი იყვნენ მედიცინითა და ასტრონომიით. მათი საზოგადება საიდუმლო იყო და მოხვედრა მხოლოდ მოწვევით შეიძლებოდა. დრუიდული კულტურის ბევრი ფანი დღესაც ქმნის მსგავს ჯადოსნურ ორდენს და ფიქრობს, რომ უძველესი დროიდან, ტრადიცია არ გამქრალა.

აღმოსავეთ ტაძრის ორდენი

საერთაშორისო ოკულტურ-რელიგიური ორგანიზაცია 1902 წლიდან არსებობს. თავიდან ჩაფიქრებული იყო მასონური აკადემია, რომელსაც უნდა აესახა რამდენიმე ოკულტო-მისტიკური საზოგადოება, თუმცა, შემდეგ ორგანიზაცია Thelema-ს სწავლების ცენტრად გარდაიქმნა ოკულტისტი ალისტერ კროულის ხელმძღვანელობით. დღესდღეობით, ორდენის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფილიალი კალიფორნიაში მდებარეობს და რამდენიმე ათას წევრს ითვლის.

როზენკრეიცერები

მისტიური საიდუმლო ორგანიზაცია შუა საუკუნეების გერმანიაში დაარსდა. იგი მოიცავდა სწავლებას, რომელიც დაფუძნებული იყო ძველ ეზოთერმულ ჭეშმარიტებაზე, იგი დაფარული იყო ჩვეულებრივი ადამიანისთვის და უზრუნველყოფდა ბუნების შეცნობას, ფიზიკურ სამყაროს და სულიერ მეფობას, რაც ნაწილობრივ ძმობის ემბლემით, გაშლილი ვარდებით ჯვარზე სიმბოლიზდა.

ასასინები

მკვლელების საიდუმლო სექტა, რომელიც ისლამური მიმდინარეობის ისმაილიტების მიერ წარმოიშვა, ისტორიაში შევიდა ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როცა ასასინები წინ აღუდგნენ ევროპელებს. დღესდღეობით, ასასინების სახე აქტიურად გამოიყენება კომპიუტერულ თამაშებში და კინომატოგრაფიაში.

დრაკონის ორდენი

რაინდული ორდენი, რომელიც 1408 წელს უნგრეთის მეფის სიგიზმუნდ I ლუქსენბურგის მიერ დაარსდა, სამეფო სახლის შიდა და გარე მტრებისგან დასაცავად, ასევე კათოლიკური ეკლესიისთვის ერეტიკოსებისა და წარმართებისგან თავის დასაღწევად.

საზოგადოების მონაწილე ვლად II დრაკულაც იყო, მამა ვლადი ცეპეშისა, რომელიც მეთაურობდა მესაზღვრე მებრძოლებს და იცავდა ტრანსილვანიასთან გასასვლელებს. ზედმეტსახელი დრაკულა კი იმიტომ მიენიჭა, რომ ორდენის მფლობელი იყო.

ტულეს საზოგადოება

ტულეს სახელწოდება მომდინარეობს ძველბერძნული ლეგენდის მითიური ჩრდილოეთის ქვეყნიდან. გერმანული ოკულტური და პოლიტიკური საზოგადოება მიუნჰენში 1918 წელს დაარსდა. ორგანიზაციას საფუძვლად დაედო თემა, გამოეკვლია “არიული რასა”.

ტულეს ქვეყანა ძველბერძნული და ძველგერმანული გეოგრაფიის მიხედვით უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობდა. საზოგადოების წევრებს სჯეროდათ, რომ არიელები უმაღლესი რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ლეგენდარული ატლანტის მატერიკის პრეისტორიულ ეპოქაში არსებობდნენ. მითის თანახმად, ტულეს მაცხოვრებლები არიელების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც გადაურჩნენ მატერიკის დაღუპვას.

 

 

SHARE