მოლაპარაკებები ალეპოს ირგვლივ

0
2703

დეკემბრის დასაწყისიდან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკვე მეორედ მიმართავს რუსეთის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს წერილობითი წინადადებით, რათა მიეღწიათ ცეცხლის შეწყვეტისთვის ალეპოში და გამოეყვანათ მებრძოლები უსაფრთხო ზონაში.

პირველად მოხდა, რომ რუსეთი დათანხმდა, თუმცა მეორე დღეს გაუგებარი მიზეზების გამო კერიმ წინადადება გააუქმა. ამავე დროს, აღმოსავლეთ ალეპოს ტერიტორიის 80% სირიის შეიარაღებული ძალების, ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს წარმატება მიღწეული იყო თურქეთის მნიშვნელოვანი შუამავლობის როლით, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ალეპოს ლიდერებსა და რუსეთის სამხედრო ძალებს შორის.

ამ მოლაპარაკების მიხედვით, ალეპოს ლიდერებს უნდა შეეწყვიტათ სროლა და გაეყვანათ შეიარაღებული ძალები სამხედრო მოქმედებების ზონიდან. ეს ყველაფერი შესრულდა. შესაბამისად, ათასობით მებრძოლმა იარაღი დაყარა და გამოვიდა ალეპოდან.

ამ დროს აშშ თამაშს გარეთ აღმოჩნდა. და ახლა, იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ამერიკის ჩართულობა ამ სიტუაციაში, კერი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა პირისპირ ლავროვთან. რუსი მინისტრის პასუხი დადებითი აღმოჩნდა: ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს წინადადება. კითხვა მხოლოდ შემდეგში მდგომარეობს, შეუძლია თუ არა ამერიკას საკუთარ თავზე აიღოს ვალდებულებები.

ჩემი აზრით, სწორედ აქ გაჩნდა პრობლემა. აღმოსავლეთ ალეპოს დარჩენილ 20%-ზე იმყოფებიან საშიში მებრძოლები, რომლებიც ადრე კატეგორიულად უარს ამბობდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და არ იყვნენ მზად ლავროვისა და კერის 9-10 ნოემბრის შეთანხმების შესასრულებლად. თუმცა, საქმე იმაშია, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით, იქ იმყოფებიენ საკმარისი რაოდენობის დასავლელი სამხედრო ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან, რომლებიც მათ ოპერაციის სამხედრო დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას. მათი ყოფნა რუსეთში აკრძალული “ან-ნუსრის”, “ახრარ აშ-შამ” და “ფატხ აშ-შამ” ტერორისტული ჯგუფების მართვის მექანიზმს ავლენს, რომელთათვისაც მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტი და თავად კერიც. ისინი თვლიდნენ, რომ “ჯებხატ ან-ნუსროი” ტერორისტთა სიიდან უნდა ამოშლილიყო და მათთან მოლაპარაკებები დაეწაყოთ. ახლა ნათელი ხდება, თუ რატომ უჭრდა მხარს ამერიკა და მისი მოკავშირეები ამ ინიციატივას: “ჯებხატ ან-ნუსროის” დასავლელი  მრჩევლები მართავდნენ.

დღეს ირკვევა ვაშინგტონის პოლიტიკის ასპექტები სირიის მიმართ – ამერიკელთა პირდაპირი მონაწილეობით ტერორისტულ დაჯგუფებათა მოქმედებებში. არავინ, ოფიციალური ვაშინგტონიც კი არ გამორიცხავდა “ან-ნურსუსა” და “ფატხ აშ-შამს” ტერორისტული ორგანიზაციათა სიიდან. ახალ კი აღმოჩნდა, რომ დასავლელი სამხედრო ექსპერტები მხარს უჭერდნენ ტერორისტული დაჯგუფებების პირდაპირ მოქმედებებს.

ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც კერი ასე დარწმუნებით ცდილობდა სირიის არმიის კონტროლიდან გამოეყვანა გარშემორტყმული მებრძოლები და ის ხალხი, რომლებიც მათთან ერთად აღმოჩნდნენ. ამ მიზნით, ლავროვმა შესთავაზა, ჟენევაში ამერიკელი და რუსი სამხედროთა შეხვედრა მოეწყოთ. თუმცა, ამერიკელმა სამხედროებმა კატეგორიული უარი განაცხადეს განეხილათ ეს თემა. ამრიგად, მათ უარყვეს დოკუმენტზე ხელმოწერა და ლავროვის მიმართვა.

რა იქნება ახლა, რთული სათქმელია, თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლო გადაწყვეტილებას ლავროვი არ მიიღებს. ამ საკითხებს წმინდა სამხედრო ხასიათი აქვს. ახლა რუსეთისა და ამერიკის თავდაცვის სამინისტროებმა უნდა იმოქმედონ, რომლებიც ვალდებულნი არიან წესრიგში  მოიყვანონ  და განსაზღვრონ ლავროვისა და კერის მიერ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთახმებები.

სიტუაცია რთულია. სირიის არმიამ თავისი შესაძლებლობები აჩვენა. თუ ამერიკელები არ წავლენ დათმობაზე, მაშინ სამხედრო გადაწყვეტილება საკითხავი აღარ არის. ეს მხოლოდ დროის საკითხია, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მოსახლეობის დანაკარგი. სპეცნაზი წინ მიიწევს, სახლიდან სახლზე, რაიონიდან რაიონში, ათავისუფლებს აღმოსავლეთ ალეპოს მებრძოლებისგან, რომელთა კონტროლის ქვეშ არც თუ ისე დიდი ადგილი დარჩა.

თუ კერიმ ვერ მიაღწია ამ წინადადების რეალიზაციას მის ხელმძღვანელებთან, მაშინ ახალ წლამდე აღმოსავლეთ ალეპო მთლიანად განთავისუფლებული იქნება მებრძოლებისგან. თუმცა ამ შემთხვევაში, დასავლელი სამხედრო მრჩეველებისა და ექსპერტების სიცოცხლე გათანაბრებული იქნება ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერების სიცოცხლესთან, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ ალეპოში რჩებიან. ამერიკელები ჩიხში აღმოჩნდნენ, გამოსავალი კი მათთვის მხოლოდ ერთია: შეასრულონ ის მოთხოვნები, რომლებიც მათ რუსეთმა წაუყენა. ე.წ “პოლიტიკური რეგულირების” ალტერნატივა ტერორისტული დაჯგუფებების სრული განადგურება იქნება, რომლებიც ცდილობენ დაიცვან აღმოსავლეთ ალეპოს დარჩენილი ტერიტორიები.