ბზობა: დღესასწაულის აზრის შესახებ

0
3267

ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის აღდგომის აღნიშვნა დიდი ხანია საერო ტრადიციად იქცა. საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირში ეკლესიის წინააღმდეგ  ყველაზე ძლიერი რეპრესიების წლებშიც კი, მაშინ როდესაც პასკის გამოცხობაც კი სიცოცხლისთვის საშიში იყო, ბზის ტოტის სახლში მოტანის ტრადიცია მაინც გრძელდებოდა.სწორედ ამიტომ, დღესაც, აღდგომამდე ბოლო კვირა ანუ სხვაგვარად ბზობა ითვლება ყველაზე საყვარელ დღესასწაულად. მოდით გავიხსენოთ რას უკავშირდება ბზობა და როგორ აღვნიშნოთ იგი მართებულად.

იერუსალიმში ელოდებოდნენ მესიას, რომელიც გაანთავისუფლებდა მათ ხალხს რომაელთა დაპყრობისაგან. მაგრამ იმის ნიშნად, რომ იესო მოსული იყო არა ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი ომის წამოსაწყებად, არამედ მშვიდობის მოსატანად, იესო ქალაქში ვირზე მჯდომი შევიდა. იმის მოლოდინში, რომ იგი გახდებოდა იერუსალიმის ახალი მმართველი, მაცხოვრებლებმა იესოს პალმის ტოტებით დაუმშვენეს გზა.

მას შემდეგ, რაც მან განკურნა ბრმანი და კოჭლნი, გამოიწივია უკმაყოფილება ადგილობრივ ბერებში, რადგან მცნო მათი ვაჭრული საქმიანობანი ტაძარში. ასევე იმედგაცრუებლნი დარჩნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რომლებიც მისგან ომსა და დამპყრობელთა განდევნას ელოდნენ. ამიტომ იესო გასცეს და ხელთ ჩაუგდეს რომაელებს სიკვდილით დასასჯელად.

ასე, რომ იესომ პალმის კვირას გადადგა პირველი ნაბიჯი თავისი სიკვდილისკენ და შემდეგ კი აღდგომისკენ რითაც დაგვანახა სასწაული, სიკვდილზე გამარჯვებისა.

თბილ ქვეყნებში, ბოლო კვირას აღდგომამდე ეწოდება პალმის კვირა, მაგრამ საქართველოში, როდესაც იგი იღებდა ქრისტიანობას პალმები არ იზრდებოდა, სწორედ ამიტომ, ბოლო კვირას აღდგომამდე საქართველოში ეძახიან ბზობას კვირას.

ხშირად ბზის ტოტს ნაადრევადვე ჭრიდნენ და დებდნენ წყალში რათა მოესწრო გაყვავილება. ამ დღეს, ეკლესიაში წასვლამდე მართმადიდებელი ხალხი ოჯახის წევრებს ბზის ტოტებით ლოცავდნენ – ითვლებოდა, რომ ეს ახლად გაყვავილებული ბზის ტოტი წარმატების და სიკეთის მომტანი იქნებოდა. ბზის ტოტი ოჯახში მთელი წლის განმავლობაში ინახება.

მართლმადიდებლური კალენდარი არ ემთხვევა სამოქალაქო კალენდარს, ამიტომ ბზობის კვირა ჯერ კიდევ შაბათს იწყება. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ რელიგიური ტრადიცია – ესაა “დროსთან მებრძოლი მანქანა”, ის გადის ახლანდელი ისტორიიდან მარადისობის ზღვარზე. ამიტომ, ეკლესია წინა სააღდგომო დღეებში ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავს ყოველ კონკრეტულ დღეს. თვითონ მიზანი საეკლესიო კალენდრისა, არის ის, რომ იყოს თანამედროვე ქრისტესთვის და მარადისობისთვის.

ისტორიულად აღდგომის ბოლო კვირას უწოდებენ ბზობას. გასაგებია, რომ ქრისტეს დახვდნენ პალმებით, მაგრამ ჩვენს კლიმატში სამწუხაროდ პალმა არ იზრდება, ამიტომ საკმარისია ნებისმიერი ყვავილი. თუმცა ყველაზე ხშირად ბზას ანიჭებენ უპირატესობას და ამასთან მთავარია, რომ ეს არ შემოგვიბრუნდეს, ბუნების დაცარიელებად ჩვენი ქალაქების გარშემო. დღესასწაული არ უნდა გადაიქცეს ეკოლოგიურ კატასტროფად. ამიტომ ნუ ეცდებით თაიგულების გაკეთებას, აბსოლიტურად საკმარისა სულ პატარა ტოტის ან რაიმე პატარა იაფი თაიგულის შეძენა. ესეც იქნება სრულიად კანონიკური.

როგორ უნდა გაატაროს მართმადიდებელმა ბზობის კვირის დღესასწაული

მართლმადიდებლურად, როგორც უკვე აღვნიშნეთ საეკლესიო კალენდარი არ ემთხვევა ჩვეულებრივს, შესაბამისად ეკლესიაში დღე იწყება საღამოს და გრძელდება დილამდე. აქედან გამომდინარე, ბზობა იწყება უკვე შაბათ საღამოს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისტორიულად საღამოს ლიტურგიებზე ბავშვები არ მიჰყავდათ. მაგრამ ჩვენ ვიცით ევანგელიიდან, რომ იესოს უმეტესად ხვდებოდნენ ბავშვები და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ მისი ნახვა. ამიტომ ამ ბოლო დროს  გამოჩნდა ახალი ტრადიცია, ბავშვების მსვლელობისა აღდგომის დილას. რაც ძალიან მისასალმებელია.

ბზობის კვირამომზადება ვნების კვირისთვის

არა, ბზობის კვირა არის ფაქტიური დასასრული დიდი მსახურებისა. ვნების შვიდეული – ეს უკვე სულ სხვა ისტორია და თემაა. თუ კი წინა დღეებში ქრისტიანები ფიქრობდნენ თავიანთ ცოდვებზე, თავიანთ თავზე და ცდილობდნენ მასში რამის შეცვლას, ახლა უკვე პრიქით ვფიქრობთ ქრისტეზე, მის ტკივილზე. კვირის ყოველ დღეს, აღდგომის წინ ეწოდება – “დიდი”, მაგრამ ეს ისეთი ღრმა თემაა, რომ არ ღირს მას  მრევლი განიხილავდეს დიდ ხუთშაბათამდე. ამიტომ ამის შესახებ უმჯობესია ვისაუბროთ მოგვიანებით. ბზობის კვირას კი დაშვებულია თევზი. ჯობია ვისიამოვნოთ თევზით და უბრალოდ ვიხაროთ დღესასწაულს.

 

SHARE