შავი შაბაში

0
3425

ალქაჯებსა და ეშმაკეულებზე მონადირე პიერ დე ლანკრის, 1612 წელს გამოცემულ ტრაქტატში “ბოროტი ანგელოზებისა და დემონების არაერთგვაროვნების სურათში”, აღწერილია ეშმაკის მსახურთა მიერ ჩადენილი სხვადასხვა ბოროტებანი. ტექსტს თან ახლავს პოლონელი გრავიორის იან ზიარენკოს ილუსტრაციები. ამ ილუსტრაციებიდან მკითხველთა თვალწინ იშლება ალქაჯთა თავყრილობები. ისინი ჭამენ შავი ფქვილისაგან დამზადებულ პურს, დადიან მიწაზე, რომელიც მოფენილია მოუნათლავი ბავშვების ძვლებით, ჩამოხრჩობილ ადამიანთა სხეულებითა და სხვა ხრწნადი სხეულებით. დე ლანკრი უღრმავდება და აღწერს უწმინდურ ძალთა რიტუალების დეტალებს, ხოლო ზიარენკო დეტალებში გადმოსცემს მას ვიუზუალურად: შემაძრწუნებელი თავყრილობები ხრწნად სხეულებს შორის. ავტორის სიტყვები და ეს ვიზუალი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ჟურნალ “Transactions of the Royal Historical Society” – გამოქვეყნებულ სტატიაში ავსტრალიელი ისტორიკოსი ლინდალ როპერი ყვება თუ, როგორ იქცა “მეცნიერული” ტრაქტატები დემონებსა და ჯადოქრებზე გასართობ ლიტერატურულ ჟანრად. ლანკარის ტრაქტატი უფრო ლიტერატურული ნაწარმოებია, ვიდრე მეცნიერული. არადა იმ დროს დემონოლოგია ითვლებოდა სწავლებად ბოროტების შესახებ, თეოლოგიის, ფილოსოფიის და მეტაფიზიკის განშტოებად. ეშმაკეულებზე მონადირეთა თანამედროვე მკვლევარები მსგავსი ტიპის ტრაქტატებს, როგორც წესი შუა საუკუნეების ბელეტრისტიკის ჟანრს მიაკუთვნებენ. ძნელი წარმოსადგენია, რომ წიგნები, რომლებმაც უამრავი ადამიანის დაღუპვას შეუწყვეს ხელი, მათი ეშმაკეულებად და ჯადოქრებად შერაცხვით, გაჯერებული იყოს კომიზმითა და მიჩნეულ იყოს გასართობ საკითხავად, მაგრამ ეს ასეა.

გონების ძილი

მჭიდრო კავშირი დემონოლოგიასა და ლიტერატურას შორის კარგად სჩანს ფილოსოფოს ჟან ბოდენის ტრაქტატში “De La Demonomanie Des Sorciers”, რომლებიც ჯადოქრობას ეძღვნება. ეს ნაშრომი განკუთვნილია იმდენად არა “სპეციალისტებისათვის”, რამდენადაც ფართო პუბლიკისათვის. ავტორი იკვლევს თავის გავარვარებულ, აღზნებულ გონებას. იგი ყვება თავისი მეგობრის სიზმრებზე (სავარაუდოდ ეს მეგობარი თავადაა), სადაც იგი აღწერს თეთრ და წითელ ცხენებს, აგრეთვე კეთილ სულებს, რომლებიც იძლევიან რჩევებს თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამას გარდა, ავტორი წიგნში აღწერს თუ, როგორ უნდა გავიკვანძოთ გენიტალიის საფარველი, რათა გამოვიწვიოთ იმპოტენცია. ამის შესახებ მას თურმე ვიღაც მაღალი წრის ქალბატონმა უამბო, რომლის სახელსაც იგი ტაქტის გამო არ ასახელებს. ავტორი წერს აფრიკელ ალქაჯებზე და ლიკანტროპიაზე ევროპაში. წერს იმის შესახებ, რომ მოგზაურობის დროს იგი და ყველა იმ სახლის მკვიდრი სადაც იგი გაჩერდებოდა დასწყევლა, რომელიღაც მათხოვარმა, რომელიც სინამდვილეში გადაცმული ალქაჯი იყო. წიგნი გაჟღენთილია მსგავსი ისტორიებით, ეს არაა უბრალოდ ინტელექტუალური ტრაქტატი, იგი სავსეა თვითონ ბოდენის ემოციონალური დილემის მტკიცებულებებით. აქა-იქ წიგნში გვხვდება უცნაური ისტორიები და მონათხრობები.

შუასაუკუნეების თრილერი

ბოდენის ტრაქტატი ეყრდნობა ინკვიზიტორ ჰენრიხ კრამერის 1484 წლის ცნობილ დემონოლოგიურ ნაშრომებს “ალქაჯთა ურო”. თითქოს და აკადემიური ტექსტი გადატვირთულია არალოგიკურობით და ანეგდოტური ხასიათის ისტორიებით, რომლებზეც, როგორც ჩანს თავად ავტორს ეცინება. მის სტილსა და შინაარსს იარაღად იყენებდნენ იმ დროის სხვა ავტორები. რა თქმა უნდა ნაშრომთა სტილი მეტნალებად განსხვავდებოდა, მაგრამ საერთო მონახაზი აშკარაა – მნიშვნელოვნად იმიტომ, რომ თვითოეული ავტორი წინა მორბედთა ნაშრომებზე პარაზიტირებდა. როგოროც ტექსტის თანმდები ილუსტრაციები, ეს ტრაქტატები გადატვირთულია სისხლიანი რიტუალების აღწერით. “ალქაჯთა ურო” – ში ავტორი გვიყვება მოხუც ქალზე, რომელმაც ორმოც ახალშობილზე მეტი დახოცა თავის ქალაში მახათის ჩარჭობით.

ეშმაკეულებზე მონადირე ნიკოლაი რემი წერს ორ ჯადოქარზე, რომლებმაც საფლავებიდან ამოთხარეს ორი ბავშვის გვამი. ერთმა მათგანმა თითქოსდა მოიგლიჯა მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც ავტორის თქმით კიდური ვარვარებდა გოგირდის ცისფერი ალით და არემარეს ანათებდა. ხოლო როდესაც საქმეს მორჩნენ ხელი უვნებელი აღმოჩნდა. რემი ყვება ბავშვებზე, რომლებსაც დედის მუცლიდან ამოგლეჯილებს ცოცხლად სწვავდნენ და პასაჟს ამთავრებს ფრაზით: “მაგრამ ალბათ საკმარისია ამ განსაკუთრებულად არა სასიამოვნო თემაზე ლაპარაკი”. ცალსახად ყოველივე ამას შოკში უნდა ჩაეგდო მკითხველი. სისხლიან სცენებში ჩაღრმავება ძალიან ჰგავს თანამედროვე საშინელებათა ფილმებში გამოყენებულ მეთოდებს.

ავსულმა, როგორც პერსონაჟმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა ცხოვრებაში. როგორც იაფასიანი გრავიურების ამაყი მფლობელები აფერადებდნენ და ხელოვნების ნაწარმოებებად აქცევდნენ მათ – ასევე XVI – XVII საუკუნეების დემონური ტრაქტატების ავტორები “რთავდნენ” თავიანთ ნაწარმოებებს გამოგონილი დიალოგებითა და სისხლიანი თავყრილობების ფერადოვანი აღწერითა თუ ღვთის მგმობი რიტუალებით. იყენებდნენ ექსტრავაგანტულ ჰიპერბოლებსა და ხატოვან სიტყვადახვეწილობას. “შაბაშის” სცენაში დე ლანკრი განსაკუთრებული აქტიურობით ახდენს თავისი სამწერლო ოსტატობის დემონსტრირებას. დაუფარავი კმაყოფილებით აღწერს იგი ცოცხებზე ამხედრებულ ნახევრად შიშველ სხეულებს, რომლებიც მოჰქრიან სხვა და სხვა მხრიდან და ტექსტის სტრუქტურირებას ახდენს იმ გვარად, რომ მკითხველზე წარუშლელი, შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება მოახდინოს. მსგავს მეთოდებს იყენებდნენ სხვა დემონოლოგებიც. მსგავსი აღწერილობები იპყრობს ადამიანის წარმოსახვას და დიდი ხნით ამახსოვრებინებს თავს.

იუმორი და დრამა

საშინელებათა და ცრურწმენის ექსპლუატაციის გარდა, დემონოლოგები ხშირად მიმართავდნენ იუმორს, ეყრდნობოდნენ რა შუასაუკუნეების ტრადიციას გაემასხარავებინათ ეშმაკი. “ალქაჯების უროში” არის პასაჟი იმის შესახებ თუ როგორ იპარავდნენ ალქაჯები პენისებს, რათა შეენახათ ისინი, როგორც შინაური ცხოველები ბუდეში. მოხსენიებულია მღვდელი, რომელიც დარჩა თავისი “მამაკაცური ღირსების” გარეშე – ესაა ნასროლი კენჭი დაბალი წოდების სასულიერო პირთა ბოსტანში. ამაზე ძალიან ხალისობდნენ დომინიკანური ორდენის მონაზვნები, რომელსაც მიეკუთვნებოდა ტრაქტატის ავტორი ჰენრიხ კრამერი.

გერმანელი თეოლოგი გეორგ ვიდმანი ყვებოდა, თუ როგორ უთვალთვალებდა ღამით ეშმაკი მდუღარე წყლით სავსე გობთან მდგარ მარილის მხარშველს, ხოლო შემდეგ ეშმაკი ოსტატს აგდებს ნაკადულს იქით, გობს კი გორაკს იქით. აქ არის ალეგორია: ცხვირი – ესაა პენისი და ეშმაკი სთავაზობს მარილის მხარშველს შეეჯიბროს იმაში, თუ რომელ მათგანს უფრო ძლიერი ეაკულაცია აქვს. თავიდან თითქოს ოსტატი ახერხებს ეშმაკის დამდუღვრვას, მაგრამ ის შმაგდება და შურს იძიებს ოსტატზე, დამდუღრული ღირსების გამო. მსგავს კომიკურ ისტორიებს ფესვები აქვს გამჯდარი ფოლკლორში, მათ ყვებოდნენ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ადამიანი წიგნის ბეჭვდვას ისწავლიდა. ინგლისელი დრამატურგის ქრისტოფერ შარლოუს 1587 წელს შექნმნილ პიესაში, რომელშიც გვიყვება დოქტორ ფაუსტზე, რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა (არ აგვერიოს გოეთეს ფაუსტში, რომელიც იგივე თემაზეა შექმნილი) აგრეთვე არის რაღაც მსგავსი. მაგალითად, ფაუსტი ხვდება გლეხს, რომელმაც ურმით ფურაჟი ჩამოიტანა ქალაქში და ეკითხება თუ რამდენს გადაუხდის იგი იმაში, თუ კი ის მის ტვირთს შეჭამს. დაინტრიგებული გლეხი აძლევს ფულს და უაღრესად გაკვირვებული რჩება, როდესაც ფაუსტმა ნახევარი ფურაჟი შეჭამა. ან კიდევ, ფაუსტი ყიდის შესანიშნავი ცხენების წყვილს და მყიდველს აფრთხილებს, რომ ცხენების ახალი პატრონი ვერასოდეს ვერ გადავა მდინარეზე. მყიდველი ვერ უძლებს ცდუნებას, მაგრამ პირველივე ჯერზე ხედავს, რომ მის ქვეშ ცხენის მაგივრად თივის კონაა. განრისხებული იგი ეძებს ფაუსტს. მიაგნო მძინარეს, სწვდა ფეხში, რომელიც მოსძვრა ფაუსტს და შერჩა ხელში. მკვლელი! იყვირა ფაუსტმა და შეშინებული თავდამსხმელი გრაბის. ეს ხუმრობები არ გამორიცხავს ტრაგედიას. ფაუსტში ეშმაკში ფაუსტს ევლინება, როგორც ჯადოქარი კარგი იუმორის გრძნობით, ხოლო შემდეგ ანახებს შემაძრწუნებელ ძალას და ანადგურებს მთავარ გმირს – მისგან სტოვებს მხოლოდ სისხლსა და ოთახში გაბნეულ ტვის. თვითონ ფაუსტი წარმოდგენილია ლოთ დებოშირად, ინტელექტუალად და თაღლითად. მაგრამ ამავდროულად, გარდაუვალი სასრულის შიშით, სთხოვს თავის საყვარელ მოწაფეებს საბოლოოდ ისადილონ მასთან ერთად, ხოლო შემდეგ წავიდნენ დასაძინებლად, რადგანაც იცის, რომ ეშმაკის წინაშე მარტო უნდა წარსდგეს.

პუბლიკის სახალისოდ

დემონოლოგები აქტიურად იყენებდნენ – სექსსა და სხეულთან დაკავშირებულ თემას. განსაკუთრებით ბევრია ასეთი მოტივები XVII საუკუნის გერმანულ ლიტერატურაში. წერა-კითხვის მცოდნეთა და აქიდან გამომდინარე მკითხველთა აუდიტორიის გაფართოებამ, დიდი შესაძლებლობები მისცა გამომცემლებსა და ავტორებს. გასაკვირი არაა, რომ ეშმაკებსა და ალქაჯებს მიძღვნილი მთელი ლიტერატურა იმავდროულად ატარებდა გასართობ ხასიათს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ალქაჯებზე ნადირობა დაცემას განიცდიდა.

1668 წელს გერმანელმა მწერალმა იოჰან პრეტორიუსმა გამოაქვეყნა წიგნი “Blockess-Berges Verrichtung”, რომელიც ალქაჯებსა და ოკულტიზმს ეძღვნება. აქ არის, როგორც აფრიკელი ჯადოქარი-ლესბოსელები, რომლებიც წესიერ მეუღლე-ქალბატონებს აცდუნებდნენ, ასევე ებრაული სულები, რომლებიც მენსტრუალური სისხლით იკვებებოდნენ. ვერ აუარა გვერდი პრეტორიუსმა ვერც ალქაჯთა თავყრილობებს – სწორედ მისი ისტორიების საფუძველზე შექმნა გოეთებ თავისი “ფაუსტი”.

ამ კრებულში მკითხველი ხვდება ძველ ნაცნობებს დემონოლოგთა ტრაქტატებიდან. ერთი მგზავრი ყვება სახლის დიასახლისი, რომელშიც ის გაჩერდა, – მიდის სადგომში, იღებს ფიწალს და ჰქრება. მდგმური იმეორებს მის მოქმედებას და ხვდება უწმინდურთა თავყრილობაზე. ეს სიუჟეტი ცნობილია ჯერ კიდევ ჰანს ბელდუნგ გრინის 1544 წლის გრავიურიდან. ოღონდაც ამჯერად ისტორია შაბაშზე არავის არ ძაბავს და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ მკითხველთა გართობას. ებერ ხარდ ჰაპელის 1683 წელს გამოცემულ წიგნში “სამყაროს უცნაურობანი”, ასევე მოხსენიებულია ეშმაკეულობა და ოკულტიზმი. გეოლოგიისადმი მიძღვნილ თავში, ავტორი ამტკიცებს, რომ ალქაჯები მართავენ თავიანთ შეხვედრებს ყოველი წლის პირველ მაისს წმინდა ველბურგის მთაზე.

იქაა ისტორიები “ეშმაკის ფოსტაზე”. ლივონის სასტუმროში ვაჭარი ხვდება უცნობს, რომელიც ამბობს, რომ შეუძლია ერთ საათში ჩაფრინდეს მასთან სახლში ჰოლანდიაში და უკან დაბრუნდეს. ვაჭარს რა თქმა უნდა ამისი არ ჯერა, მაგრამ უცნობი ქრება და ერთ საათში ბრუნდება უკან ვერცხლის კოვზითა და მისი მეუღლის ბეჭედით. ეს უცნობი – რაღა თქმა უნდა ეშმაკია, ხოლო სიუჟეტს ფესვები დემონოლოგთა ტრაქტატებში აქვს გადგმული, სადაც აღწერილია ალქაჯები, რომლებიც ღამით დაფრინავენ “შაბაშებზე” სანამ მათ ქმრებს სძინავთ. 1690 – ანი წლებისთვის დემონოლოგია საბოლოოდ, მეცნიერებიდან, გასართობ ლიტერატურულ ჟანრად გადაიქცა.

ძველი დემონოლოგიური ტრაქტატები ახლიდან გამოიცემოდა და ჰქონდა ძალიან დიდი წარმატება პუბლიკაში, რამეთუ გასართობ ლიტერატურად აღიქმებოდა.

 

SHARE