ძველი ადამიანი და ალკოჰოლი

0
4250

ანთროპოლოგებს შორის საინტერესო იდეა არსებობს, რომ ალკოჰოლმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადამიანის განვითარებაში, კერძოდ შემგროვებლობიდან და მონადირეობიდან სოფლის მეურნეობაზე გადასვლაში. ადამიანის ურთიერთობა ალკოჰოლთან რამდენიმე ათას წელს ითვლის.

ჩვენი წინაპრები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ “რიტუალური სითხეები”, რომლებსაც გონების დასაბინდად იყენებდნენ რელიგიური წესჩვეულებების დროს, შეიძლება გემრიელიც კი ყოფილიყო. თუმცა, დღეს არომატულ უძველეს სასმელებზე არ ვისაუბრებთ.

ქვემოთ გაეცნობით უძველესი ალკოჰოლური სასმელების შესახებ ინფორმაციას, რომელიც საუკუნეებმა შემოინახეს. სტატიის დასრულებისას თქვენ დარწმუნდებით, რომ ალკოჰოლური სასმელები არანაკლებ სჭირდება ადამიანს, ვიდრე პური და წყალი.

ჩინური ნაყენი

ჩინელი არქეოლოგების ახალი აღმოჩენა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩინეთი ჩავთვალოთ სასმელის მომხმარებელ უძველეს ქვეყნად.

სწორედ აქ იპოვეს თიხის ქოთნის ნამსხვრევები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000 წლით არის დათარიღებული. ქილის შიდა კედლების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მასში ინახებოდა ნივთიერება, რომელიც შეიცავდა თაფლს, ბრინჯსა და ხილს, რასაც თავის მხრივ დუღილი შეიძლება გამოეწვია.

ჩინელი ისტორიკოსების საპირისპიროდ არაფერი მოგვეპოვება, რადგან ეს ერთადერთი უძველესი თიხის ჭურჭელია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ტყავის ტომრებისა და ხის ჯამებისგან განსხვავებით.

სკორპიონ პირველის ღვინო

ფარაონ სკორპიონ პირველის საფლავი – ნუთუ არ არის ის ადგილი, სადაც რაიმე ძველი უნდა აღმოაჩინოთ, არქეოლოგებსაც გაუმართლათ და მიწაში  ღრმად იპოვეს უფრო ძველი მტკვიცებულება იმისა, რომ ეგვიპტელები ალკოჰოლურ სამკურნალო ელექსირებს იყენებდნენ, ვიდრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1850 წლით დათარიღებული პაპირუსის კოქტეილები.

აღმოჩენა, რომელიც შეიცავს მინარევებს, ხის ფისს, ქინძს, სალბს, პიტნას და რა თქმა უნდა ყურძნისგან დამზადებულ უძველეს სპირტს, იმდენად ძველია, რომ წინ უსწრებს ეგვიპტური ვენახის გამოჩენას. როგორც ჩანს, ვენახი ღვინის დასამზადებლად სკორპიონ პირველისთვის მდინარე იორადეს ხეობაში დარგეს, რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა ეგვიპტის ტერიტორიაზესამედიცინო ლოთობას .

ანტიბიოტიკური ლუდი

ძველი ნუბიელების ნაშთების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მათზე ტეტრაციკლინის კვალია, ის მარტივი ანტიბიოტიკია, რომელიც მარცვლეულის დაავადებულ ბაქტერიებთან ერთად წარმოიშობა ლუდის წარმოებისას. მართალია ისინი მდინარე ნილოსის გასწვრივ ცხოვრობნენ ეგვიპტის სამხრეთით, თუმცა როგორც ჩანს ეს ტრადიცია ჩრდილოელი მეზობლებისგან მომდინარეობს.

ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ხვდებოდნენ, რომ უბრალო მათრობელა სასმელის მაგივრად, უფასოდ კურნავდნენ სხვადასხვა დაავადებებისგან.

სიმინდის ქაფი პერუდან

მკვლევარებმა ჩიკაგოდან, 2004 წელს სამხრეთ პერუში აღმოაჩინეს ლუდსახარში, სადაც მასობრივად აწარმოებდნენ სიმინდის ლუდს 1000 წლის წინ. 55 ლიტრიანი კასრების პოვნის შემდეგ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პერუს ლუდხანებს ერთ დღეში შეეძლოთ მოემზადებინათ რამდენიმე ათასი ლიტრი სიმინდის ლუდი, რაც იმ დროისთვის სულაც არ იყო ცუდი შედეგი.

ტეკილას მექსიკელი წინაპრები

მექსიკელები მოხარულნი იქნებოდნენ, რომ მათაც მოემზადებინათ სიმინდის ლუდი, თუმცა კლიმატური პირობების გამო, აქ სტაბილურად მოსავლის მიღება რთული იყო, თუმცა კარგად იზრდება აგავა, რომლის წვენისგან, ადგილობრივმა  ხალხმა მასაზრდოებელი სასმელი პულკეს მომზადება ისწავლა. ის შეიცავდა კალცს, ბ-ჯგუფის ვიტამინებსა და პრიბიოტიკულ ბაქტერიებს.

ტეოტიუკანი, სადაც თანამედროვე ტეკილას წინამორბედის კვალი იყო აღმოჩენილი, დღესდღეობით მიტოვებულია. გვინდა ვიმედოვნოთ, რომ ეს 5-10 პროცენტიანი ძველი სპირტის გამო არ მოხდა, რომლსაც მექსიკური ქალაქის მაცხოვრებელთა სუსტი იმუნიტეტი ვერ ეწინააღმდეგებოდა.

მთის ფიჭვი

ჩვენამდე შემონახული ძველი შუმერების გამოსახულებები ჯამებითა და სასმისებით ხელში, მეცნიერებს მიუთითებენ, თუ რომელი მიმართულებით უნდა მოეძებნათ უძველესი ალკოჰოლური სასმელები. 1992 წელს ზაგროსის მთებში აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელზეც შუმერული ქერის ლუდის კვალი იყო.

სასმელის ნედლეულის დადგენა შესაძლებელი იყო ქვევრის კედლებზე კალციუმის ოქსალიტის საშუალებით, ხოლო წარმოშობის თარიღი დაახლოებით 3500 წელია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, თუმცა მისი ზუსტად განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

უძველესი ალკოჰოლური სასმელი ევროპაში

საბერძნეთი ცნობილია თავისი აღვირახსნილი ცხოვრებით, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ალკოჰოლის მწარმოებელ უძველეს ქვეყნებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. 2013 წელს არქეოლოგებმა Dikili Tash-ის ნამოსახლარის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ევროპის უძველესი ალკოჰოლური სასმელის, 6200 წლის ღვინის კვალი. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კერამიკულ ჭურჭელზე ღვინის მჟავა იყო, რაც დუღილის დროს შუალედური პროდუქტია. ამ აღმოჩენამდე, უძველეს ევროპულ ღვინოდ 6100 წლის სომხური სასმელი ითვლებოდა.

სკანდინავიური Medovukha

3500 წლის სკანდინავიელი ქალის ბრინჯაოს ფილტრის ნაშთები, არქეოლოგებს ძალიან დაეხმარა ალკოჰოლური სასმელების რთული რეცეპტების მოკვლევაში. მეცნიერებმა მასში აღმოაჩინეს ქერის, თაფლის, მოცვის, ბალახისა და სამხრეთის ღვინოს კვალი. მანამდე, სკანდინავიურ ქვეყნებში ალკოჰოლის წარმოების მთავარ ინგრედიენტად მხოლოდ თაფლი იყო მიჩნეული. თუმცა, ამ პროცესში ქალების პასუხისმგებლობა სულაც არ არის მტკიცე, როგორც ცნობილია კასრები Medovukha-ს კვალით უმეტეს შემთხვევაში ქალთა საფლავებში გვხვდება.

Swabia- რიტუალური ლუდი

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე, რაინისა და დუნაის შესართავებთან, მდებარეობს ისტორიული რეგიონი Swabia, რომლის მცხოვრებლები მიცვალებულებსაც კი ლუდით მიაცილებდნენ სხვა ქვეყანაში. სწორედ აქ აღმოაჩინეს 14-ლიტრიანი ბრინჯაოს ქვაბები, 2500 წლიანი ქერით, საფუარით, თაფლითა და პიტნით დამზადებული ლუდის კვალით.

როგორც ჩანს, ის ცნობილი მეომრის საფლავში დამარხეს, მჟავე ნიადაგში მისი კვალი მხოლოდ ხმლით, მუზარადითა და შუბით დარჩა.

ენთუზიასტებმა სცადეს მსგავსი სასმლის დამზადება და მიიღეს პორტვეინის მსგავსი გემო, თუმცა ის იმდენად საინტერესო არ აღმოჩნდა, რომ კომერციული რაოდენობით ეწარმოებინათ.

კანანური ღვინის მარანი

ახლო აღმოავლეთში უძველესი ღვინის მარანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1700 წლით არის დათარიღებული და ახლანდელი ისრაელის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელშიც 40 თიხის ჭურჭელი ინახებოდა საერთო 500 ლიტრის რაოდენობით.

თუმცა, ის რაც იქ ინახებოდა, რთულია ღვინო ვუწოდოთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სასმელი შეიცავდა პიტნასა და ღვიას, მისი რეცეპტი ხველის საწინააღმდეგო სიროფს უფრო ჰგავდა.

ცნობილი არ არის, რამდენი საინტერესო ალკოჰოლური სასმელი იმალება ისრაელის ტერიტორიაზე, რადგან, როგორც ვიცით,  ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600 წელს აქ დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მაგალითად, მატიანეებმა მრვალი სასმელის შესახებ შემოგვინახეს ინფორმაცია, თუმცა არქეოლოგებმა მათ კვალს ჯერაც ვერ მიაგნეს.