ველოსიპედი ტრანსპორტირების ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა. ამ მანათობელი გზის წყალობით კი გადაადგილება გაცილებით უფრო მიმზიდველი გახდა. ასეთი მანათობელი ველო-ბოლიკი ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ ლიდზბარკ-ვარმინსკში გამოჩნდა (Lidzbark Warminski). აღნიშნული ინოვაცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრში TPA Instytut Badań Technicznych Sp. z o.o. შეიმუშავეს.
ველოსიპედის სავალი ნაწილი დამზადებულია სინთეტიკური მასალისაგან, რომელიც დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ანათებს. დაგებულ გზაში შემავალი მანათობელი ელემენტები საჭირო ენერგიას მთელი ნათელი დღის მანძილზე იღებს.
უნდა ითქვას, რომ მანათობელი ველო-ბილიკის შექმნის იდეა თავდაპირველად 2014 წელს ჰოლანდიაში გაჩნდა, თუმცა პოლონური გზის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედისაგან, ვინაიდან ჰოლანდიურ ვარიანტში გამოყენებულ იქნა მანათობელი დიოდები, პოლონურის შემთხვევაში კი შემადგენელი ელემენტები მთლიანად დამოკიდებულია მზის ენერგიაზე.
ამჟამად პროექტი ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია, თუმცა არის დიდი იმედი, რომ აღნიშნული გამოგონება აღიარებას მოიპოვებს და სხვადასხვა ქვეყნები მალე დაინტერესდებიან ამ ინოვაციური პროდუქტით.