საქართველოში მზის პანელების წარმოება დაიწყება

0
3047

სულ მალე ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება. პროექტი გერმანული ინვესტიციით განხორციელდება, კერძოდ, მას სათავეში გერმანულ-მექსიკური კომპანია “AE SOLAR” ჩაუდგება, რომელთანაც კონტრაქტი ახლო მომავალში გაფორმდება.

მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში პირველად კეთდება, საწარმო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე 10 ათას კვადრატილ მეტრზე განთავსდება და წლიურად მინიმუმ 200 მეგავატი სიმძლავრის პანელებს დაამზადებს. ინვესტიცია მრავალმილიონიანია და საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კეთდება, პრაქტიკულად, სიდიდით ხის გადამამუშავებელ და ფეროშნადნობების ქარხანას გაუტოლდება“ – განაცხადა ჰუალინგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ.

ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც გაიყიდება.

SHARE