კემბრიჯის უნივერსიტეტის ორმა ინჟინერმა, სუნგსიკ ლიმ და ნათან აროკიამ შექმნეს ულტრა დაბალი სიმძლავრის მქონე ტრანზისტორი, რომელსაც ენერგიის წყაროს გარეშე დიდხანს შეუძლია მუშაობა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ინჟინრების განცხადებით, ტრანზისტორებს შეუძლიათ ენერგია მიიღონ გარემოდან, რაც ბატარეას დიდხანს მუშაობის საშუალებას მიცემს. გამორთულ მდგომარეობაშიც კი დამტენში ელექტრონული ნაკადი მაინც არ წყდება.
მომავლში იგეგმება ტრანზისტორის დიზაინის შეცვლა და ზომაში დაპატარავება. დღევანდელი ტრანზისტორების პატარა ზომად დაყვანა ვერ ხერხდება, რადგან რაც უფრო პატარა ზომისაა ტრანზისტორი, მით მეტია შანსი, რომ ვერ იფუნქციონიროს.
მეცნიერთა თქმით, ტრანზისტორების მეშვეობით, ელექტრონული მოწყობილობები დატენვის გარეშე ერთ წელსაც კი გაძლებენ.