ცნობილი ქართველი მხატვრების ბიოგრაფია

0
19522

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 18901894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.

ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი (დ. 5 აპრილი/18 აპრილი1901თელავი — გ. 30 დეკემბერი1975თბილისი) —ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (19221927). 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ – ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება – ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ – სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.

განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორცთბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.

აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (19421943თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ზ. ანტონოვის„მზის დაბნელება საქართველოში“ (19321933, კ. მარჯანიშვილის თეატრი), ჯ. პუჩინის „ბოჰემა“ (19441945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ (19551956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჰ. ლონგფელოს„ჰაიავათას სიმღერის“, ვ. ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ელგუჯა ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 25 თებერვალი1927თბილისი) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1966).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ბერძენიშვილის ფერწერული ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თანამედროვეობის განცდა, კომპოზიციის გრძნობა. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “დეკორატიული პანო” ბიჭვინთაში (1967), “ნავები” (1955, მხატვრის კუთვნილება), “მეუღლის პორტრეტი” (1956, მხატვრის კუთვნილება), “აბესალომ და ეთერი” (1968, ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი); განსაკუთრებით საინტერესოა კ. გამსახურდიას რომანის “დიდოსტატის მარჯვენის” ილუსტრაციები (1972, მხატვრის კუთვნილება).

 თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი (დ. 10 თებერვალი1934მესტია — გ. 1 იანვარი2008თბილისი), ქართველიფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. 1941 წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1959 წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 1972-2004 წწ. მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ,,ჰამლეტის” გასაფორმებლად.

თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის: ილია ჭავჭავაძისვაჟა–ფშაველას,გიორგი ლეონიძისრევაზ ინანიშვილისეთერ თათარაიძისგიორგი ცოცანიძისმიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული. მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” ორი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის “ჩამომიარ საწუთროში” რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი.

მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: გერმანიაში- 1985 წ. კანადა- 1987 წ. ავსტრია- 1988 წ. გერმანია-1989 წ. საფრანგეთი- 1997 წ. 1998 წ.

დავით ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 8 აგვისტო/20 აგვისტო1889, სოფელი დიდი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 მაისი, 1952თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სერგო სოლომონის ძე ქობულაძე (დ. 7 თებერვალი1909ახალციხე — გ. 22 ივლისი1978თბილისი) — ქართველი მხატვარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამამისი სოლომონ ქობულაძე ახალციხის სამხედრო ნაწილში მსახურობდა, სოლომონი სოფელ მაკვანეთიდან იყო, ხოლო დედა ნინო ხუნდაძე საჯავახოდან. ხატვისადმი მიდრეკილება მომავალმა მხატვარმა ბავშვობის წლებში გამოამჟღავნა. შვილის ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობდა დედა, რომელიც ხელსაქმის კარგი მცოდნე იყო. მის ნაქარგს მოწიწებით ინახავს ოჯახი. როცა ქობულაძეების ოჯახი თბილისში გადმოვიდა, სერგო ქობულაძეს საშუალება მიეცა საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად ბ. შებუევისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებს დასწრებოდა.

19251930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ე. ლანსერესთან, ი. შარლემანთან და გ. გაბაშვილთან. ამ პერიოდზე მხატვარი იგონებდა:

„პირველ-მეორე კურსზე აკადემიაში მხოლოდ ხატვას გვასწავლიდნენ. პირველ კურსზე ხატვას გვასწავლიდა ი. შარლემანი, მომდევნო კურსზე კი ე. ლანსერე, ყველაზე მეტი ვისწავლე და შევიძინე გიგო გაბაშვილისაგან, რომელიც ფერწერას გვასწავლიდა. მისგან გავიგე პირველად, თუ რას ნიშნავს თბილი და ცივი ტონები, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდიკლება მოახდინა.“

თბილისის სამხატვრო აკადემია სულ სამი წლის დაარსებული იყო. აკადემიაში სწავლის გატარებულ წლებს მისი შემოქმედების ფორმირებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი სარგებლობდა უფლებით, დასწრებოდა მეცადინეობას სხვა ფაკულტეტებზე. სამხატვრო აკადემიაშივე იღებს დასაბამს მის მიერ ძველი ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლა და დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნებით გატაცება.

1931 წლიდან სსრკ-ის დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი სერგო ქობულაძე თეატრში კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია 1932 წელს. ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან. მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებშიფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდ თეატრში. მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა „ამბავი ტარიელისა“ (1947 წელი) და გრიგოლ კილაძის ბალეტ სინათლეს (1947 წელი) გაფორმებისათვის მას სახელმწიფო პრემიები მიენიჭა „სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი“.

1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნავენეციასა და ლონდონში.

19301932 წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1930 წელს, აკადემიის კურსის დამთავრების შემდეგ, მხატვარი მუზეუმებში დაცულ ძველ ოსტატთა სურათების გასაცნობად, მოსკოვსა და ლენინგრადში მიემგზავრება. წარსული ეპოქებისადმი ინტერესი, რომელსაც მხატვარი ინარჩუნებდა, თავის დროზე დიდ როლს ასრულებდა მის შემოქმედების ჩამოყალიბებაში, გემოვნებისა და მხატვრულ მიდგომათა გამომუშავებაში.

1938 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმზღვანელი და ერთ ხანს რექტორი იყო. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მან სასწავლო ნახატის გარკვეული სისტემა შეიმუშავა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მას. ნატურის შტუდირებისათვის მას არასდროს მიუნებები თავი, მის მოსწავლეებს ახსოვს, რომ ხატვის გაკვეთილებზე პროფესორი ვერ უძლებდა ცდუნებას, ჯდებოდა მათ გვერდით და ნატურიდან ხატვას იწყებდა, მკაფიო ინდივიდუალური თვისებებით დაჯილდოებული მხატვარი და პიროვნება, სტუდენტების შემოქმედებით თავისებურებათა გამოვლენას, პატივისცემით იღებდა და მათ სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე ზრუნაცდა, იქნებოდა ეს საუბარი სახვითი ხელოვნების კლასიკური მუსიკის, ლიტერატურის შესახებ, თუ კამათი ფეხბურთისა და ჭადრაკის გულშერმატკივრებთან, მსმენელებს ხიბლავდა სერგო ქობულაძის მახვილგონიერება, იუმორი, მოვლენების სრულიად მოულოდნელ ასპექტეშ დანახვის უნარი. 1957 წლიდან გახდა პროფესორი. 1952-1959 წლებში აკადემიის რექტორი.

1958 წელს საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა (1960) რომეშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა.

სერგო ქობულაძემ გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპი. „ამ გამოკვლევაზე მუშაობით, — ამბობდა შემოქმედი, — დიდი სკოლა გავიარე, იმდენი რამ ვისწავლე, რასაც მრავალი წლის მანძილზე ვერ შეიძენს კაცი“.

1972 წლიდან სერგო ქობულაძე ხელმძღვანელობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ახალგაზრდა გარფიკოსების აღზრდის საქმეში.

სერგო ქობულაძე გარდაიცვალა 1978 წელს. გარდაცვალების შემდეგ გახდა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ზურაბ რაჟდენის ძე კაპანაძე (დ. 15 ნოემბერი1924თბილისი — გ. 20 ოქტომბერი1989, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

დაიბადა 1925 წლის 15 ნოემბერს თბილისში, რაჟდენ და სოფიო კაპანაძეების ოჯახში. მხატვრის მამა ასოთამწყობი იყო, დედა – დიასახლისი. სტამბაში მუშაობისას მამას ფილტვები დაუავადდა და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. მაშინ ზურა ექვსი წლის იყო. ოცდაათი წლის ასაკში დაქვრივებულმა სოფიომ სამი შვილი აღზარდა. ზურაზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ უფროსი დები – რუსუდანი და ქეთევანი.

1953 წელს ზურაბ კაპანაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც მას ასწავლიდნენ ბრწყინვალე პედაგოგები ი. შარლემანი, ს. ქობულაძე, ვ. შერპოლოვი, სოსო და დუდა გაბაშვილები. 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ის იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრის პროფესორი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების მთავარი მხატვარი, გამომცემლობა „ხელოვნების“ მთავარი მხატვრული რედაქტორი, წლების მანძილზე მუშაობდა მხატვრად საბავშვო ჟურნალ „დილაში“, სადაც ხალისიან, ბავშვებისთვის გასაგებ ილუსტრაციებს ქმნიდა.

ზურაბ კაპანაძე იყო ქართული წიგნის მხატვრული გაფორმებისა და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ღვაწლმოსილი ოსტატი, რომელმაც საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით იცხოვრა და შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა: 200-მდე გრაფიკულად გაფორმებული წიგნი, მონუმენტურ-დეკორატიული ფორმები, პლაკატები, აფიშები, ბუკლეტები და კალენდრები.

გარდაიცვალა 1989 წლის 20 ოქტომბერს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

გია (გიორგი) უშანგის ძე ბუღაძე (დ. 24 სექტემბერი1956თბილისი) — ქართველი მხატვარი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 2003 წლიდან 2012 წლამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გია ბუღაძე დაიბადა 1956 წლის 24 სექტემბერს, თბილისში, ექიმების ოჯახში. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში(1977–1981). გიორგი თოთიბაძე და კოკი მახარაძის სტუდიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

1980-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა შეკრების ადგილი (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვებბი). ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში — „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.

20032012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო

უჩა (ილია) მალაქიას ძე ჯაფარიძე (დ. 4 აგვისტო/17 აგვისტო1906, სოფ. ღარიონის რაიონი — 6 ივლისი1988თბილისი) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1963).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უჩა ჯაფარიძე დაიბადა 1906 წლის 17 აგვისტოს ონის მახლობლად სოფელ ღარში, მასწავლებლის ოჯახში. მამა – მალაქია ჯაფარიძე, მათემატიკის მასწავლებელი იყო. ონის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა თბილისში, სადაც 1922-1924 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში. 1924 წელს იგი ხდება თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი,სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ დავით კაკაბაძეიოსებ შარლემანილადო გუდიაშვილი და ევგენი ლანსერე. სამწუხაროდ, 1925 წელს უჩა ჯაფარიძე, მამის გარდაცვალების გამო, იძულებული გახდა მიაეტოვებინა სამხატვრო აკადემია და დაბრუნებულიყო სოფელში – საკუთარ ოჯახში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება მან მხოლოდ 1928 წელს შეძლო. 1931 წელს, სამხატვრო აკადემიისწარმატებით დამთავრების შემდეგ, უჩა ჯაფარიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში, მაგრამ ამასთანავე განაგრძობდა დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასაც. მან რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოწყობილ ექსპედიციებში, რამაც შესაძლებლობა მისცა მოეგროვებინა მდიდარი მასალა თავისი შემოქმედებისათვის. 1933 წელს უჩა ჯაფარიძე მიემგზავრება მოსკოვში და მუშაობას იწყებს საბჭოთა კავშირის ხალხთა მუზეუმში და ამასთანავე სწავლას განაგრძობდა გამოჩენილი რუსი მხატვრების ხელმძღვანელობით. 1936 წლის ოქტომბრიდან უჩა ჯაფარიძე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში და 1944 წელს იღებს პროფესორის წოდებას. 1942-1948 წლებში იგი იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1939 წლიდან ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე, ხოლო 1951, 1955, 1958 და 1972 წლების მხატვართა კავშირის ყრილობებზე არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ. უჩა ჯაფარიძეს 1942 წელს მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია მონუმენტური ტილოსათვის – “საპირველმაისო დემონსტრაცია თბილისში 1901 წელს” და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია – 1987 წელს. იგი იყო აგრეთვე სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სსრ რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1958), “შრომის წითელი დროშის” 3 ორდენით (1946, 1966, 1971) და სხვა ორდენებითა და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოსა (1946) და საბჭოთა კავშირის (1963) სახალხო მხატვრის წოდებები, არჩეული იყო სსრკ სამხატვრო აკადემიის ჯერ წევრ-კორესპონდენტად (1954), ხოლო შემდეგ (1958) – ნამდვილ წევრად. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. უჩა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1988 წელს და იგი დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.