ლენინის გულახდილობა რუსებსა და მათ ისტორიაზე

0
3465

კომუნისტური პარტიის მეშვიდე შეხვედრაზე, 1919 წლის მარტში, გაიჟღერა იდეამ იმის შესახებ, რომ რუსეთის იმპერიის შემადგენელი ერებიდან, მუშათა კლასის წარმომადგენლები უნდობლობით იყვნენ გამსჭვავლულნი ველიკოროსების მიმართ (ველიკოროსები – ტერმინი გამოიყენება აღმოსავლელ სლავთა ჩრდილო ჯგუფების აღსანიშნავად). ხოლო ლენინის თქმით ფინეთის ბურჟუაზიის უსაზღვრო სიძულვილზე მას პირადად ესაუბრა ფინეთის წარმომადგენელი. ფინელების პროტესტს კი, საზღვრების და “იურევსკის ხელშეკრულების” ურცხვი დარღვევის შესახებ, ლენინმა შოვინისტური უწოდა და თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: “ეს პრეტენზიები განეკუთვნება იმათ რიცხვს, რომელთა შესახებაც ვიძახდი: კარგად გამოქექე ახალი კომუნისტი და მასში აღმოაჩენ ველიკორუს შოვინისტს… ამ საქმეში ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიფრთხილე განსაკუთრებით საჭიროა ისეთი ერისგან, როგორიც ველიკორუსები არიან, მათ ხომ ყველა სხვა ერში სიძულვილი გამოიწვიეს და მხოლოდ ახლა სწავლობენ ამის გამოსწორებას.”

კიდევ უფრო მკაფიოდ თავის აზრს ლენინი აფიქსირებს სტატიაში – “საკითხი ნაციონალიზმისა და ავტონომიის შესახებ”, რომელიც მიეძღვნა განათლების რეფორმას და საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულებას. სტატიაში კარგად იკვეთება ლენინის აზრი პროლეტარული ინტერნაციონალიზმის პრინციპებზე. ითვლება, რომ ლენინმა სწორედ ამ წერილით წამოჭრა პარტიის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლებსაც თავად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. წერილში ის ვრცლად განიხილავს გზებს თუ როგორ უნდა დაიცვას საბჭოთა კავშირში შემავალი უცხო ერების წარმომადგენლები იმ მასისგან, რომლებსაც შოვინისტ ველიკორუსებს ეძახიან. ველიკორუსებს, რომლებიც ბუნებით არამზადები და მოძალადეები არიან, ზუსტად ისეთები, როგორებიც ტიპიური რუსი ბიუროკრატები. ეჭვგარეშეა რომ რიგითი მოქალაქეები ისე ჩაიძირებიან პარაზიტი შოვინისტების გარემოცვაში, როგორც ბუზი რძეში – ამბობს ლენინი და აქვე სვამს მეორე საკითხს, მიიღო კი პარტიამ ყველა საჭირო ზომა ასეთი დასასრულის პრევენციისთვის?! და თავადვე პასუხობს :”ვფიქრობ ჩვენ არ გვიზრუნია ამაზე სათანადოდ, იმის მიუხედავად რომ შეგვეძლო და უნდა გაგვეკეთებინა კიდეც!”.

აქ უკვე თავი იჩინა კიდევ მნიშვნელოვანმა კითხვამ : “როგორ გავუგოთ უცხო ერებს?. მე უკვე აღვნიშნე რომ არცერთ ერთან არ გვარგებს ერთი, ზოგადი და აბსტრაქტული დამოკიდებულება, ყველა ერს ჭირდება აუცილებელი, განსხვავებული და მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მიდგომა. გასათვალისწინებელია ერის წარსული, დიდია თუ პატარა, ძლიერი თუ სუსტი და კიდევ სხვა მრავალი. გადავხედოთ ისტორიას და მივხვდებით, რომ თითქმის ყოველთვის პატარა ერების ჩაგვრასა და უზომო ძალადობაში ყოველთვის ჩვენ, დიდი ერები ვართ დამნაშავენი. ამიტომ აუცილებლად ვთვლი, რომ პატარა და დიდ ერებს შორის თანაბარუფლებიანობა არ  იყოს მხოლოდ ქაღალდზე ფორმალურად მიწერილი სიტყვები” – განაცხადა ლენინმა. ამიტომაც ჯობია, ზედმეტი მოგვივიდეს დათმობა და ტოლერანტობა ეროვნული უმცირესობების მიმართ, ვიდრე ზედმეტ წნეხში მოვაქციოთ ისინი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ არასდროს მოვეკიდოთ ზერელედ ნაციონალურ საკითხებს და ყოველთვის გავითვალისწინოთ ეროვნული უმცირესობების პრობლემები, რომლებსაც გადააწყდებიან არათანაბარუფლებიანობის ჟამს.

ლენინის რეფორმების შემდეგ, რუსეთის იმპერიისთვის დამახასათებელი სურათს ცვლის სულ სხვა, ახალი თავი, რომელსაც ახლადშექმნილი საბჭოთა კავშირი წერს და სადაც რუსეთის იმპერიის გადმონაშთი, შოვინისტი ველიკორუსები უბრალოდ არამზადებად წარმოჩინდნენ, ხოლო მრავალი წლის მანძილზე ჩაგრული რუსი ერი ყველაფერი დიადის შემქმნელად. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთმა პირველმა გამოცემამ “რუსეთის ისტორია” – პოკროსვკი (1868-1932) თავის თავში დაიტია ყველა სტერეოტიპი და თან განაცხადა, რომ დიად რუს ერს ფესვები სკანდინავიაში და გერმანიაში აქვს და არაფერი საერთო არ აქვს იმ არამზადებთან, რომლებსაც ველიკორუსებს უწოდებენ.

უნდა აღინიშნოს რომ პოკროვსკის წიგნში აღებული გეზი არაა მხოლოდ იმდროინდელი მთავრობის მიერ ნაკარნახევი, მისი გზამკვლევი ვარსკვლავის როლი მარქსის სტატიამ : “ისტორია მეთვრამეტე საუკუნის საიდუმლო დიპლომატიაზე”- მაც ითამაშა, რომელსაც მარქსი 1856 წლის მარტიდან 1857 წლის ივნისამდე წერდა და მხოლოდ 1899 წელს გამოიცა სრული სახით.

ნაშრომში “რუსული ისტორია ყველაზე ვიწრო ჭრილში”, პოკროვსკი მიუთეთებდა, რომ პირველი ველიკორუსების წარმომადგენელი ჩრდილო-ევროპულ მიდამოზე იყვნენ არა სლავები, არამედ სხვა ხალხი. სამხრეთით იყვნენ “ხაზარები”, წერს პოკროვსკი, და იყვნენ ბატონები მთლიანად ამ ტერიტორიაზე. პოკროვსკი განმარტავს, რომ ამ თეორიას ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი ხშირად უარყოფდა პატრიოტული და ნაციონალისტური მიზეზების გამო. მათ (ანუ ისტორიკოსებს) ეგონათ, რომ რუსი ხალხის თავმოყვარეობისთვის არ იქნებოდა კარგი, რომ ცოდნოდათ, პირველი ბინადარნი მათ ტერიტორიაზე იყვნენ უცხოები და უფრო მეტიც, თვითონ სიტყვა “Русь” (რუს), წარმოიშვა მაშინ, როდესაც ფინელებმა შვედებს უწოდეს. როგორც ვხედავთ პოკროვსკის მოხსენიებული აქვს ნორმანიზმის ყველა სტერეოტიპი. ეს სიტყვები მეორდება უკვე 300 წელია ყველა ნორმანიზმის მიმდევრის მიერ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომის პირველი ორი ნაწილი გამოცემულია სახელმწიფო გამომცემლობის მიერ 1920 წელს, რომელიც წიაკითხა ლენინმა და ავტორს მიწერა კიდეც, რომ მისი ნაშრომით აღფრთოვანებული იყო.

ამდენად, ასკვნის პოკროვსკი, სლავური ენა ჯერ კიდევ არ ამტკიცებს იმას, რომ რუსების ძარღვებში მაინცადამაინც სლავური სისხლი ჩქეფს. რუსი ერი აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე მაცხოვრებელი, ერთმანეთისაგან ფრიად განსხვავებული ტომებისაგან შეიქმნა, სლავების ტომი კი მათგან ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, ამიტომაც  შეძლო დანარჩენებისათვის საკუთარი ენის თავს მოხვევა. პირველ ხანებში სლავებს ამ ვაკის მხოლოდ მცირე, სამხრეთ-დასავლეთ კუთხე, ახლანდელი დასავლეთ უკრაინა ეჭირათ. რამდენადმე შემდგომ მათ დნეპრის შუა წელი და პოლესიე დაიკავეს, მოგვიანებით ჩრდილოეთში, ფინეთის ყურისაკენ და ლადოგის ტბისაკენ გადაინაცვლეს და საბოლოოდ, ყველაზე ბოლოს, დღევანდელი ველიკორუსია – მოსკოვის ოლქი და მიმდებარე ოლქები დაიკავეს (მ. ნ. პოკროვსკი, მითითებული თხზულება, გვ. 18-1).

ამდენად, რუსი ერის ძარღვებში, პოკროვსკის ამ ნაშრომში გადმოცემული შეხედულებებისა და გამონათქვამების მიხედვით, არასლავური სისხლი ჩქეფს. რაც შეეხება სლავურ ენას, რომლის მატარებელსაც ველიკოროსიის მოსახლეობის უმრავლესობა წარმოადგენს, პოკროვსკი ამას სლავური ტომის მიერ ძირძველი მოსახლეობისათვის – ფინელებისათვის საკუთარი ენის თავს მოხვევით ხსნის. ამასთან, მტკიცებულებად მოყვანილია პარალელი  საფრანგეთის ისტორიასთან  და რომაელების მიერ დაპყრობილ რომანიზირებულ კელტებთან. რომის იმპერიის დაპყრობითი ეპოქის გალიის ისტორია კარგად დოკუმენტირებულია დამაჯერებელი წყაროებით, მაშინ როდესაც პოკროვსკის თეზისები სლავების, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში სხვა მხრიდან, სამხრეთის მიწებიდან მოსულებისა და ამ მიწების უძველეს  მაცხოვრებელთა – ფინელთა მხარდამხარ დასახლებულების შესახებ განმტკიცებულია ფინელი ფილოლოგების – შიოგრენის, კასტრენის, ევროპეუსის შეხედულებებისა. ამ უკანასკნელთა შეხედულებები კი, თავის მხრივ, სათავეს ო. რუდბეკისა და ა. სკარინის თხზულებებში შვედური მითიდან იღებს. თუმცა, საინტერესოა, აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ფინურ-იოგურულ სუბსტრატზე მსჯელობა არ მოიძებნება რუსეთის ისტორიაზე პოკროვსკის პირველ მსხვილ ნაშრომში – „რუსული ისტორია უძველესი დროიდან“. აღმოსავლეთ ევროპის ვაკის, კონკრეტულად კი მოსკოვისა და ვლადიმირის გუბერნიების სლავები მოიხსენიებოდნენ ავტოქტონებად (მ.ნ. პოკროვსკი, რუსული ისტორია უძველესი დროიდან, მოსკოვი, 1896-1899, თავი „უძველესი საზოგადოებრივი წყობილების კვალი“). თუმცა, ამავე ნაშრომის უფრო გვიანდელ გამოცემებში, პოკროვსკი, როგორც ცნობილი არქეოლოგი ე.ა. რიაბინინი აღნიშნავდა, უკვე სრულიად „უარყოფდა ისეთი ცნებების ისტორიულ-კულტურულ შინაარსს, როგორებიცაა ველიკორუსული ხალხთა ერთობა, ნაცია, არ აღიარებდა ერთიან კულტურას, ხოლო რუს ხალხს განიხილავდა, როგორც სხვადასხვატომეული ელემენტების შენადნობს. მისი მტკიცებით, ველიკორუსული ხალხთა ერთობა ფინური სისხლის ლამის 80 პროცენტს შეიცავს.“ (ე. ა. რიაბინინი, ფინურ-უგორული ტომები ძველი რუსეთის შემადგენლობაში, სანქტ-პეტერბურგი, 1997, გვ. 13).

თავის წინგნში პოკროვსკი აღნიშნავს, რომ სლავები რუსეთის მიწებზე მოვიდნენ, როგორც ახალმოსახლეები რათა დაეკავებინათ იმ დროისთვის იქ მაცხოვრებელი ფინელების მიწები, რადგან სხვადასხვა გეოგრაფიული დასახელებები, მდინარეების , მთების და ქალაქებისაც კი, მათ შორის მოსკოვის, ოკა და კლიაზმას დასახელებებში ფესვები სლავური კი არა ფინურია.

აქედან დასკვნა, რომ სლავების ჩამოსვლამდე რუსეთში ფინელები ცხოვრობდნენ. აქვე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მაცხოვრებელ ფინელებს არ დაუკარგავთ საცხოვრებელი ტერიტორეიები სრულად და რუსეთის მიწებზე მაცხოვრებელი ფინელები მთლიანად არ დაკარგულან, უბრალოდ გაერივნენ სლავებს და ასე აირია ეს ორი ერი რუსეთის მიწაზე. სწორად ისინი გახდნენ პირველი ჩრდილო-აღმოსავლელი ევროპული ტომი. მსგავს მაგალითად კი მოყავს ფრანგები, რომლეთა კულტურაზეც ნათლად იგრძნობა რომაული იმპერიის გავლენა, თუმცა ფრანგები არ არიან რომაელთა შთამომავლები, ისინი ძველი კელტები არიან, რომლებიც რომაელებმა დაიპყრეს და სწორედ ამიტომ იგრძნობა მათი კულტურის გავლენა ასე ძლიერად.

უნდა ითქვას, რომ პოკროსვკის შეხედულებები რუსების ეთნოგენეზის შესახებ, როგორც ფინელების სლავებთან არევა, არ იყო მისი პირადი წარმოდგენების შედეგი. ეს შეხედულებები ისევე, როგორც მისი მსჯელობა წამოსულია შვედური მითიდან. ამ სტატიაში აუცილებელია გამოიყოს პოლონელი ფრანცისკა დუხინსკოვის ( 1816-1893) იდეა, რომელიც 1846 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მან იქ დაიწყო გამოსვლები ახალი ჰიპოთეზით სლავური ეთნოგრაფიის შესახებ, რომლის თანახმადაც “მოსკალები” ანუ იგივე ველიკორუსები არ ეკუთვნიან სლავურ ტომებს, არამედ წარმოიშვნენ მონღოლებისგან და ამიტომაც უსამართლოდ მიიწერეს რუსების სახელი, რომელიც წესით მხოლოდ ბელორუსებს და მალორუსებს ეკუვნით, ამიტომაც უნდა გავაერთიანოთ მალორუსებისა და ბელარუსების წარმომავლობა და მათგან სრულად უნდა გამოიყოს ველიკორუსები. სწორედ ეს ჰიპოთეზა ამყარებდა და ხელს უწყობდა მაშინდელ დამოკიდებულებას ველიკორუსების მიმართ, ამყარებდა მათ შეხედულებებსა და მსჯელობას. სწორედ ამიტომ, დუხოვსკის შეხედულობები ჩრდილო-აღმოსავლელ მოსახლეობას მოსწონდა და სარწმუნოდ თვლიდა ამ იდეას. ერთ-ერთი მაგალითი პოზიტიური გამოძახილისა დუხოვსკის ნაშრომზე წარმოადგენს მარქსის გაგზავნილი წერილი ენგელსთან 1865 წლის 24 ივნისს.