მომავლის ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლიან

0
3654

ტექნოლოგიები ცვლიან ყველაფერს, როგორც ჩვენს ცხოვრებას, ისე ჩვენს უკვე ზრდასრულ წლებს. მობილური მოწყობილობებისხვადასხვაგაჯეტებიდა ინტერნეტზე დაფუძვნებული ტექნოლოგიები ზრდასრულთ ეხმარება მონიტორინგის ქვეშ ამყოფონ თავიანთი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ქვემოთ გაგაცნობთ 10 იმ ტექნოლოგიურ სიახლეს, რომელიც უახლოეს მომავალში ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება.

  1. მოლაპარაკე საგზაო ნიშნები

ხანში შესულთათვის ღამით მანქანის მართვა ნამდივლი კოშმარია. რაც წლები გვემატება, ჩვენი მხედველობა უფრო და უფრო სუსტდება და საბოლოოდ მივაღწევთ მომენტს, როცა მხედველობისა თუ ორიენტაციის უნარს მზის ჩასვლის შემდეგ  აღარ ვენდობით. GPS – სისტემებმა შედარებით მეტი თვითდაჯერება მოგვცეს, რომ არ დავიკარგებით, მაგრამ შესანიშნავი იქნებოდა მოკაპარაკე საგზაო ნიშნები, რომლებიც გააქტიურდებოდნენ – ანუ გამოაცხადებდნენ თავიანთ მნიშვნელობას – ბლუთუზით, ჩვენი მიახლოებისას.

  1. ავტომობილები, რომლებიც თავის თავს მართავენ

ჩვენ ვიცით, რომ ეს უახლოესი მომავალია, ასე რომ მოხარულნი ვიქნებით გვქონდეს ავტომობილი, რომელიც პარალელურ პარკირებას თავისით შეასრულებს. ავტო-ბრენდები ცდილობენ რაც შეიძლება უსაფრთხო მძღოლებად გვაქციონ სხვა და სხვა ტექნოლოგიების განვითარებით. მომავლის ავტომობილებს შეეძლებათ ამოიცნონ არაუსაფრთხო მართვის კონდიცია და ავტომატური საჭის შესწორებით თუ მუხრუჭის გამოყენებით თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხე.

 

 

 

 

 

 

 

3. 3. ექიმთან ვიზიტი სკაიპით

ექიმთან ვიდეო-ზარით „ვიზიტი“ უკვე შესაძლებელია მათთვის ვინც ცხოვრობს რთულად მისადგომ ადგილებში. მოველით რომ, ამ ტენდეციას განვითარება ელის. ერთ დღესაც ვიტყვით – „გასხოვთ? ექიმთან კონსულტაციისთვის მასთან მისვლა, რომ გვჭირდებოდა?“ ზუსტად ისე, როგორც ახლა ვიძახით – „გახსოვთ? ექიმები სახლის ტელეფონზე, რომ რეკავდნენ?“

  1. პაციენტის დისტანციური მონიტორინგი

პაციენტებს უკვე შეუძლიათ შეიმოწმონ გლუკოზის დონე და შედეგები ვირტუალურად გაუგზავნონ თავიანთ ექიმებს. არსებობენ მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითად თქვენ შეძლებთ შეიმოწმოთ გულისა და არტერიული წნევა, ხოლო მონაცემები პირდაპირ გაუგზავნოთ თქვენს ექიმს. ხშირ შემთხვევაში ეს მოწყობილობები თავიდან გვაცილებენ ექიმთან მისვლის აუცილებლობას და იმ ბევრ რუტინას, რომელიც მას უკავშირდება. აფთიაქები უკვე გვთავაზობენ უფრო და უფრო გაუმჯობესებულ და გაიაფებულ ვერსიებს ამ მოწყობილობებისა. ექიმთან არ მისვლა კი რა თქმა უნდა ნიშნავს ზედმეტი დანახარჯების გაქრობასაც.

  1. ონლაინ სამედიცინო ჩანაწერები

დიდი პლიუსია გყავდეთ ყველა თქვენი ექიმი ერთ გვერდზე – პირდაპირი მნიშვნელობით. შესაძლებელია ტესტის შედეგების გაზიარება, სამედიცინო კონფერეციების ონლაინ ჩატარება, თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს შეგიძლიათ ერთი და იგივე იმფორმაცია მიიღოთ მარტივად და ერთდროულად. მარტივია სხვა შეხედულების მოსმენაც, როდესაც თქვენი ანალიზის შედეგების გადაგზავნა შეგეძლებათ სხვა ექიმისთვის დაცული ქსელური კავშირით. სპეციალისტები, რომლებიც არიან სხვადასხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში შეეძლებათ ერთმანეთთან კონსულტაციის გავლა. ჩვენ დღესდღეობით, ისედაც ვამყარებთ ერთანეთთან კომუნიკაციას ელექტონულად. ჩვენ ვიყენებთ ელექტრონულ კავშირებს საბანკო ოპერაციებისთვის. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, როდესაც საქმე სამედიცინო ჩანაწერებს ეხება? მართალია არსებობს ინფორმაციის დაცულობის პრობლემა, მაგრამ ვაღიაროთ რომ საკუთარი სამედიცინო ჩანაწერების გასაჯაროებით არავინ მომკვდარა, თუმცა მომკვდარან აღნიშნულის ხელმიუწვდომლობით.

  1. რობოტი მომვლელები

იაპონელმა ინჟინერმა შექმნა რობოტი – Teddy Bear. ის გამოიყურება, როგორც საყვარელი სათამაშო და მისი დანიშნულებაა, რომ შეასრულოს ისეთი დავალებები, როგორებიცაა ლოგინიდან მოხუცის წამოყენება, თუ დახმარება ეტლით მოძრაობისას. ამ სამუშაოს დამხმარეები პაციენტებთან დღეში დაახლოებით 40 – ჯერ ასრულებენ.

 

 

 

 

 

 

7. სინათლე, სინათლე და კიდევ მეტი სინათლე

არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო რესტორნებისა, რომლებიც რომანტიკულ განწყობას გვიქმნიან სანთლებით, მაგრამ სამწუხაროდ გვიჭირს თქვენი მენიუს ამოკითხვა. წარმოგიდგენთ LED ნათურებს, იქ სადაც თქვენ არასდროს ელოდით მათ შეხვედრას – იმ ჩამონათვალის ფურცლის თავზეც, რომელთაც შეფ-მზარეული დღეისთვის გვთავაზობს. Ralph Lauren tote – ს ჩანთაც კი გვხვდება LED ნათურებით აღჭურვილი რათა დაგვეხმაროს კალმისტარზე “თევზაობისას”.

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. უსაფრთხოების მონიტორები, რომლებიც სცდებიან ნანოკამერებს

მომავლის სენსორებს ექნებათ ინფორმაცია თქვენი ცხოვრებისეული ჩვევებისა და სტილის შესახებ. იარსებებს სენსორი, რომელიც შეგატყობინებთ, რომ თქვენს მოხუცებულ დედას 2 დღის განმავლობაში არ ჩაურთავს ტელევიზორი, მაშინ როცა ის არასდორს არ ტოვებს თავის საყვარელ შოუს. რას იტყვით ტაბლეტების დისპანსერზე, რომელიც გამოგიგზავნით ელექტორნულ შეტყობინებას, თუ დედათქვენი გამოტოვებს მიღების საათს. ან მოძრაობის სენსორი აბაზანაში, რომელიც მიხვდება, რომ მამათქვენი წაიქცა და ავტომატურად დარეკავს 112 – ში? ან მოძრაობის, სიჩქარის და სიხშირის მონიტორი მთელს სახლში, რომელიც შეატყობინებს მომვლელს თუ ვინმე არ წამოდგა ლოგინიდან. მათ ასევე შეეძლებათ აღწერონ მოხუცთა მაცივართან მიახლოების საათებიც, იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი იკვებებიან.

  1. სახლები მოხუცდებიან ჩვენთან ერთად

დუში კარით, კიბის ამწეები, დაბალი საპირფარეშოები და მაღლა დამონტაჟებული დენის outlet – ები, რათა მოხუცებს არ დასჭირდეთ მოხრა, მათი მოწყობილობების დასატენად შესაერთებლად. ეს უბრალო ცვლილებები სახლის დიზაინში გაამრტივებს სიბერის პროცესს. მაღალ ტექნოლოგიური აღჭურვილობებით მოხუცთა ბევრი სადარდებელი გაქრება. იარსებებს სენსორები, როლებიც გაგვაფრთხილებენ ისეთ რაღაცეებზე, როგორებიცაა თუ ავტოფარეხის კარი დარჩა ღია ან შემოსასვლელი კარი არ ჩაგიკეტავთ. ტელევიზორის პულტის, მანქანის გასაღების, თუ ტელეფონის მპოვნელი მოწყობილობები თქვენი სახლის სტანდარტულ დიზანში იქნება. ნათურები ჩაირთვება თქვენი წამოდგომისთანავე, როდესაც ღამით საჭირო ოთახში გასვლას დააპირებთ. თქვენი მაცივარი გაუგზავნის თქვენს ტელევიზორს შეტყობინებას, რომ კარი ღია დაგრჩათ.

  1. მეტი აპლიკაციებიყველაფრისთვის

არსებობს აპლიკაცები, რომლებიც გეხმარებათ თქვალყური ადევნოთ წონას, ვარჯიშს, კალორიებს და ასე შემდეგ. იარსებებს კიდევ სხვა ბევრი აპლიკაცია რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სხეულის უკეთ შეცნობაში, თქვენი დაავადებების, ოპერაციების, სამედიცინო მდგომარეობის და შესაძლო უკუეფექტების ცოდნაში. “ჩემი აღმდგენი აპლიკაცია” შექმნილი ქირურგის მიერ დაეხმარება პაციენტებს მოემზადონ თავიანთი ოპერაციისთვის, გაიგონ რას უნდა ელოდნენ საავადმყოფოში ყოფნისას და გაწერის შემდეგ. ასევე მიუთითოს ყველა რეაბილიტაციურ ფიზიოთერაპიაზე და ვარჯიშებზე, რომლებიც აუცილებელი იქნება კონკრეტული პაციენტისთვის. აქვე გვხვდება აპლიკაცია Flowy , რომელიც იყენებს თამაშებს, რათა ხალმა სძლიოს პანიკური შეტევები. მას უკვე ჰქონდა ერთი პილოტი და შესანიშნავი შედეგები აჩვენა. იარსებებს თქვენი სავარჯიშოებით აღჭურვილი აპლიკაცია, რომელიც გაუგზავნის ინფორმაციას თქვენს ფიზიო-თერაპისტს, შეასრულეთ თუ არა აღნიშნული სავარჯიშოები და თუ არა ის შეძლებს მათ შეხსენებას.

 

SHARE