სოციალიზმის ჩიხი

0
3165

მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ლათინურ ამერიკაში, ფიდელ კასტროს აღიქვამდნენ არა კომუნისტად, არამედ როგორც ერთგულ პან-ამერიკულ ლიდერს. ის იყო “დაუმორჩილებელი გრინგოს” სიმბოლო.

კუბაში მის სიკვდილს გულწრფელად დაიტირებენ და ძალიან წუხან კიდეც. კუბელებს უყვარდათ მომხიბლველი ფიდელი და ამაყობდნენ მისით, ისინიც კი, ვინც კომუნისტები არ იყვნენ. თუმცა ეს არ ცვლის ფაქტებს: სოციალიზმის პერსპექტივით კასტრომ კუბა ჩიხში შეიყვანა.

კასტრო, როგორც ერთპიროვნული დიქტატორი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას 1959 წლიდან 2011 წლამდე. ბევრი ადამიანი იყო რეპრესირებული პოლიტიკური მიზეზით, დახვრეტილი, მრავალი წელი პატიმრობა მისჯილი, შრომით ბანაკებში მოთავსებული. დაახლოებით მილიონი კუბელი ემიგრაციაში წავიდა.

მთავარ პრობლემად კუბაში ფიდელ კასტროს შემდეგ შემორჩენილი მემკვიდრეობა რჩება –  როგორ იქცეს უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყანა თანამედროვედ, მოაგვაროს ურთიერთობები განვითარებულ მსოფლიოსთან და ამავდროულად არ დაკარგოს სუვერენიტეტი. კუბელები ნიჭიერები არიან, იმედია გაუმკლავდებიან ამ ისტორიულ, რთულ ამოცანას.

ფიდელ კასტროს ცხოვრებამ შეიძლება ორი მნიშვნელოვანი რამ გვაჩვენოს.

პირველი, ამერიკელები 50 წელზე მეტი ვერ უმკლავდებოდნენ კასტროს, ვერც არეულობით, ვერც ინტერვენციებითა და მკვლელობებით. არაფრით და ვერაფრით! ეს ნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტისა და მისი სპეცსამსახურების შესაძლებლობები გადაჭარბებულია.

მეორე, გამოჩენილ და ნიჭიერ პოლიტიკოსსაც კი და რა თქმა უნდა კასტრო ნამდვილად ასეთი იყო, არ უნდა და არც შეუძლია შეეკამათოს ისტორიის ბუნებრივ მსვლელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ჩანაფიქრებს კრახი მოელით, ხოლო ქვეყანას რთულად გადასალახი ჩამორჩენა და გაურკვეველი მომავალი.

მოგიყვანთ კასტროს ერთ ციტატას, რომელიც მან თავისი პოლიტიკური და რევოლუციური საქმიანობის დასაწყისში თქვა: “ლოგიკა მკარნახობს, რომ თუ არსებობს სასამართლო, ბატისტა უნდა დაისაჯოს, ხოლო თუ ის დაუსჯელი დარჩება და გააგრძელებს სახელმწიფოს მართვას პრეზიდენტად, პრემიერ-მინისტრად, სენატორად, გენერალად, სამხედრო თუ სამოქალაქო ხელმძღვანელად, სრულყოფილი და კანონმდებლური ძალაუფლებით, იქნება სიცოცხლეებისა და ზოგადი მდგომარეობის მფლობელი, ეს ნიშნავს, რომ სამართლიანობა არ არსებობს. თუ ეს ასეა, განაცხადეთ ხმამაღლა, მოიხსენით მანტიენი და დატოვეთ თანამდებობები.

ახალგაზრდა იურისტ კასტროს სურდა, ყველასთვის ნათელი ყოფილიყო, რომ კუბაში ერთი და იგივე ადამიანები ითავსებდნენ  კანომდებლურ, აღმასრულებელ და სასამართლო ფუნქციებს. იგი ამას ცალსახად მიიჩნევდა.

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ფიდელი თვითონ წავიდა ამ გზაზე. მისი წარმოთქმული სიტყვები კი დღესაც აქტუალურა.