ობამა – 2008 წელს რუსეთი საქართველოში ბუშის თვალწინ შეიჭრა

0
3162

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების ყოფილი ლიდერი, ჯორჯ ბუში მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ბუში ძალზე ცუდად ერკვეოდა სტრატეგიაში და მას შეიარაღებული ძალების რაციონალური გამოყენება არ შეეძლო.
„2008 წელს პუტინი საქართველოში ბუშის თვალწინ სწორედ იმიტომ შეიჭრა, რომ აქედან არავინ შეეწინააღმდეგა. და ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც ჩვენ ერაყში 100- ათასიანი კონტინგენტი გვყავდა“, – განაცხადა ობამამ.
„მიზანშეწონილება და პრაგმატულობა“, – დღეს ეს არის შეერთებული შტატების პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, – აცხადებს ობამა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ძალა სირიაში. ობამას თქმით, ამ პრინციპებს ბევრი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი ჰყავს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს პოზიცია სწორია.