კაცობრიობა მატრიცაში ცხოვრობს!?

0
3484

Bank of America Merrill Lynch-მა, კლიენტებისათვის განკუთვნილ ჩანაწერებში შეაფასა ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობა სინამდვილეში მატრიცაში ცხოვრობს, ანუ კომპიუტერული მოდელირების ობიექტს წარმოადგენს.

შანსი იმისა, რომ მსოფლიო, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც “რეალურს”, სინამდვილეში უბრალოდ “იმიტაციაა”, შეფასებულია 20-50 პროცენტით.

კომპანიამ ეს დასკვნა ეფუძნება ამერიკელი ბიზნესმენი ილონა მასკის, ამერიკელი ასტროფიზიკოს ნილ დეგრას ტაისონსა და შვედ ფიზიკოსს ნიკ დოსტრომს კომენტარებს.

“ბევრი მეცნიერი, ფილოსოფოსი და ბიზნეს-ლიდერი მიიჩნევს, რომ არსებობს 20-50% ალბათობა იმისა, რომ ხალხი უკვე ცხოვრობს კომპიუტერული მოდელირების ვირტუალურ სამყაროში” – ნათქვამია დოკუმენტში.

ბანკის ანალიტიკოსები გვახსენებენ, რომ 2016 წლის აპრილში, მკვლევარები შეიკრიბნენ ამერიკის ბუნებისმეტყველების მუზეუმში, რათა განეხილათ ეს პრობლემა. შეხვედრაზე გაჟღერდა არგუმენტი, რომ კაცობრიობა უკვე ახლოსაა ფოტორეალისტური 3D მოდელირების ტექნოლოგიასთან, რომელშიც ერთდროულად მილიონობით ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელოვნური ინტელექტისა განვითარებასა და ვირტუალური რეალობის დარგში მიღწევებით, კომპიუტერული სიმძლავრეების მატების მეშვეობით, მომავლის ცივილიზაციას შეეძლო თავიანთი წინაპრების მოდელირების პროგრამის ჩაშვება.

BAML ასევე განსაზღვრავს კაცობრიობის განვითარების სამ შესაძლო სცენარს. პირველი – გადაშენება მანამდე, სანამ მიაღწევს პოსტადამიანურ სტადიას. მეორე – კაცობრიობა მიაღწევს პოსტადამიანურ მდგომარეობას, მაგრამ ვერ გაუმკლავდება მოდელირების ევოლუციურ ისტორიას. მესამე – “ჩვენ უკვე ვიმყოფებით მატრიცაში”.

ამ შემთხვევაში, ფილოსოფოსის აზრით, “თუ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ სიმულაციაში, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შთამომავლები ვერასოდეს შეძლებენ ჩაუშვებენ წინაპრების ცხოვრების მოდელირების პროგრამა.”

როგორც გამოცემაში აღნიშნეს, ამ დასკვნის შედეგები საინვესტიციო პოლიტიკისთვის გაურკვეველი რჩება.

1 ივლისს გამართულ Code Conference-ზე მასკმა მატრიცაში კაცობრიობის არსებობის შესახებ განაცხადა. “მოგვიწევს გვქონდეს იმედი, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სიმულაციაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში..” –  თქვა მან. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სცადა დაემთავრებინა ფრაზა: “ისინი შეძლებდნენ მის გადატვირთვას?”. ამაზე მილიონერმა უპასუხა: “ჩვენ ან შევქმნით რეალობისგან სიგანურჩეველ სიმულატორებს, ან ცივილიზაცია შეწყვეტს არსებობას.”

ბოსტრომმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს მასკის მოსაზრებას. მისი თქმით, ასეთი თვალსაზრისის არაპოპულარობა და მაცხოვრებელთა პირდაპირი აღქმა დაკავშირებულია იმასთან, რომ “ფილოსოფიური ნაშრომების უმეტესობა ბიბლიოთეკის მტვრიან თაროებზეა შემონახული.”

“მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფრაზა –  “ჩვენ ვიმყოფებით სიმულაციაში” პირდაპირი მნიშვნელობისაა და არა მეტაფორული. ჩვენ თვითონ და ეს სამყარო გარშემო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ, არსებობს რომელიმე მოწინავე ცივილიზაციის მიერ შექმნილ კომპიუტერში” – თქვა ფილოსოფოსმა.